"ამ რეცეპტით პასკა გამოდის მძიმე და ნოტიო, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი პასკა" - ანა კოსტავას რჩევით

"ამ რეცეპტით პასკა გამოდის მძიმე და ნოტიო, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი პასკა" - ანა კოსტავას რჩევით
24.04.2016
"ეს არის ჩემი მეგობრის, თამრიკო კიკაბიძის ცნობილი რეცეპტი. ყოველ წელს, ამ არაჩვეულებრივი რეცეპტით ვაკეთებ პასკებს და ძალიან გემრიელი გამოდის" - წერს ცნობილი კულინარი ანა კოსტავა და რეცეპტს გვიზიარებს.

დაგჭირდებათ:
10 კვერცხი
1. 200 შაქარი
3 კგ. ფქვილი
მშრალი საფუარი დიდი შეკვრის ნახევარზე ცოტა მეტი
1 ლიტრი რძე
250 გრამი მარგარინი
250 გრამი კარაქი
1 ჭიქა ზეთი
300 გრამი შავი ქიშმიში, ცუკატები სურვილის მიხედვით

მომზადება:
ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით საფუარი 6 სუფრის კოვზი, 1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ რომ კარგად აფუვდეს
მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით ცხიმი, მარგარინი, კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი.
ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ(ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის), დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ.
ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს, კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე.
გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.
ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს, კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერცხიანი მასა, კარგად აურიეთ, დაუმატეთ
დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი.
ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი.
ღამით მოზილეთ შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად არის, ღამე ჩაზელვა არ ჭირდება.
დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში, თქვენი სურვილის მიხედვით თუ გნებავთ ცუკატები, 1 ცალი ლიმონის ცედრა, ვანილი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, მწიკვი დარიჩინი და მიხაკი, ვისაც არ გიყვართ დარიჩინი, ნუ დაუმატებთ.
აიღებთ ფორმებს, ჩაუფინეთ ქაღალდი, წაუსვით ცხიმი.
ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე. ცხობისას 2-ჯერ იზრდება.
ფორმაში ცომს ვაჩერებთ 6 საათი. შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე.
1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
თქვენი სურვილით შეგიძლიათ მორთოთ, მე მინანქარს ვასხამ, ისე უყველაფროდ მომწონს.
ყველაზე მთავარია, ცომის მოზელის დროს უნდა იყოთ კარგ განწყობაზე და მთელი სიყვარულით მოზილოთ ცომი, უნდა მოეფეროთ ცომს.
წარმატებებს გისურვებთ!

ამ რეცეპტით პასკა გამოდის მძიმე და ნოტიო, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი პასკა, არაფუმფულა.
2 ულუფას ერთად ნუ მოამზადებთ.

კომენტარები

ანა მანაგაძე 2023-04-13 15:57
ამ რეცეპტით ვაცხობ მეც და ძალიან გემრიელი გამოდის❤️
სოფო 2022-04-18 02:42
რამოდენიმე წელია ამ რეცეფტით ვამზადებ, არის არაჩვეულებრივი პასკა! ვინც დააგემოვნა ჩემი საახლობლოდან ყველა ამ რეცეფტზე გადავიდა. ტუ შეგიძლიათ ენდოთ უცნობი ადამიანის ნათქვამს დამიჯერეთ არ ინანებთ რომ მოამზადებთ! ????❤
ნატა 2022-04-12 19:07
მართლა არაჩვეულებრივი გამოდის,სამი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ფორმიდანაც ადვილად გადმოდის. დათვლით არ დამითვლია,მაგრამ ცოტა არ გამოდის
lia 2022-04-12 07:36
ramdeni paska gamodis
ეკა ნარინდოშვილი 2022-03-30 12:22
ცხობის დროს გაზქურა 150 °c-ზე მხოლოდ ქვედა წვა უნდა თუ ზედაც

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები