გააკეთეთ დეკორატიული კედელი საკუთარი ხელით

ყოველ ჩვენგანს უნდა, თავის სახლში საკუთარი, ესთეტიკითა და კომფორტით გაჟღენთილი სტილი შექმნას, თუმცა ყოველთვის როდი გვაქვს შესაძლებლობა, მივმართოთ პროფესიონალ დიზაინერს ან შევიძინოთ ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთები და მასალები. ჩვენ შევეცდებით მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი საკუთარი ხელით და გემოვნებით.
ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ფოტოებს თუ დაათვალიერებთ, დარწმუნდებით, რომ ძალიან ადვილად შეიძლება მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა. მთავარია აღიჭურვოთ მოთმინებით, მონდომებით და მოუხმოთ საკუთარ ფანტაზიას და შთაგონებას.

აბსტრაქტული გეომეტრია


ჩვეულებრივი, მარტივი გეომეტრიული ფიგურები თქვენი საცხოვრებელი ბინის ინტერიერის უნივერსალურ შტრიხად შეიძლება

იქცეს. თქვენ მხოლოდ სამკუთხედის, რომბის, ოვალის მუყაოს ყალიბის მომზადება დაგჭირდებათ. ასევე მოგიწევთ ერთმანეთის შესაფერისი აკრილის საღებავების მომზადება. გამოიყენეთ ფიგურის ტრაფარეტი და ფანქარი, გადაიტანეთ სილუეტი სუფთა, სწორ კედელზე, შემდეგ კი აკურატულად გააფერადეთ ფიგურა თქვენ მიერ შერჩეული ფერით და დატკბით შედეგით.

პანელის მოხატვა


თუ აქცენტირებული კედლის გასაფორმებლად პანელის რომელიმე სიუჟეტის და ან მისი ფრაგმენტით მოხატვა გადაწყვიტეთ, საკმაოდ რთულ საქმეს შეჭიდებიხართ. საქმე მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ იმ შემთხვევაში, თუ თაბაშირმუყაოს კედელზე პირველ რიგში რაიმე მარტივ ფლორისტულ მონახაზს გააკეთებთ.
მოხატული პანელის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი მეშვეობით ადვილად არის შესაძლებელი კედელზე არსებული ნებისმიერო ხარვეზის დაფარვა.


საოცარი ლენტი


თვითწებვადი შესაღები ლენტი დამოუკიდებელ დეკორატიულ სამუშაო მასალად შეიძლება იქცეს კედლის გაფორმების დროს. თქვენ დაგჭირდებათ უბრალოდ წინასწარ შეღებილი კედელი და ამის შემდეგ მისი გაფორმება უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენს.
ეს კედლის დეკორატიულად გაფორმების ყველაზე სწრაფ და მარტივ მეთოდად შეგვიძლია მივიჩნიოთ. არჩევანიც საკმაოდ ფართოა, შეგიძლიათ შეარჩიოთ ფიგურები, ზიგზაგები, ტეხილები, სხვადასხვა ფორმა და ა.შ.


ოქროს მემბრანა


იმისათვის, რომ მიიღოთ მოოქროვილი ეფექტი, სულაც არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული შპალერის შეძენა. პირველ რიგში შეღებeეთ კედელი რომელიმე კონკრეტული, დამჯდარი ფერით, შემდეგ კი მშრალი ღრუბლის ან მსხვილი და წვრილი ფუნჯების დახმარებით მასზე უნდა დაიტანოთ ოქროსფერი, ვერცხლისფერი ან სულაც სპილენძისფერი საღებავი. ეს უნდა გააკეთოთ სპონტანურად, როგორც იმ წუთში გიკარნახებთ თვალი და გონება.


ფაქტურა

ხით მოპირკეთებული კედელი ყოველთვის მყუდროდ და თბილად გამოიყურება. თავისი ბუნებრივი ფაქტურისა და ფერის წყალობით მყუდრო სახლის განუმეორებელ ეფექტს იძენს. ამ ეფექტის მისაღწევად შეგიძლიათ გამოყენოთ ხის ძველი ფიცრები, ფანერები და ა.შ.

უბრალო და გრაფიკული


სცადეთ და კედლის გასაფორმებლად გამოიყენეთ უბრალო, მონოქრომული ხაზები. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სარემონტო სამუშაოების შემდეგ დარჩენილი სხვადასხვა ფერის შპალერი.


გადღაბნილის ეფექტი

აეროზოლის საღებავები თქვენს კედელზე შესანიშნავი გადღაბნილი საღებავების ეფექტს შექმნის. ამის გაკეთებას კი ნებისმიერი ადამიანი მოახერხებს. იმისათვის, რომ მიიღოთ ლამაზი ფერთა გამა, გირჩევთ რამდენიმე ფერის საღებავის ერთდროულად გამოყენებას.


ფოტოთი და მის გარეშე


თუ გაქვთ რამდენიმე ნახატის ან სურათის ჩარჩო, ცარიელი, ის თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კედლის რელიეფურად მოსართავად. ეს კედლის გაფორმების საკმაოდ ორიგინალური, ძალიან მისაღები და მარტივი ხერხია.


ტრაფარეტები


ნებისმიერი ფორმის ყალიბებით შეგიძლიათ თქვენი კედლის მოხატვა ან გაფორმება სხვადასხვა ან თუნდაც ერთნაირი სახის ორნამენტებით. ეს ძალიან მარტივი და ამავე დროს საინტერესო საქმიანობაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები