"რემონტს რომ ვაკეთებდი, რამაზი გამინაწყენდა..." - ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის სახლი

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმრად ძალიან საინტერესო და მხიარული ადამიანი შევარჩიეთ. "შინ" ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის ბინაში გეპატიჟებათ. ხატიამ ბინა საკუთარი გემოვნებით მოაწყო. წყვილს სამი შვილი ჰყავს, ამოტომ ყველა კუთხე და დეტალი ბავშვებზეა მორგებული და მთთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი.

- სანამ ამ სახლში გადმოვიდოდით, ავლაბარში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. დაახლოებით 5 წელია აქ ვცხოვრობთ. როცა შევიძინეთ, გარემონტებული, საცხოვრებლად გამზადებული იყო და მალევე გადმოვედით. ჩემს მეუღლეს მოუწია ყაზახეთში წასვლა, ამ დრის მე ვიყავი 9 თვის ორსული. უეცრად დამებადა იდეა, რომ უნდა გამერემონტებინა ბინა.

როცა ამის შესახებ რამაზის ვუთხარი, შემეწინააღმდეგა, არ უნდოდა, თავი დამეტვირთა და გადავღლილიყავი, მაგრამ არ დავუჯერე. როცა დაბრუნდა, ისე მოეწონა სახლი, წყენამ მაშინვე გაუარა. ყველა სირთულე ჩემს თავზე ავიღე. დავიქირავე ხელოსნები, მათთან ერთად დავდიოდი ელიავას ბაზრობაზე, რემონტისთვის საჭირო ყველა მასალა ჩემი ხელით მომქონდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 9 თვის ორსული ამდენს შევძლებდი. ძალიან გადავიღალე, მაგრამ შედეგით იმდენად კმაყოფილი ვიყავი, ამას ყურადღებას აღარ ვაქცევდი. მაქსიმალურად ვეცადე, თანამედროვე და მინიმალისტური გამოსულიყო. არასოდეს მომწონდა ძველებური სახლები, ანტიკვარიატით და მოჩუქურთმებული ავეჯით გაწყობილი. მსგავსი სახლები ცუდ ხასიათზე მაყენებს. ძალიან მომწონს დიდი და თანამედროვე დიზაინით მოწყობილი მყუდრო ბინები. ჩემი უპირველესი მიზანი იყო, ბინა მოხერხებული და პრაქტიკული გამოსულიყო, მოდური ტენდენციები მეორე პლანზე გადავწიე. ყველა სახლში იგრძნობა აურა, ჩემს სახლში იმდენად დადებითი აურა ტრიალებს, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყოვველთვის სახლისკენ მომეჩქარება. იგივე განცდა აქვთ ბავშვებსაც.



ყველა ოთახში ბავშვის ნივთებს, სათამაშოებს და ინვენტარს შეხვდებით. იმის მიუხედავად, რომ სახლი მთლიანად ბავშვების სამფლობელოა და გოგონების განკარგულებაშია, მათთვის ეს სივრცე და ფართი უკვე არასაკმარისია.

- უკვე მრავალრიცხოვანი ოჯახი ვართ, ამიტომ გვიძნელდება ამ სახლში ცხოვრება, ბავშვების ეზოში ჩაყვანის პრობლემაც გვაქვს, არადა მათთვის აუცილებელია სუფთა ჰაერზე ყოფნა, ქვიშაში თამაში. მე და რამაზიმ გადავწყვიტეთ და შევიძინეთ კერძო ბინა ავლაბარში, საკმაოდ დიდი ეზოთი, რომელსაც ახლა ვარემონტებთ. ამ სახლის შენება-რემონტის საკითხიც ჩემს თავზე ავიღე. ჩემი და რამაზის გემოვნება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. დარწმუნებულია ჩემს შესაძლებლობებში, იცის, რასაც მოვკიდებ ხელს, ყველაერს გემოვნებით და ხარისხიანად გავაკეთებ, ამიტომ თვალდახუჭული მენდობა. ამ სახლშიც ბავშვებზე და მათ კომფორტულ გარემოზე ვაკეთებ აქცენტს. ყველა გასართობი საშუალება გარეთ გვექნება გამოტანილი. როცა გადავალთ ახალ სახლში, იქაც აუცილებლად გიმასპინძლებთ.



ოთახის ფერების მიხედვით ხატიას ხასიათს ამოიცნობთ - ფერადი, პოზიტიური, ხალისიანი.

- ბავშვების ორი საძინებელი გვაქვს. ერთი ლიმონის ფერში გადავწყვიტე, მეორე - მთლიანად ვარდისფერში. კედელზე გავუკარი პრინცესების ფოტოშპალერი, რადგან ზღაპრულ გარემოში იგრძნონ თავი. დილით თვალის გახელისთანავე ჯადოსნურ სამყაროში იღვიძებენ და მთელი დღე პოზიტიურად არიან დამუხტული. დაბალი განათება დავუყენე, ვფიქრობ, რომ ბავშვების საძინებელ ოთახში არ არის სასურველი კაშკაშა განათება. ჩემი საძინებელიც შინდისფერში მაქვს გადაწყვეტილი. მხოლოდ მისახები ოთახი მაქვს თეთრ ფერში გაწყობილი. მინდოდა, სივრცე მაქსიმალურად გამოჩენილიყო. ბავშვებს სჭირდებათ სათამაშოდ დიდი სივრცე, ამიტომ გავანთავისუფლე შუა ადგილი. ოთახში მხოლოდ რბილი ავეეჯი და ტელევიზორი დავალაგე.

ამ ოთახში ჩვენი ყურადღება მიიქცია ძალიან საინტერესო ჯილდომ ,,საუკეთესო ქმარი - რამაზ ნოზაძე".

- ეს მე ვაჩუქე რამაზის დაბადების დღეზე. ყოველთვის მინდა, ისეთი საჩუქარი ვაჩუქო, რომელიც მთელი ცხოვრება დარჩება, ემახსოვრება და რაღაც პერიოდს გაახსენებს. ვინაიდან რამაზი ნამდვილად საუკეთესო ქმრის სტატუსის მატარებელია, ავირჩიე და გავუკეთე ეს სიგელი.

ოთახის დიდი ნაწილი დაკავებული აქვს კედლის თაროებს, რომლებზეც მოთავსებულია სასმელების და ფაიფურის თოჯინების კოლექცია, სათამაშო მინიატურები, ფოტოები.

- მე და ჩემი ქმარი ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ. ყველა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს ტრადიციული სასმელი. ჩვენმა მეგობრებმაც იციან ამ კოლექციის შესახებ და ისინიც ხშირად გვჩუქნიან. აქ ნახავთ როგორც ძველ, ისე ახალი ბრენდის სასმელებს. სიმართლე გითხრათ, არც ერთი მათგანი არ გამისინჯავს, ვინაიდან ჩვენი კოლექცია ხელუხლებლად ინახება. ფაიფურის თოჯინები ჩემს გოგონებს ეკუთვნით. რამაზის დედა სპეციალური შეკვეთით ამზადებინებს და უგროვებს. გოგონებსაც ძალიან მოსწონთ და ყოველ მომდევნო თოჯინას ინტერესით და სიხარულით ელოდებიან.

ჩვენთან საუბარში ხატიამ ხაზი გაუსვა მის კულინარიულ ნიჭს და აღნიშნა, რომ მისთვის სამზარეულო მნიშვნელოვანი ადგილია, ამიტომ მაქსიმალურად შეეცადა, კომფორტული და მოსახერხებელი გამოსულიყო.

- ძალიან მიყვარს, როცა სამზარეულოში ვტრიალებ და ჩემს ქმარ-შვილს გემრიელი კერძებით ვანებივრებ, ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ჩემი მეგობრები ხშირად მიზიარებენ უცხო რეცებტებს. დღეს ვისწავლე უგემრიელესი პაშტეტის მომზადება და უახლოეს დღეებში აუცილებლად გავუკეთებ ჩემს შვილებს.

რაც შეეხება საძინებელს, ვფიქრობ ყველაზე რომანტიული ადგილია სახლში, ამიტომ მისი მოწყობა განსაკუთრებით საყურადღებო საქმეა. ეს არის ოთახი სადაც ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს. ოთახი შინდისფერში გადავწყვიტე და მხოლოდ საწოლი დავდგი. როგორც აღვნიშნე მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ, ამიტომ სიმბოლურად საწოლის უკანა კედელზე გავაკარი დეკორატიული შპალერი ჩემოდნების გამოსახულებით. როცა ახალ სახლში გადავალთ, ვფიქრობ, უფრო ნათელ ფერებში მოვაწყო ჩემი ოთახი. დანარჩენი ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში
მერი ბლიაძე

კომენტარები

მომწონს 2016-03-22 21:21
ნათესავი მყავს თოჯინები კელებზე ქონდა ჩამოკიდული. ბავშვს არ ათამაშებდა. ამ სახლში კი იგრძნობა ყველაფერი ბავშვებისთვისაა, მათ აქვთ თამაშის უფლება.
liko 2016-03-22 17:17
magalfardovan saubars jobda jer logini moecesrigebina da shemdeg daedot aq fotoebi. aq shuri araper shuashia yvelam tavis azri gamotqnva. yvela varskvlavi da hulivudeli gaxda sircxvilia.
nino 2016-03-22 16:12
ra sayvareli bavshvebi kavt, neta yvelam kargad icxovros da sul gaxarebuli iyos, gamravldit da gaixaret, kargebi xart :)
123 2016-03-22 14:33
თქვენ დაუარეთ ხანოს კი გეტყობათ შურისგან დასიებულებო რაცხა ნაგავი სული გაქვთ. ერთბაშად თქვენ გზინავთ მსოფლიო ჩემპიონთან იმ საცოლზე.დარცმუნებული ვარ ზოგი საცოლს არც ასცორებთ და მერე კიდევ თქვენ გაქვთ ასე კარიერა აწყობილი და მერე ხატიას.პელენცუკა გოგოები სხვისი ლანძღვით რომ ცხოვრობთ.
wwww 2016-03-22 13:43
რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა როგორი გემოვნება აქვს?როგორც უნდოდა ისე მოაწყო სახლი...თქვენ თქვენსას მიხედეთ და ისე მოაწყვეთ როგორც გინდათ.უნდოდა ქონოდა ერთი.ჩვეულებრივი თბილი სახლი და ოჯახი,შექმნა კიდეც...ნეტა თქვენ როგორ არ დაიღალეთ სხვისი კრიტიკით....

კომენტარის დამატება