რამდენად ძვირფასია მელქიორის დანა-ჩანგალი და როგორ უნდა გაწმინდოთ ის

ძალიან ბევრ ოჯახში სადღესასწაულო სუფრა მელქიორის დანა-ჩანგლის გარეშე არ გაიშლება. ყველამ ვიცით, რომ ის უკეთესია, ვიდრე "უბრალო" დანა-ჩანგალი, თუმცა არც ვერცხლივით ძვირფასია. რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ჭურჭელი და ღირებულება გააჩნია დღეს? სხვათა შორის, მელქიორის წარმოშობა რომანტიკულ, სასტიკ და მტრული ისტორიებს უკავშირდება....


რა არის მელქიორი
მელქიორი - ნიკელისა და ვერცხლისფერი სპილენძის შენადნობით მიიღება, დამატებული აქვს თუთია. მისი შემქმნელი ჩინელი ლი ლიან ინი თავის დროზე მისი გამოგონებისთვის სასტიკად დაისაჯა, იმპერატორის სასახლიდან გამოაძევეს და პროვინციაში გადაასახლეს. თუმცა, მოგვიანებით მელქიორისგან მონეტების უფრო გვიან კი საიმპერატორო სუფრისთვის ჭურჭლის დამზადება დაიწყეს.



ევროპულ კონტინენტზე მელქიორი XIII საუკუნეში გამოჩნდა თუმცა მისი დამზადების საიდუმლო დიდი ხნის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო. პირველად მისი ფორმულა გერმანელებმა ამოხსნეს და მიღებულ ლითონს სახელი `მელქიორიც~ უწოდეს იმ დროისთვის ცნობილი იუველირის საპატივსაცემოდ.

მელქიორის თვისება
დღეს მელქიორს ფასობს არა სიმდიდრის, არამედ ხარისხისა და სასარგებლო თვისებების გამო. იგი ხანგრძლივად გემსახურებათ. მელქიორის წარმოებაში ჩართული სპეციალისტების თქმით, მისი დამუშავება _ სიამოვნებაა. მისგან მარტივად იღებენ სასურველ ფორმას, ხოლო უვნებელი ნივთიერებების დამატებით, _ ფერს. მათივე თქმით, მელქიორი ოქროს შუალედია ძვირფას ვერცხლის ჭურჭელსა და უბრალო სასუფრე დანა-ჩანგალს შორის. უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ულამაზესი ფერი აქვს და ვერცხლის კარგ იმიტაციას წარმოადგენს. მელქიორზე არ მოქმედებს მაღალი ტემპერატურა და არ ემუქრება კოროზია ვერცხლისგან განსხვავებით. რაც შეეხება მის ღირებულებას, მეორადი, 6 კაციანი დანა-ჩანგალი და კოვზები 80-120 ლარი ღირს. ბევრად  ძვირია ახალი და თანამედროვე წარმოების მელქიორის ნივთები.

მელქიორის სარგებლიანობა
მელქიორის მსგავსად, ადამიანის ორგანიზმიც შეიცავს სპილნძსა და ნიკელს. ნიკელი კუჭქვეშა ჯირკვალს ეხმარება მუშაობაში. აუმჯობესებს გლუკოზის დონეს და არეგულირებს არტერიულ წნევას. სპილენძი ადამიანის ძვლების ფორმირებას უწყობს ხელს და ბუნებრივ ანტიბაქტერიულ საშუალებად ითვლება.
ადამიანები, რომლებიც მელქიორის ჭურჭელს იყენებენ, იშვიათად იტანჯებიან დეპრესიით, ადვილად იტანენ ავიტამინოზს.



როგორ მოვუაროთ მელქიორის ჭურჭელს
ყიდვისას

ყურადღება მიაქციეთ ჭურჭლის შემადგენლობას. თუ მასზე ზუსტი ინფორმაცია არაა დატანილი, შეიძლება ჭურჭელი არც კი იყოს მელქიორის. უმჯობესია, ცნობილი წარმოების ჭურჭელი შეიძინოთ. ამით დაცული იქნებით ყალბის შეძენისგან.
მელქორის ჭურჭელი, ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაშიც კი, დიდხანს გემსახურებათ. თუმცა, უნდა იცოდეთ მისი მოვლის წესები.
მელქიორის მოვლა შეიძლება საიუველირო ნაწარმის მოვლას შევადაროთ. ყოველი გარეცხის შემდეგ გაავლეთ სოდიან წყალში.
რჩევა: მელქიორის ჭურჭელის ზედაპირს კარგად ასუფთავებს 10-პროცენტიანი ნიშადურის სპირტის, ლიმონის მჟავის ან სოდის ნარევი.
თუ მელქიორს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხავთ, ტემპერატურა 60 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს. ნებისმიერი გარეცხვის შემდეგ, მელქიორის ჭურჭელი ხელსახოცით კარგად შეამშრალეთ.
კარგი მოვლა ჭურჭელს იერსაც დიდხანს შეუნარჩუნებს და მფლობელსაც მრავალი წლის მანძილზე ერთგულად მოემსახურება.

გათეთრების ხერხი:

თუ თქვენი დანა-ჩანგალი უფრო გამოუქდა და მისი გაქათქათება მოისურვეთ, ეს წესი გამოიყენეთ:

ჭურჭელში მოათავსეთ ალუმინის ფილგის ნაგლეჯები. მოაყარეთ 2-3 სუფრის კოვზი სოდა. ჩააწყვეთ მასში დანები, ჩანგლები და კოვზები. გააჩერეთ ნახევარი ან ერთი საათის განმავლობაში. 

კომენტარები

manana . 2016-09-01 15:53
magvs 24 kaciani .dana changali .melgioris.da bevri cxva nivti .romelic mikvars .satanadod vuvli .
anita 2016-08-30 21:27
visac ar mogwont,ra problemaa?ertjeradi dana changali iyideba da is iyidet,sachxubari da sakamato ra aris?
xatuna 2016-08-30 21:26
maqvs exvs kacze merxioris dana changali da gavwididi
სესილი 2016-08-25 17:33
ნეტა ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს,ვიღაც წერს მაგიდიდან ვარდება სიმძიმის გამოო და სწორად მოხმარება დანა ჩანგლის რომ გესწავლათ იქნებ არც კი გადმოვარდეს....
ერთი სიამოვნებაა ჭამა და პლიუს ლამაზი და ხარისხიანი სერვირება..ეს ჭრელა ჭრულა ბეტონის თეფშები არანაირად არ მხიბლავს,მეც ვიყავი ახალი რძალი მაგრამ არაფერი გადამიყრია პირიქით,შევამატე კიდეც....ვისაც არ მოსწონს მიირთვას ,,დურალექსზე"
ანა 2016-08-07 12:02
მეც მაქვს გასაყიდად 12 კაციანი დანა-ჩანგალი, კოვზები და ა.შ. 555111969 შედით საიტზე

კომენტარის დამატება