არაბ შეიხთა ზღაპრული სასახლეები - ფოტოები მათი საცხოვრებელი ოთახებიდან

 არაბი შეიხები სიმდიდრისა და ფუფუნების ეტალონებად მიიჩნევიან. საუდის არაბეთში და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში მსოფლიოს ყველაზე მეტი მდიდარია თავმოყრილი. მათი ცხოვრება ოქროს მდინარესავით მიედინება და მსოფლიო მოსახლეობის შურსა და ინტერესს იწვევს. ბევრი რამ მათ ყოფა-ცხოვრებაზე ლეგენდის დონეზეა ცნობილი, თუმცა მათი საცხოვრებლების ფოტომასალაც პერიოდულად ვრცელდება.
წარმოგიდგენთ არაბ შეიხთა აპარტამენტებს - გემოვნებაზე ნუ ვიდავებთ, ფუფუნება კი უდავოდ თვალშისაცემია.
სხვათა შორის, შეიხებს ისეთივე ეჭვიანი დამოკიდებულება აქვთ სახლებისადმი, როგორც საკუთარი ცოლებისადმი - უცხო თვალისთვის საჩვენებლად არ ემეტებათ. გავრცელებული ფოტოების უმრავლესობა პაპარაცულია ან მან

ამდეა გადაღებული, სანამ ამ სახლებში შეიხები დაბინავდნებოდნენ.
ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები სამსართულია შუშის სასახლეა, რომელიც არქიტექტორებმა Leona & Harry Helmsley-მა შექმნეს. მოგვიანებით ის შეიხმა საუდ ალ შალაანმა გამოისყიდა. მისი არქიტექტურული ელემენტები ინდური ტაჯ-მაჰალის მსგავსია. 27 ხელოსანი ამ სასახლეში 2 წლის მანძილზე შრომობდა. მისი ფართობი 540 კვადრატული მეტრია.

 

 

კომენტარები

katerina 2020-05-14 06:37
ისე კარგად ვიცხოცრებდი ამ ხალხს ტვინი არ აქვს თავში ოცნებაც კი არ შეუძლიათ ,მშვენივრად წამოვგორდებოდი იმ საწოლზე
giorgi2 2019-12-15 18:14
რომ შეიძლებოდეს მქონდეს ასეთი სიმდიდრე და ვიცხოვრო ფუფუნებაში, ყოველდღე წვეულება და ბალები ვმართო რატომაც არა?! კარგია ასეთი ცხოვრებაც და ესეთი მდიდრული ოთახებიც. ვიცხოვრებდი და ვიქონიებდი სიამოვნებით ასეთსაც და შეიძლება ამაზე მდიდრულსაც. თუმცა ძალიან კარგად მახსოვს ის რომ ასეთი სიმდიდრე პატიოსანი შრომით არ მოდის. მე კი ჩემი პატიოსანი შრომით მოპოვებული, ცოტა, მაგრამ მირჩევნია
გიორგი 2019-11-05 04:10
ისე რომ დაუკვირდეთ, ამ ოთახებში ადამიანი რომ შევა, რა უნდა გააკეთოს? საცხოვრებლად რამდენად კომფორტულია? წარმოიდგინეთ, ადამიანმა მუზეუმში როგორ უნდა იცხოვროს. შეიძლება, მიჩვეული რომ არა ვარ, ამიტომ ვერ ვხვდები.
გიორგი 2019-11-05 04:00
ამ ოთახებში ალბათ, წელიწადში ერთხელ შედიან.
გიორგი 2019-03-10 22:13
ბევრს არ უნდა ასეთი სიმდიდრე, სანამ გათხოვდებიან

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები