ავეჯი "ლუდოვიკო" - მდიდარი პატარძლების მზითვი და ფუფუნების ნიშანი

სახლის მოწყობისას ავეჯს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. გემოვნება ათასგვარია - ზოგს მასიური, მოჩუქურთმებული და "ლომის ფეხებზე" შემდგარი ავეჯი მოსწონს, ზოგს კი პირიქით - თანამედროვე, მსუბუქი და მინიმალისტური ფორმები ურჩევნია. დღეს ავეჯის არჩევანი იმხელაა, რომ სათანადო ფინანსური დახარჯის შემდეგ ყველა გემოვნების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. ჩვენი მშობლების თაობა საბჭოთა წარმოების სულ რამდენიმე სახეობის გარნიტურებზე "იზრდებოდა". ევროპულ ავეჯზე კი ხელი ბევრს არ მიუწვდებოდა. დეფიციტმა და სიძვირემ საბოლოოდ კლასიკური ევროპული ავეჯი ელიტურ და ბევრი დიასახლისისთვის საოცნებო ნივთად აქცია.


ავეჯი, რომლსაც დღეს წარმოგიდგენთ,

ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო. ის ელიტური ოჯახების ქონება გახლდათ და საბჭოთა ოჯახების უმეტესობას მასზე ოცნებაც არ შეეძლო. ეს რუმინული გარნიტური ლუდოვიკო გახლდათ - საოცნებო ავეჯი, მდიდარი პატარძლების მზითვი და ფუფუნების ნიშანი.


ეს ოქროსფერ-თეთრი, კლასიკური სტილის საძინებელია. მისი მთავარი მორთულობა ძვირფასი ხელნაკეთი ჩუქურთმებია, რომელიც ოქროთია მოვარაყებული. დამზადებულია მასიური ხისგან და თეთრი, მინანქრისებური ლაქით არის დაფარული.


ლუდოვიკო კლასიკური სტილის ავეჯის ერთ-ერთი "მარგალიტია". შესაბამისად ყველა თვისება აქვს, რაც ამ მდიდრულ ავეჯს სხვა სტილისგან გამოარჩევს.
კლასიკური ავეჯის მთავარი ღირსებებიდან ერთ-ერთი მისი დამამზადებელი მასალა გახლავთ. ამ გარნიტურებში ყოველთვის ხის ძვირფასი ჯიშებია გამოყენებული - მუხა, ალუბალი, არყის ხე, კაკალი, წიფელი, ნეკერჩხალი, ფიჭვი, კოპიტი.


კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ხელნაკეთი დეტალებია - ამ ავეჯში ყოველთვის იყენებენ ხელით დამუშავებულ ელემენტებს.
რაც შეეხება დიზაინს, ის თითქმის იგივეა, როგორიც ისტორიულ წარსულში იყო. ამიტომაც თითქმის არ განსხვავდება XVIII – XIX საუკუნეების ნახელავისგან. ამ გარნიტურის აუცილებელი კომპონენტებია მაღალზურგიანი სკამები, ბუფეტები (ე.წ სერვანდები და ვიტრინები), სოფა, სარკე და მინიატურული ტუმბოები.


ლუდოვოკოს სტილის ავეჯი დღესაც იქმნება და მასზე მოთხოვნაც ყოველთვის მაღალია. ეს არავის უკვირს - კლასიკური ავეჯი ხომ მოდიდან არასოდეს გამოდის. მრავალფეროვან გარნიტურებში აუცილებლად მოიძებნება შტრიხი, რომელიც გაგრძნობენთ, რომ ეს თქვენი სახლის ნაწილია.


კლასიკური ავეჯი მრავალფუნქციურია, ადვილად ეხამება სხვა სტილებს და დახვეწილ, მოდურ ინტერიერს ქმნის.
კლასიკური ავეჯის უნივერსალურობა და პოპულარულობა მისმა წარმოშობამაც განაპირობა.


საქმე ისაა, რომ მისი წარმოება რომელიმე ერთი ცენტრიდან არ დაწყებულა. ვერც ერთი ერი ვერ დაიტრაბახებს, რომ მისმა წინაპრებმა გამოიგონეს სავარძელი, მაგიდა თუ გარდერობი. სწორედ ესაა მთელი საიდუმლო - კლასიკურ ავეჯში შეზავებულია იტალიური, გერმანული, ფრანგული, რუმინული და ესპანური ფესვები.

 

კომენტარები

ხათო 2021-08-10 19:44
საძინებელი ლუდოვიკო რა ღირს
ციალა 2021-07-01 17:07
უფეხებო საძინებელი.რა ღირს (ლუდოვიკო)
მარინა 2021-01-22 04:58
შეძენა მსურს საძინებლის “ლუდოვიკო” გთხოვთ,ფასი და ზომები მომწერეთ
rusapatsu@ gmail.com 2020-10-16 14:05
ეს ჩემი იმეილია.ძალიან გთხოვთ მესენჯერით როგორ დაგიკავშირდეთ.ფასი მაინტერესებს ,, ლუდოვიკოსი" და მგონი იტალიური საძინებელიც გქონდათ 1200 ლარში.მადლობთ
Nino 2020-06-23 14:42
Sadzinebeli momwere misamartis mainteresebs fasebi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები