ბიოსახლი კახეთში და ოჯახი, რომელმაც თბილისურ კომფორტს სოფლის სიძნელეები არჩია

ხში­რად გვეს­მის ევ­რო­პე­ლი თუ ამე­რი­კე­ლი ოჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტო­ვე­ბენ კა­რი­ე­რას, გა­მარ­თულ სახლ-კარს და მთლი­ა­ნად ცვლი­ან თავიანთ ცხოვ­რე­ბას - ან ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობენ, ან კი­დევ სად­მე სოფ­ლად სახ­ლ­დე­ბი­ან და სა­კუ­თარ სამ­ყა­როს იქ­მ­ნი­ან. მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა, რომ ადა­მი­ა­ნი, აწყო­ბი­ლი კა­რი­ე­რი­თა და ცხოვ­რე­ბით, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით თბი­ლი­სი­დან სო­ფელ­ში გა­და­სახლდეს და ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან და­იწყოს, მე პი­რა­დად, ძა­ლი­ან ცო­ტა მახ­სენ­დე­ბა... ესეც ერთ-ერ­თი ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხია. მათ შე­სა­ხებ ალ­ბათ უკ­ვე გა­გი­გო­ნი­ათ, თუმ­ცა ვეც­დე­ბით, უფ­რო ახ­ლოს გა­გაც­ნოთ და უფ­რო უკეთ ჩავ­ხ­ვ­დეთ დე­და­ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში მა­თი გა­და­სახ­ლე­ბის რე­ა­ლურ და საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­დავ მი­ზე­ზებს.

და­ვით ჩა­ჩა­ნი­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მია, ბევ­რის­თ­ვის კარგად ცნო­ბი­ლი, ნი­ჭი­ე­რი და გა­მოც­დი­ლი სპეციალისტია. მი­სი მე­უღ­ლე, თი­ნა სა­მა­დაშ­ვი­ლი კი - არ­ქი­ტექ­ტო­რი. მათ სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თით და­ამ­ტ­კი­ცეს, რომ სო­ფელ­შიც შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა და და­ამ­ტ­კი­ცეს ისიც, რომ რო­ცა რა­ღა­ცის ძა­ლი­ან გჯე­რა და რო­ცა რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და, აუცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ.



თი­ნა სა­მა­დაშ­ვი­ლი:
- სო­ფე­ლი არც ერთს არ გვქონ­და და ვფიქ­რობ­დით, სად შეგ­ვე­ძი­ნა მი­წა. ბევ­რი სი­ა­რუ­ლი­სა და ძებ­ნის შემ­დეგ მი­ვა­დე­ქით კა­ხეთს, კერ­ძოდ, ბა­კურ­ცი­ხეს, სა­ი­და­ნაც ჩე­მი ფეს­ვე­ბიც მომ­დი­ნა­რე­ობს. ვიყიდეთ მი­წა და სახ­ლის აშე­ნე­ბაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ.

სა­მი წე­ლი დავ­დი­ო­დით და აქა­უ­რო­ბას ვსწავ­ლობ­დით, სახ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა სწო­რად რომ გან­გ­ვე­საზღ­ვ­რა. მზის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბაც გვინ­დო­და. გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით მცე­ნა­რე­ე­ბი რო­გორ ხა­რობ­და ან აქა­ურ სახ­ლებს სამ­ხ­რე­თის კე­დე­ლი რა­ტომ ჰქონ­და ყრუ, უფან­ჯ­რო. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად პა­სუ­ხი ამ კითხ­ვა­ზეც მი­ვი­ღეთ: ქა­რი სამ­ხ­რე­თი­დან უბე­რავს და წვი­მაც იქი­დან მო­დის.

ნაკ­ვე­თი შე­ვი­ძი­ნეთ და შარ­შან ზაფხულს მშე­ნებ­ლო­ბა და­ვიწყეთ. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად ავ­ტო­ნო­მი­უ­რე­ბი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვით, წყა­ლი და დე­ნიც ჩვე­ნით მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა და, რაც მთა­ვა­რია, ნამ­ჯის სახ­ლის აშე­ნე­ბა­ზე შევ­თან­ხ­მ­დით.



- რა­ტომ? და რა არის ნამ­ჯის სახ­ლის პრი­ო­რი­ტე­ტი?

- ჯერ ერ­თი, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა, მე­ორე - მის ასა­შე­ნებ­ლად კირს იყე­ნე­ბენ, რო­მე­ლიც 70 წლის შემ­დეგ ქვად იქ­ცე­ვა, ცე­მენ­ტი კი იფ­შ­ვ­ნე­ბა. უწინ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ნა­ტუ­რა­ლურს მო­იხ­მარ­და. ამ სახ­ლის ხიბ­ლი ის არის, რომ მი­სი კედ­ლე­ბი სუნ­თ­ქავს, არ ემუქ­რე­ბა სო­კო­ვა­ნი ნაჟ­ღენ­თე­ბი, არ დალ­პე­ბა და ცეცხ­ლი არ მო­ე­კი­დე­ბა. ინ­გ­ლის­ში ასე­თი შე­ნო­ბე­ბი 300-400 წელს ძლებს.

- რო­გორ და­იწყეთ აშე­ნე­ბა?

- უამ­რავ ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­ვე­ცა­ნით. პირ­ვე­ლად წერ­ტი­ლო­ვა­ნი ფუნ­და­მენ­ტი (ბე­ტო­ნის ბო­ძე­ბის ჩას­ხ­მა) მო­ვამ­ზა­დეთ, რა­ზეც კონ­ს­ტ­რუქ­ცია უნ­და და­იდ­გას. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ არის. თან, ბე­ტო­ნის ბო­ძე­ბი სახლს გა­ნი­ა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. წერ­ტი­ლო­ვან ფუნ­და­მენ­ტ­ზე ხის კარ­კა­სი იდ­გ­მე­ბა (რკი­ნი­ს არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გა­ნაც ნამ­ჯა და რკი­ნა ერ­თ­მა­ნეთს ვერ ეთ­ვი­სე­ბა). მე­რე კარ­კას­ში ჩავ­ს­ვით ნამ­ჯის პრე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც გამ­ზა­დე­ბუ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ (პრობ­ლე­მა რომ არ შეგ­ვ­ქ­მ­ნო­და, პრე­სე­ბი წი­ნას­წარ გავ­ზო­მეთ და ჩარ­ჩო იმის მი­ხედ­ვით გან­ვ­საზღ­ვ­რეთ). პრე­სე­ბის ჩას­მა რომ დას­რულ­და, გა­კეთ­და ბათ­ქა­შის პირ­ვე­ლი ფე­ნა - თი­ხამ, რო­მე­ლიც ჩვენს ეზო­შიც კი მო­ვი­ძი­ეთ, ნამ­ჯა კარ­გად და­ა­ფიქ­სი­რა. სხვა­თა შო­რის, თი­ხის მო­პო­ვე­ბას ლი­ცენ­ზი­ის აღე­ბა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ბევ­რი არ გვჭირდებოდა, ამი­ტომ პრობ­ლე­მა არ შეგ­ვ­ქ­მ­ნია. შემ­დე­გი ფე­ნა კი­რი­სა იყო, რო­მელ­საც ლა­მი და და­კე­პი­ლი ნამ­ჯა შე­ვუ­რი­ეთ. კირს ში­გა­და­შიგ დაჭ­რილ მატყ­ლ­საც ვუ­რევ­დით - დოლ­ბან­დის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს. ჩვენს სახ­ლ­ზე

სულ ორი ტო­ნა კი­რი და­ი­ხარ­ჯა. ცნო­ბი­სათ­ვის, თი­ხის ბათ­ქაშს ნაპ­რა­ლე­ბი უჩ­ნ­დე­ბა, მაგ­რამ ეს გარ­და­უ­ვა­ლია, ამი­ტომ არ შე­შინ­დეთ.



- მუ­შა­ხე­ლი მხო­ლოდ თქვენ იყა­ვით?

- ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან ორი ახალ­გაზ­რ­დაც გვეხ­მა­რე­ბო­და. მშე­ნებ­ლო­ბას ოთხი თვე მო­ვან­დო­მეთ, მაგ­რამ არ გე­გო­ნოთ, ვზარ­მა­ცობ­დით; ნა­ლე­სის ფე­ნებს კარ­გი გაშ­რო­ბა უნ­დო­და. მთე­ლი ორი თვე კა­რავ­ში ვცხოვ­რობ­დით.

ახ­ლა სახ­ლ­ში უკ­ვე გვაქვს სა­კუ­თა­რი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, რაც სო­ფელ­ში დი­დი იშ­ვი­ა­თო­ბაა.

ამას­თან, რო­ცა წვიმს, ხმა არ შე­მო­დის, სა­ხუ­რავ­ზეც 30-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ნამ­ჯი­სა და თი­ხის ნა­რე­ვია და­ფე­ნი­ლი - სა­უ­კე­თე­სო თერ­მო­ი­ზო­ლა­ციაა. იატა­კის­თ­ვის 30-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ლე­ლი (ლერ­წა­მი) გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ლერ­წა­მი მინ­დორ­ში თვი­თონ შე­ვაგ­რო­ვეთ. არა­და, ეს ის მა­სა­ლაა, რო­მელ­საც ჩვენ­ში ჰექ­ტ­რო­ბით წვა­ვენ...

- რა­ში შე­იძ­ლე­ბა ნამ­ჯის გა­მო­ყე­ნე­ბა?

- მი­წის ზე­და­პი­რი ცა­რი­ე­ლი რომ არ დარ­ჩეს, ბოს­ტან­ში მი­სი და­ფე­ნა სა­სარ­გებ­ლოც კია - ნი­ა­და­გის­თ­ვის ჩი­ნე­ბუ­ლი საკ­ვე­ბია.

- რა დაჯ­და თქვე­ნი ნამ­ჯის სახ­ლი?

- 6000 ლა­რი. სულ 190 პრე­სი ვი­ყი­დეთ, თი­თო - 90 თეთ­რად. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­ბა­ი­ნი, რო­მე­ლიც ნამ­ჯის პრე­სებს აკე­თებს. სახ­ლის ფარ­თო­ბი სულ 36 კვ.მ-ია. მე­ო­რე სარ­თულ­ზე (ის 18 კვ.მ-ია) სა­ძი­ნე­ბე­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი. სახ­ლ­ში ისე თბი­ლა, ზამ­თარ­ში მა­ი­სუ­რით დავ­დიოდი.

- რო­გორც ვი­ცი, თქვენს ნამ­ჯის სახლს კა­ნა­ლი­ზა­ცი­აც აქვს...

- ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა გა­ვა­კე­თეთ. ტუ­ა­ლე­ტიც შინ გვაქვს. მი­სი წყა­ლი მინ­დორ­ში იღ­ვ­რე­ბა. იქაც ბამ­ბუ­კი ჩავ­რ­გეთ, წყა­ლი რომ შე­ი­წო­ვოს. ასე რომ, გა­რე­მოს არ ვა­ბინ­ძუ­რებთ. პრინც ჩარლზს ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში კა­ნა­ლი­ზა­ცია ასე­თი­ვე პრინ­ცი­პით ჰქო­ნია მოწყო­ბი­ლი - თა­ვის კა­ნა­ლი­ზა­ცი­ას ქვეყ­ნი­სას არ უერ­თებს.



და­ვით ჩა­ჩა­ნი­ძე:
- სი­ახ­ლის არ შეგ­ვ­შინებია. არც იმას მო­ვე­რი­დეთ, რომ დაგ­ვ­ცი­ნებ­დ­ნენ. ეს კი ნიშ­ნავ­და სა­კუ­თა­რი ხე­ლით აშე­ნე­ბულ სახლს, ჩვენს მოყ­ვა­ნილ ხილ-ბოს­ტნე­ულს, სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მ­ნილ ტან­საც­მელ­სა და ფეხ­საც­მელს, რად­გა­ნაც უარი ვთქვით სინ­თე­ტი­კა­ზეც. ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი - კბი­ლის პას­ტა, სა­პო­ნი, შამ­პუ­ნი, კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - თა­ვად შევ­ქ­მე­ნით. არ იფიქ­როთ, რომ ღა­რი­ბე­ბი ვართ; ხუ­თი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სა­მი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი გახ­ლა­ვართ, თი­ნა­საც სო­ლი­დუ­რი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, თურ­მე ფუ­ლის ქო­ნა იმას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივთს იყი­დი...

- ერ­თი სიტყ­ვით, მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტ­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო ტან­საც­მელს ვერ­სად შე­ი­ძენთ?

- სწო­რედ ასეა, და ამი­ტო­მაც პირ­და­პირ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დ­გით.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- გვინ­და, გა­ვუ­ი­ო­ლოთ აქა­ურ მო­სახ­ლე­ო­ბას ცხოვ­რე­ბა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ხვნა­ზე ვთქვით უარი. ყვე­ლა­ფე­რი ისე უნ­და მო­ვიყ­ვა­ნოთ, რომ მი­წა ზედ­მე­ტად არ ამობ­რუნ­დეს. მთე­ლი პროგ­რე­სუ­ლი ბი­ო­მო­სახ­ლე­ო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ამ პრინ­ცი­პით მუ­შა­ობს. სა­ერ­თოდ, მი­წა რომ ტრი­ალ­დე­ბა, ქა­რი და მზე აშ­რობს, აღ­დ­გე­ნას კი სა­მი წე­ლი­წა­დი სჭირ­დე­ბა.

- ე.ი. ნი­ა­დაგს არ ბა­რავთ?

- მხო­ლოდ ერ­თხელ და შემ­დეგ ორ­გა­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბას - კომ­პოსტს ვაყრით, ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი გვრჩე­ბა ოჯახ­ში - ბოს­ტ­ნე­უ­ლის ნაფ­ც­ქ­ვე­ნი, ნა­თა­ლი - მი­წას უბ­რუნ­დე­ბა. არ­სე­ბობს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის მოყ­ვა­ნა ურ­წყა­ვად შეიძლება. მი­წას კონ­დენ­სი­რე­ბის ისე­თი უნა­რი და სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, რომ მორ­წყ­ვა არ სჭირ­დე­ბა; ნი­ა­და­გის ღრმა შრე­ებ­ში ტე­ნი ყო­ველ­თ­ვის არის.

ერ­თი სიტყ­ვით, კარ­გი გეგ­მე­ბი გვაქვს. ამას­თან, ჩვენ გვერ­დით მე­გობ­რე­ბი აპი­რე­ბენ და­სახ­ლე­ბას და იმე­დი მაქვს, ერ­თად მშვე­ნი­ე­რი საქ­მის გა­კე­თე­ბას შევ­ძ­ლებთ.

ლა­ლი ფა­ცია

კომენტარები

atula da nodiko 2017-02-14 13:42
magrebi xart! gmertma amravlos tqvenistana adamianebi. sofeli yvelastvis aucilebelia. dzalian momewona tqveni saxli.
ნოდარი 2017-02-14 11:41
მაქვს სურვილი ავაშენო მსქავსი შენობა სად იქნება შესაძლებელი კონსულტაცია
მარიამი 2017-02-12 23:48
მაინტერესებს ზაფხულში თუ იქნება გრილი და დასავლეთში ნესტიან ადგილებში თუ გაამართლებს? და საერთოდ ძვირი ჯდება თუ იაფი ასეთი სახლის მშენებლობა?
ეკა 2017-02-12 11:23
სად არის ეს სახლი კახეთის რომელ რაიონში?
Anna maria 2017-02-11 21:53
Msgavsi saxlis asheneba rogor shemizlia tavad igebt shekveta tu aris specialuri brigade exla 50 kvadratuli kvelaferi izolirebuli ratkmaunda ra damijdeba da ramden xanshi dasrulda mshenebloba momceret piradshi gmadlobt

კომენტარის დამატება