"უკვირთ, როგორ შეიძლება გოგონა მიწას ხნავდესო"

ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ახალგაზრდა მეწარმე მარიკა კოდუას, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ცხოვრობს და დიდ საოჯახო ბიზნესს უძღვება. გავიდა ხანი და "კვირის პალიტრა" მას კვლავ დაუკავშირდა. მაშინ, როცა ქართული სოფლები კატასტროფულად იცლება,­ ახალგაზრდა მეწარმეს, ზოგიერთ სფეროში დაზარალების მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაუყრია. მარიკა კოდუა მეურნეობის განვითარების სხვა გზებს პოულობს და მუშაობის სტიმულს აძლევს თანატოლებს, ვინც ერთხელ სცადა, მაგრამ აგრარულ მეურნეობაში სხვადასხვა მიზეზით სასურველი შედეგი ვერ მიიღო.
23 წლის მარიკა სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯერია.­ ამბობს, რომ ბაკალავრის დიპლომი აქვს და მაგისტრატურისთვის

ემზადება აგრობიზნესის მიმართულებით. თუმცა ბიზნესი ჯერჯერობით ისეთ პროცესშია, რომ ვერ ტოვებს, რათა მიღწეულს საფრთხე არ დაემუქროს.

- ჩემს ოჯახს ბიზნესი 90-იანი წლებიდან ჰქონდა და ჩვენ, შვილები, მშობლებს­ მხარში ვედექით. სამი და-ძმა ვართ. ახლა ჩემი უფროსი და ამერიკაში სწავლობს და ძველებურად ვერ მეხმარება. ჩემი ძმა კი სტუდენტია, მაგრამ მაინც ცდილობს საოჯახო ბიზნესში მონაწილეობას. მთელი­ ცხოვრება ვსწავლობდით და ვმუშაობდით.­ მოსწავლეობისას ბიზნესის საკითხებში კარგად ვერკვეოდი და თითქმის ყველაფერს დამოუკიდებლად ვართმევდი თავს. ფაქტობრივად, მეურნეობას მე ვუძღვებოდი. როცა სწავლა თბილისში განვაგრძე, მშობლებს­ ისე ვეღარ ვეხმარებოდი, მაგრამ თვეში რამდენჯ­ერმე მაინც ჩამოვდიოდი. გარდა ამისა, თბილისიდან "საგარეო საკითხებს­" ვაგვარებდი, - კლიენტების მოძიება, პროდუქციის შეფუთვის დიზაინი და ა.შ.
იმ პერიოდში თხილთან ერთად თაფ­ლ­იც გვქონდა და საქმეც ბევრი იყო. მას შემდეგ, რაც სწავლა დავამთავრე, ბიზნესის მართვა მთლიანად გადმოვიბარე. ამ ეტაპზე, ძირითადად, თხილს ვაწარმოებთ.
1996 წელს დავაარსეთ საოჯახო ბიზნე­სი და პირველად ექსპორტი ესპანეთში 2001 წელს გავიტანეთ. მას შემდეგ თხილი იყიდება გარFჩეულიც და ნაჭუჭიანიც, მათ შორის, საფრანგეთში, სადაც საკვებად ვარგის თხილს ვყიდით. ბოლო დროს კონკურენციამ მოიმატა - თავიდან თუ 2 საწარმო­ იყო, ახლა მარტო ზუგდიდის რაიონში მათი რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ეს სტიმულია ჩვენთვის, კიდევ უფრო გავზარდოთ ხარისხი...
უცხო ენას უკვე კარ­გად დავეუფლე და აღარც შემსყიდველ კომპანიასთან მიჭირს ურთიერთობა. ჩვენი საქმიანობის ფარგლებში, სხვადასხვა გამოფენაშიც ვმონაწილეობ.

- რომელ ქვეყნებში იმარ­თება გამო­ფენები?­
- სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო­ ორგანიზაციები ახალგაზრდა მეწარმის სტატუსით მიწვევენ. საინტერესოა ასეთი შეხვედრები, თუნდაც იმიტომ, რომ გამოცდილებასა და ბევრ ინფორმაციას ვიღებ... განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები