ქვის კალათები ბაღისთვის – როგორ იქმნება ეზოს ნამდვილი მშვენება

ყვავილების მოყვარულთა ერთ-ერთ ჯგუფში ჩვენი ყურადღება ამ საოცარმა კალათებმა მიიპყრო, რომლებიც ეზოს ნამდვილი მშვენებაა. აღმოჩნდა, რომ მათ ოზურგეთში მცხოვრები ქალბატონი, ხათუნა ჭეიშვილი ამზადებს, რომელიც მრავალმხრივ ნიჭიერი და ხელმარჯვე ადამიანია. მან არ დაიზარა და ჩვენს მკითხველებსაც გაუზიარა ინფორმაცია თავისი ნახელავის შესახებ.

- მე ვარ ხათუნა ჭეიშვილი 43 წლის. ვცხოვრობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში. მყავს მეუღლე და სამი შვილი. პროფესიით პედაგოგი გახლავართ და ვაკიჯვრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად ვმუშაობ. პარალელურად მეფრინველეობით ვარ დაკავებული.

- თუმცა მაინც გრჩებათ დრო ხელოვნებისა და ხელსაქმისთვის...
- ერთი წუთითაც ვერ

წარმომიდგენია თავი ხელოვნების გარეშე. ვფლობ რამდენიმე სიმებიან საკრავ ინსტრუმენტს, ვარ მუსიკალური, ვწერ ლექსებს, დაინტერესებული ვარ გამოყენებითი ხელოვნებით, სულ სიახლეების ძიებაში ვარ.

ვწერ ხატებს ბისერებითა და მოზაიკით, ასევე ვაკეთებ ქოთნისა და კალათების დეკორატიულ ყვავილებს ბისერების გამოყენებით, ვმუშაობ ფერადი შუშის ნამსხვრევებით.

ახლახან მომივიდა იდეა, საკუთარ ეზოში გამეკეთებინა მდინარის ქვის გამოყენებით დიდი კალათები, რომლებიც საოცრად მოუხდა გარემოს და აღტაცებაში მოჰყავს მნახველები... ბევრისთვის სამწუხაროდ, შეკვეთებზე უარს ვამბობ, რადგან ამ კალათების კეთება უდიდეს შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს...

როგორც გაირკვა, ეს კალათები მზადდება ქვით და ცემენტით, ხოლო სახელურის დასამაგრებლად ბოჭკოვანი "არმატურა" გამოიყენება, რომელიც შემდეგ ყალიბთან ერთად ცემენტით ჩამოასხა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, საკმაოდ რთული გასაკეთებელია და დიდ შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს. თუმცა მონდომებული და ხელმარჯვე ადამიანებისთვის შეუძლებელი არაფერია.

კომენტარები

Niko 2016-06-02 17:04
Dzalian lamazia,tsarmatebebs gisurvebt.
აისი 2016-04-18 14:48
იხილეთ
https://www.facebook.com/CollegeAisi/photos/a.328213513924726.76489.319916914754386/507840555962020/?type=3&theater

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები