განუმეორებელი სტინგი და მისი ძვირად ღირებული სახლები

 

სტინგი მართლა განუმეორებელი და ბევრისთვის საყვარელი მუსიკოსია. გარდა იმისა, რომ ნამდვილი ჯენტლმენია და ფილანტროპი, რომელიც დიდ თანხებს იღებს ქველმოქმედებისთვის, საკმაო ქონება დაუგროვდა - სულ 180 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული და მოიცავს ბევრ რამეს, სახლების ჩათვლით. ექვსი შვილისა და ერთი შვილიშვილის მამას დიდებული სასახლე აქვს მშობლიურ ინგლისში, უაითშირის საგრაფოში, ასევე ჰქონდა სახლი ლონდონის ცენტრში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაყიდა, და კიდევ რამდენიმე სახლი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

ამ სახლებისა და სასახლის დიზაინზე ცნობილმა არქიტექტორებმა იზრუნეს, მათში ბევრი ძვირად ღირებული ნივთები ინახება (თანამედროვე

მხატვრების ტილოების ჩათვლით), თუმცა ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა გამოაცხადა, რომ სულაც არ აპირებს, მთელი ეს ქონება შვილებ დაუტოვოს. ღარიბ ოჯახში გაზრდილი სტინგი ამბობს, რომ მისმა შვილებმა თავისი შრომით უნდა გამომუშაონ ფული და მამის ქონებიდან დიდი თანხის მიღების იმედი არ ჰქონდეთ. ის მცირე თანხას დაუტოვებს მათ მემკვიდრეობით, ძირითად ქონებას კი ქველმოქმედებას მოახმარს.



ბინა ლონდონში სტინგმა, როგორც ითქვა, ცოტა ხნის წინ გაყიდა 17 მილიონ დოლარად. ეს მისი ლონდონური ბინაა.



ძირითადად კი უძველეს, XVI საუკუნის დროინდელ სასახლეში ცხოვრობს, რომელსაც ლეიკ ჰაუსი, ანუ ტბის სახლი ჰქვია და რამდენიმე მილიონი ღირს. სახლს უდიდესი ეზო და ბაღი აქვს, შიგნით კი რამდენიმე კაბინეტი, რამდენიმე საძინებელი, სტუდია, ცალკე ოთახები მისთვის და მისი ახლანდელი ცოლის ტრუდი სტაილერისთვის.

კომენტარები

fatos ras erchit? 2016-03-19 19:26
ერთი თქვენს თავში ჩამახედა, ინტერიერს რომ ვერაფერი დაუწუნეთ, ვინც თავისი აზრი გამოთქვა იმას რომ მიდექით, კაი ტიპები ხართ, თუ სხვაზე მეტი გგონიათ თავი? :))
ისე ძალიან გემოვნებიანი მოწყობილი კი არის, მაგრამ სამზარეულოში მაგიდის ზემოთ გამწოვის მაგივრად ქვაბები არ დამევასა(ოღონდ არ ჩამქოლოთ ახლა) :))
fato 2016-03-18 22:20
gemovnebaze ar daoben sheizleba zviradgirebulia yvelaperi stingis saxlshi da stilic moscondes magram es ar nishnavs ia, rom kvelas erti gemovneba dastili hqondes. tqventvis egaa misagebi xoda gasagebia tqveni gemovnebac. ar sheizleba yvela dizaineri mosaconi iyos.
fato 2016-03-18 22:16
ias chemi saxli tu gainteresebs pataraa da minimalisturi da gemovnebit mocyobili.
ffff 2016-03-17 10:12
fasos saxli ra shuashia ar moswons adamians da raknas, sul ro qoxshi cxovrobdes sheizleba ragaca ar moewonos Tu ar akvs upleba
ია 2016-03-13 15:33
ნეტა ერთი თქვენი სახლი მაჩვენა ქალბატონო ფათო :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები