”ეკობიჭი” უკანა ფშავიდან - წარმოება, პრობლემები და სამომავლო გეგმები

24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილს უკანაფშავში მცირე შერეული მეურნეობა აქვს, რომელიც მეფუტკრეობას, მებოსტნეობას და მესაქონლეობას მოიცავს. მიუხედავად ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემისა, ახალგაზრდა მეწარმე აქტიურად ამუშავებს მეურნეობას და ნატურალურ პროდუქციას - თაფლს, ყველს, ერბოს, დამბალ ხაჭოს აწარმოებს. ასევე, მოჰყავს კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, ხახვი და ნიორი. პროდუქტის რეალიზება, ძირითადად, თბილისში, სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” დახმარებით ხდება. გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციის - ”კავშირი განვითარებისთვის” დახმარებითა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, უკანაფშავში სამთო მექანიზაციის ცენტრი ”წიქარა”

დაარსდა, რომლის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირი ნოდარ ტოხასაშვილია. ცენტრში მსუბუქი ტექნიკა და აგრეგატებია განთავსებული, რომლებიც მოსახლეობას მიწაზე მუშაობას უადვილებს. ნოდარ ტოხოსაშვილს ხშირად, ”ეკობიჭის” სახელით მოიხსენიებენ:

”ეკობიჭის” სტატუსი: ”ამ სახელით ჟურნალისტმა როლანდ ხოჯანაშილმა გამოაქვეყნა სტატია, აქედან წამოვიდა - ბიჭი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს”.

ახალგაზრდა მეწარმის დამოკიდებულება მიწასთან: ”ყველაზე დიდი ემოციაა, როდესაც ბოსტნეული თავს ამოყოფს მიწიდან, ყოველდღე რომ უყურებ, როგორ იზრდებიან შენ თვალწინ. შემდეგ შემოდგომაზე როდესაც მოსავალს იღებ, იცი, რომ შენი და მიწის შრომის ნაყოფია - იღლები, ოფლი ჩამოგდის, მაგარმ გჯერა, რომ სადღაც მეგაპოლისში ვიღაცას გაახარებ ნატურალური პროდუქტით, ეს ძალიან გახარებს და ძალას გმატებს. გლეხისთვის მიწა საუკეთესო მეგობარია”.

სწავლა და საქმიანობა: ”ამჟამად დავით აღმაშენებლის აკადემიაში ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ. პირველ კურსზე ვარ. ხელი შემიწყვეს და უფასოდ ვსწვალობ. მე გაზაფხულიდან შემოდგომამდე ვარ მთაში, აპრილის ბოლოს მიწევს ხოლმე წასვლა, მთაში ხვნა-თესვა დაიწყება, შემდეგ ჩამოვალ გამოცდებისთვის თბილისში. პროდუქტები ახლაც ჩამომაქვს და ლექციებამდე ან ლექციების შემდეგ ვაწვდი მსურველს”. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები