როგორ მოვაწყოთ პატარა შემოსასვლელი ისე, რომ ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდეს

ამ სტატიაში შევეცდებით მოგცეთ პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეიძლება მოაწყოთ პატარა შემოსასვლელი კომფორტულად და თან ისე, რომ ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდეს.

სახლის შესავლელს თამამდ შეიძლება ვუწოდით სახლის ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილი. სწორედ შესასვლელში შედიხართ პირველად შინ დაბრუნებული, თქვენს სტუმრებსაც პირველად თქვენი სახლის შესასვლელი უმასპინძლდება. ძალიან გაუმართლათ ადამიანებს, რომელთაც აქვთ საშუალება შესასვლელში შეინახონ არა მარტო ქურთუკები და ფეხსაცმელები, არამე სახლის ამ ნაწილს სხვა დატვირთვაც შესძინონ. ხშირად ფართი იძლევა ამის საშუალებას, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ ადამიანებზე, რომელთაც ამის ფუფუნება არ აქვთ.

პატარა შემოსავლელის მოწყობის

მთავარი პრინციპი მინიმალიზმია. სახლის ამ ნაწილში რაც ნაკლები აქსესუარი და დეტალი გექნებათ, მით უკეთესია. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსასვლელში არ არის ლარნაკის ან სხვადასხვა აქსესუარის ადგილი. ამავე პრინციპის თანახმად, გირჩევთ უარი თქვათ ღია საკიდზე. პატარა შემოსასვლელის ავეჯი უნდა გამოირჩეოდეს ფუნქციონალობით და სისადავით. მაგალითად, კარადის სიღრმე უმჯობესია იყოს 40-50 სმ. ეს იდეალური ვარიანტია. ეს პარამეტრები იდეალურია როგორც ნივთების შესანახად, ისე კარადის ვიზუალური მხარისთვისაც. მართალია, ასეთ შემთხვევაში თქვენი საკიდები დიაგონალზე იქნება განთავსებული, თუმცა ეს მომენტი 20-25 სმ-ის ეკონომიას გაგიკეთებთ.

ძალიან მოსახერხებელია კუპე კარადის გაკეთება, ანუ კარადას უნდა ჰქონდეს არა გამოსაღები, არამედ გასაწევი კარი. ასეც საგრძნობლად დაგიზოგავთ ადგილს და თან ძალიან ლამაზიც იქნება. ასევე შეგიძლიათ კარადას მოაშოროთ უკანა ნაწილი და მჭიდროდ მიადგათ კედელს, ასე ის ჩაშენებულ კარადას დაემსგავსება. თუ თქვენ პატარა შემოსასვლელი გაქვთ, ყველა სანტიმეტრი ძვირფასია, ამიტომ გირჩევთ კარგად აითვისოთ მისი კუთხეებიც. ჯობია უპირატესობა მიანიჭოთ კუთხის ავეჯს. ასევე გირჩევთ ანტრესოლის გაკეთებას, იქ ძალიან ბევრი ნივთის მოთავსებაა შესაძლებელი.

ყველამ იცის, რომ სარკე ის ატრიბუტია, რომელიც თქვენს სივრცეს ვიზუალურად ერთიორად გაზრდის. სარკე შეიძლება იყოს შეკიდული და კედლის. კედელზე დაკიდული სარკე იმით არის კარგი, რომ მის ქვეშ შესაძლებელია მოათავსოთ პატარა ტუმბო, მასზე მიუჩინოთ ადგილი სახლის გასაღებს და პატარა წვრილმან და საჭირო ნივთებს. ასევე ძალიან ეფექტური და ლამაზია კარადის კარში ჩამონტაჟებული სარკე.

შესასვლელის ვიზუალურად გაფორმება შესაძლებელია ღია ფერის კედლებით. ასევე შესაძლებელია კონტრასტების წყალობით გადახალისებაც. მაგალითად, კედლები და იატაკი იყოს ღია ფერის, ხოლო ავეჯი - შედარებით მუქი. ასეთი ინტერიერი, დაგვერწმუნეთ, ძალიან კარგი სანახავი იქნება.
განათება შემოსასვლელის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სახლის ამ ნაწილში, როგორც წესი, არ არის ხოლმე ფანჯრები და აქედან გამომდინარე, დღის შუქის დეფიციტი ყოველთვის არსებობს. შემოსასვლელისთვის იდეალურია რამდენიმე ბრა ან სხვა სახის სანათები, რომელიც კედელზე სიმეტრიულად იქნება განთავსებული.
ეს არის ძირითადი რეკომენდაციები პატარა შემოსავლელის მოსაწყობად, სცადეთ, ნამდვილად არ ინანებთ, გისურვებთ წარმატებებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები