მალაქიტის ზარდახშის ისტორია და ნამდვილი ფასი

ასეთი მწვანე ზარდახშა ძალიან ბევრ ოჯახში ინახება და ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო. მას მალაქიტის ზარდახშის სახელწოდებით იცნობენ და ძირითადად, 60-იან წლებშია შეძენელი.
მალაქიტს ყოველთვის აქტიურად იყენებდნენ ზარდახშების დამზადება-მოპირკეთებისთვის. ეს ზარდახშები იმდენად ძვირფასი იყო, რომ მათში მოთავსებული სამკაულების ფასს არ ჩამოუვარდებოდა.


მალაქიტის ზარდახშები განსაკუთრებით პოპულარული იყო რუსეთში. მალაქიტი იქ ძვირადღირებულ ქვად ითვლებოდა. გარეგნულადაც ძალიან ბევრს ხიბლავდა - მუქი და ღია მწვანე ფერების ელვარება თანაბრად აჯადოვებდა როგორც ჩვეულებივ ადამიანებს, ასევე მხატვრებსა და სხვა ხელოვანებს. მას ბევრ თვისებასაც მიაწერდნენ. მაგალითად, მიაჩნდათ, რომ მალაქიტი ოჯახში

ჰარმონიასა და ენერგიათა ბალანს აღადგენდა. ძველად მას ბავშვთა თილისმადაც იყენებდნენ, რადგან შიშების საწინააღმდეგოდ მიაჩნდათ.


მე-19 და მე-20 საუკუნის მალაქიტის ვინტაჟური ზარდახშები თამამად შეიძლება მიაკუთვნოთ ხელოვნების ნიმუშებს, შესაბამისად ფასიც მაღალი აქვს. თუმცა მოთხოვნამ და პოპულარულობამ ზარდახშების დაბალფასიანი ანალოგების გაჩენაც განაპირობა.


ეს ცნობილი ზარდახშაც სწორედ ასეთი ანალოგი გახლავთ. ეს ჩეხური, უფრო სწორად, ბოჰემიური მინის ნაწარმია, რომელიც მალაქიტის იმიტაციაა. ისე ნუ იფიქრებთ, თითქოს ძალიან უბრალო და იაფფასიანი ნივთია. ეს მინა ამ იდუმალი მწვანე ფერის მისაღებად უნიკალური ტექნოლოგიით არის დამზადებული, ულამაზესი რელიეფი კი ხელით ნამუშევარი გახლავთ. რაც მთავარია, მალაქიტის მინის წარმოება შეჩერებულია, რის გამოც ყველა ეს ნაკეთობა საკოლექციო რარიტეტად მიიჩნევა.
თუ მალაქიტის მინის ნივთები საბჭოთა წარსულიდან თქვენს ოჯახშიც შემორჩა, გაუფრთხილდით მათ - თქვენ საკოლექციო ნივთის მფლობელი ხართ.

კომენტარები

ელენე 2016-09-03 11:49
მაქვს ზარდახშა პირველ სურათზე რომ არის მაინტერესებს ფასი.
571058070
ელენე 2016-09-03 11:46
მაქვს მალაქიტის ზარდახშა გავყიდი და ფასი მაინტერესებს.
571058070
zura 2016-08-23 10:27
maqvs malakhitis zardaxsha jonplektshu nsurvelebi damikavshirdit am nomerze 599-10-99-63
598961928
ლელა 2016-07-20 15:18
მაქვს მე-4 სურათზე პირველი ზარდახშა გავყიდი ფასი თქვენ შემომთავაზეთ 551536996
eteri 2016-07-01 10:38
saferfle mchral xidze vikide 4 larad kargi nivtia magram mtlad aseti fasi ar akvs rogorc erti ambavia
ხათუნა 2016-06-22 17:18
მაქვს ზარდახშა რომელიც ბოლო სურათზეა გამოსახული.მსურველი დამიკავშირდეს 593 16 83 75
ხათუნა 2016-06-22 17:15
მაქვს ზარდახშა ბოლო სურათზე რომაა გამოსახული .დამიკავშირდით
593168375
ირინე 2016-05-11 16:25
მაქვს ზარდახშა რაც პირველ სურათზეა თავსახურის გარეშე და მძივი ასევე მალაქიტის - 597 155192
nana 2016-05-06 09:47
makvs meore suratze rom xatia pasi 579 351118mainteresebs

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები