რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად სამზარეულოს დაგეგმვის დროს

სამზარეულოს მოწყობა საკმაოდ რთული, შრომატევადი, მაღალბიუჯეტიანი და ხანგრძლივი პროცესია. სანამ სამზარეულოსთვის ავეჯის, ტექნიკას და სახვადასხვა აქსესუარს საბოლოოდ შეარჩევთ, მრავალი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ, მთავარი კი ის არის, რომ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქცია იყოს ხარისხიანი, კომფორტული და რა თქმა უნდა, ლამაზი.

ჩვენ შევეცდებით შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი სამზარეულო იყოს მოხერხებული, კომფორტული და გემოვნებიანი.

ძირითადი შეცდომები, რომელთაც სამზარეულოს მოწყობის დროს უშვებენ ხოლმე

იატაკი
სამზარეულო ის ადგილია, სადაც ხშირად ვასრულებთ ისეთ მოქმედებებს, რომელთა შედეგად იატაკი ისვრება, ცხიმიანდება, ხშირია შემთხვევბი, როდესაც იატაკზე რაღაც ეცემა.

მოკლედ, იატაკი ხდება აგრესიულო მოქმედებების ადგილი.
სამწუხაროდ, ამ ტერიტორიაზე არ გამოდგება იატაკის ისეთი ზედაპირი, როგორიც არის:
1.ლამინატი, რადგან ნესტის შედეგად მისი ნაწიბურები დეფორმაციას განიცდის;
2.ხის იატაკი ან პარკეტი, რადგან ეს მატერია იწოვს ნესტს, ცხიმის ლაქებს, ვერ იტანს ქიმიური საშუალებებით დამუშავებას;
3. იაფფასიანი კერამიკული ფილები, რადგან ის ვერ უძლებს დიდი ქვაბების და სხვა ნაკრებების ვარდნის სიმძიმეს და ხშირად იბზარება.


სამზარეულოს იატაკის მოსაპირკეთებლად გირჩევთ გამოიყენოთ კარგი ხარისხის კერამიკული ფილები ან კერამოგრანიტი. თუ მაინცდამაინც ხის იატაკის ხილვა გსურთ, გირჩევთ ერთმანეთს ორი სახეობის ხე შეურიოთ, ან, სამუშაო ზონასთან შეგიძლიათ გააკეთოთ კერამოგრანიტი, სასადილო ზონაში კი ლამინატი ან ხის პარკეტი.

განათება

ყურადღება მიაქციეთ განათებას სამზარეულოში, განსაკუთრებით განათებას სამუშაო ზონაში, რადგან თუ ამ ადგილას არ ექნება კარგი განათება, გარდა იმისა რომ დაზარალდება თქვენი მომზადებული კერძი, საფრთხე დაემუქრება თქვენს თვალებს, კისერსა და ზურგს.


თუ ვერ მოხერხდა მანათობლის ავეჯში ჩამონტაჟება, შეგიძლიათ დამატებითი განათების წყარო შექმნათ ჩამოსაკიდი ბრის, ან თუნდაც დასადგამი სანათის მეშვეობით.


მიკროტალღური ღუმელი გაზქურის თავზე
ამ ნივთის ასეთი განთვსება, როგორც მინიმუმ, უცნაურია. გარდა ამისა, მიკროტალღურის იერსახე, გარეთა ფასადი აუცილებლად შეილახება და დაზარალდება გაზქურიდან გავრცელებული ცხიმის შხეფებით.

გაზქურის თავზე სასურველია დაამონტაჟოთ, ძლიერი, ხარისხიანი გამწოვი, მიკროტალღურ ღუმელს კი თავისუფლად შეგიძლიათ მიუჩინოთ ადგილი კარადაში, ბუფეტზე ან სულაც რომელიმე თაროზე.

გამწოვის არქონა
თანამედროვე სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნივნელოვანი და სერიოზული ხარვეზი გამწოვის არარსებობაა, განსაკუთრებით გაზქურის თავზე. ძალიან თანამედროვე, უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, თუმცა უგამწოვო სამზარეულოც კი ვერ გადაწონის ამ ხარვეზს.

თუ თქვენ არ მოგწონთ გამწოვის ვიზუალი, შესაძლებელია ის მოათავსოთ სამზარეულო კარადის გარეთა ფასადში, მაშინ თქვენს გამწოვს ვერავინ დაინახავს. ან შესაძლებელია ტელესკოპიური გამწოვის შეძენა, რომელიც ხმარების შემდეგ კომპაქტურად იკეცება და ინახება.

გაზქურა ფანჯარასთან
გაზქურის ფანჯარასთან განთავსება ნიშნავს იმას, რომ მისი დამონტაჟების დროს ამ თემაზე საერთოდ არ გიფიქრიათ. ამ შემთხვევაში თქვენი ფანჯარა აუცილებლად ყოველთვის დაორთქლილი და დასვრილი იქნება, რაც გინდა კარგი გამწოვი გქონდეთ.

ფანჯარასთან შესაძლებელია დაამონტაჟოთ სამზარეულოს ნიჟარა და ონკანი, მაშინ ჭურჭლის რეცხვის რუტინული პროცესი ბევრდ საინტერესო გახდება. სამუშაო მაგიდაზე, თუ ის ფანჯარასთან არის, შეგიძლიათ განათავსოთ ლამაზი, დეკორატიული ყვავილები, ლამაზად დაალაგოთ თქვენი კულინარიული წიგნები, ჩაის ან ყავის სერვიზი. რაც შეეხება გაზქურას, გირჩევთ მისთვის ადგილი კუთხეში შეარჩიოთ.

სამუშაო ზონა წინსაფრის გარეშე

უძლიერესი გამწოვიც რომ გქონდეთ, კედლის წმენდის აუცილებლობას თავს მაინც ვერ აარიდებთ. ეს განსაკუთრებით ეხება სამზარეულოს სამუშაო ზონას. ამიტომ აუცილებლად გირჩევთ ამ ზონაში კედლებზე წინსაფრის ქონას.


ამ მიზნისთვის გირჩევთ ტრადიციული, კერამიკული ფილის გამოყენებას, თუმცა ვერც თანამედროვე მინის წინსაფარზე ვიტყვით აუგს, ის ძალიან ადვილად იწმინდება.


ბევრი ღია თარო
რაც გინდა მრავლად გქონდეთ სახლში  სამზარეულოს ულამაზესი აქსესუარები, სერვიზები და სხვა, მაინც არ გირჩევთ მათ გამოსაჩენად ღია თაროების გაკეთებას. განსაკუთრებით კი არ გირჩევთ ასეთი ტიპის თაროების გაკეთებას გაზქურის სიახლოვეს. ასეთ შემთხვევაში თქვენი ყველა ნივთი დაიფარება მტვრითა და გამონაბოლქვით და დაკარგავს მთელ თავის ხიბლს.

ღია თაროების გაკეთება რეკომენდებულია მხოლოდ ონკანთან და ფანჯარასთან ახლოს, სხვა შემთხვევაში ეცადეთ ასეთ თაროს თუ კარადას მინის კარი გაუკეთოთ.

არაფუნქციური ავეჯი
ასეთი პოპლარული და ბევრისთვის სანატრელი სამზარეულოს კუნძული სულაც არ ღირს იმად, რომ მას ძვირფასი სივრცე დაუთმოთ. მის გამოყენებას მხოლოდ იმისთვის მოახერხებთ, რომ საყიდლებიდან დაბრუნებულს, გექნებათ სივრცე ნავაჭრის დასალაგებლად, სხვაში ამ კუნძულს ვერაფერში გამოიყენებთ. თუ ამ ნივთის ყიდვას აპირებთ, სანამ დრო გაქვთ, გადაიფიქრეთ.

თუ მაინცდამანიც გნებავთ სამზარეულოში ასეთი კუნძულის არსებობა, გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის საჭიროა ფართო, დიდი სამზარეულო. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამუსაო მაგიდის ფუნქცია, მასში ჩამონტაჟებული უნდა იყოს ნიჟარა, ჰკონდეს სათავსოები და ბოლოს, 3-4 კაცს მაინც უნდა იტევდეს სატრაპეზოდ. 


რთული მოწყობილობები
ბროლის ჭაღების, დიდი ზომის სანათების ადგილი სამზარეულოში არ არის, ასეთი აქსესუარები მისაღებისთვის შემოინახეთ. დაიმახსოვრეთ, რომ სამზარეულოში უნდა იყოს რაც შეიძლება მარტივი ნივთები, რომლებიც ძალიან ადვილი გასაწმენდი და მოსავლელი იქნება.


ფერთა გამა
არ გირჩევთ სამზარეულოში ცივ ფერთა გამის გამოყენებას. ასეთ ატმოსფეროში გაჩერებას ადამიანი ერიდება და სიცივის შეგრძნება ეუფლება. თუ მაინცდამაინც ნაცრისფერი და ცისფერი გიყვართ, არ ღირს ამ ფერებზე საბოლოოდ უარის თქმს, თუმცა ეცადეთ ამ ფერთა შედარებით თბილი ტონები გამოიყენოთ, რათა თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა სამზარეულოში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ.

 

კომენტარები

ელზა 2016-07-04 15:51
ძალიან მომეწონა ეს საიტი.მადლობა
marika 2016-02-24 01:19
უუფ როგორ მოვუხდებოდი მეთექვსმეტე სურათზე წარმოდგენილ ღია ფირუზისფერ სამზარეულოს :)
ათენა 2016-02-21 20:03
ეს რა კარგი საიტი ყოფილა :) რატომღაც მხოლოდ ახლა შემოვედი. დიდი მადლობა ასეთი სასარგებლო რჩევებისთვის!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები