რა აზიანებს ყველაზე მეტად მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს

პლასტიკატის ფანჯრები განსაკუთრებულ მოვლას საჭირობენ. ხის ფანჯრებთან შედარებით მათ უამრავი უპირატესობა აქვთ, მაგრამ დიდხანს რომ გაგიძლონ, მოვლის წესები უნდა დაიცვათ. მოვლა მარტო მინებს კი არა, საკეტებს, სახელურებს, რეზინს და ბადეებს სჭირდებათ.
მინების გასაწმენდად გამოიყენრთ ჩვეულებრივი საპონი, წყალი და სპირტი. მოერიდეთ პლასტიკატის ჩარჩოების გაწმენდას კონცენტრირებული საშუალებებით. მათ შეიძლება პლასტიკატის დარბილება და გაფუჭება გამოიწვიოს. აგრეთვე უარი უნდა თქვათ უხეშ ღრუბელზე. მან შეიძლება ჩარჩო და რაფა დაგიზიანოთ, დაგიფხაჭნოთ.

პლასტიკური ჩარჩოების მსუბუქად საწმენდად იდეალურია თბილ წყალში დასველებული ჩვარი. ჭუჭყს კი წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილით
მოაშორებთ.

საკეტიც განაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. იგი ადვილად უნდა იკეტებოდეს და იღებოდეს. მათ ხშირად უნდა მოაშოროთ ჭუჭყი და მტვერი.

ზოგადი წესები:
1. გაფრთხილდით, რათა პლასტიკატის ფანჯარას არაფერი მოხვდეს, არ გაიფხაჭნოს. ხშირად გაწმინდეთ. მასზე არ უნდა დარჩეს წვიმის, თოვლის, მტვრის და სხვა ჭუჭყი. დაიცავით დარტყმისგან.
2. პლასტიკატის ჩარჩოს შიგნითა მხარეს დამცავი რეზინი უნდა გაიწმინდოს წელიწადში 2-3-ჯერ, უმჯობესია გლიცერინის გამოყენებით, რათა უხეში ქიმიური ნივთიერებებით არ დააზიანოთ მისი ზედაპირი.
3. წელიწადში 2-3-ჯერ გაწმინდეთ მეტალის ყველა ჭანჭიკი (თუ მოშვებულია, დაამაგრეთ) და საკეტი.
4. მოერიდეთ

ისეთი საწმენდი საშუალებების გამოყეებას, რომლის შემადგენლობაშიც არის ფისი.
5. რაც შეეხება ბადეს, ზამთარში იგი უნდა მოხსნათ და კარგად განიავებულ ადგილას შეინახოთ. წელიწადში 2-3-ჯერ იგი თბილი საპნიანი წყლით აკურატულად უნდა გარეცხოთ.
თუ რეზინი, ჩარჩო და დანარჩენი ფურნიტურა სუფთა და მოვლილია, შეგიძლიათ მინისა და რაფის გაწმენდაზე გადახვიდეთ. ისინი უნდა გაიწმინდოს საპნიანი წყალში დასველებული რბილი ჩვრით.

კომენტარის დამატება