მან ალუმინის ფოლგა საუთოებელ დაფაზე გადააკრა... - ეს აღმოჩენა გაგაოცებთ!

ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ალუმინის ფოლგა დიასახლისებისთვის ნამდვილად შეუცვლელი საშუალებაა. რაში აღარ იყენებენ ფოლგას - ღუმელში, საკვების შესაფუთად, ქვაბების გასახეხად, ვერცხლის გასაპრიალებლად, მაკრატლის გასალესად და ა.შ.
ჩვენ შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ძალიან მოსახერხებელ მეთოდს, რომლისთვისაც ასევე ფოლგა დაგჭირდებათ, ამჯერად საუბარია დაუთოებაზე, ფოლგა კი დაგვეხმარება სწრაფად დაუთოებაში.
იმისათვის, რომ დავაჩქაროთ უთოობის პროცესი, თქვენ დაგჭირდებათ ერთი ცალი ფოლგა.


საუთოო მაგიდას მოხსენით გადასაკრავი, გადააკარით მაგიდის ზედაპირს ფოლგა, შემდეგ ფრთხილად გადააკარით ისევ გადასაკრავი და შეუდექით უთოობას.
მოგეხსენებათ, ფოლგა ძალიან კარგად ინარჩუნებს სითბოს, ამიტომ თქვენი დასაუთოებელი ნივთები ერთდროელად ორივე მხრიდან

დაუთოვდება.
ფოლგის მეშვეობით ძალიან ადვილად დააუთოებთ აბრეშუმს, შიფონს, თან ისე, რომ უთოს კვალი არსად დარჩება.
ნაჭერი დადეთ ფოლგაზე და მიუშვირეთ უთო 3-5 სმ-ზე დაორთქვლის რეჟიმით.

კომენტარის დამატება