როგორ გავწმინდოთ ონკანი? - რამდენიმე ეფექტური საშუალება

ონკანი ერთ-ერთი ყველაზე საჩოთირო რამაა სამზარეულოსა და აბაზანაში. მას ხშირად სჭირდება წმენდა და გამოცვლაც. ზოგიერთები მას ლამის რამდენიმე თვეში ერთხელ ცვლიან, სხვებს კი ხან წლობითაც კი ადგებათ. ამჯერად იმაზე ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება გაწმინდოთ ქრომირებული ონკანი გარედან, როგორ მოაცილოთ ნადები, რომ ისევ ახალივით ბრწყინავდეს.

პროფილაქტიკისთვის, ყოველთვის უნდა გედოთ ონკანთან ახლოს რბილი, მშრალი ჩვარი, რომლითაც ხშირად გაწმენდთ ხოლმე მის ზედაპირს და თავიდან აიცილებთ მასზე ნადების წარმოქმნას. თუმცა თუ ნადები უკვე აქვს თქვენს ონკანს, მაშინ, რამდენიმე საშუალებით შეიძლება მასთან ბრძოლა. გთავაზობთ ამ საშუალებებს

და შეარჩიეთ სასურველი:

1. ყველაზე ადვილია გამოიყენოთ სპცეიალური საშუალება ქრომირებული ონკანის გასაწმენდად, რომელიც მაღაზიებში იყიდება.

2. ჩვარზე მოაფრქვიეთ საჭმელი სოდა და გაწმინდეთ ონკანი. ასევე შეგიძლიათ, ჩვრის ნაცვლად გამოუსადეგარი კბილის ჯაგრისი გამოიყენოთ.


3. ჯამში გახსენით ჭურჭლის სარეცხი საშუალება და მასში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ ონკანი. შემდეგ სუფთა წყლით მოწმინდეთ და ბოლოს მშრალი ჩვრით გაამშრალეთ. მსუბუქ ნადებს ასე იოლად მოაცილებთ.


4. ნადებს ასევე კარგად წმენდს ძმარი. ჩვარზე დაასხით ცოტა ძმარი და ასე გაწმინდეთ ონკანის ზედაპირი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები