როგორ მოვრთოთ აღდგომის ხე - შეხვდით დღესასწაულს ახლებურად!

ბოლო დროს ძალიან მოდური და აქტუალური გახდა სააღდგომო ხეები. ძალიან ლამაზია, უხდება სააღდგომო განწყობას და რაც მთავარია, თქვენით შეგიძლიათ გაკეთება, რაც დამატებით დაგტვირთავთ სასიამოვნო ემოციებით.  

ჩვენ რამდენიმე იდეას გთავაზობთ, რომლებიც დაგეხმარებათ. მთავარია, მოიფიქროთ, რისგან მომზადებულ კვერცხებს დაკიდებთ მათზე და რაზე დაკიდებთ? ზოგიერთი ამისთვის ქოთნის რომელიმე მცენარეს იყენებს და მასზე ქაღალდის (მსუბუქ) კვერცხებს და ყვავილებს კიდებს, სხვები ლარნაკში ათავსებენ ლამაზ ტოტებს და მასზე კიდებენ თექის, პლასტმასის ან სხვა მასალისგან დამზადებულ, გაფორმებულ კვერცხებს. შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ხის ტოტი ლამაზად შეღებოთ (ან არც შეღებოთ),

სადგამზე მოათავსოთ (ან მიწიან ქოთანში ჩაარჭოთ) და შემდეგ უკვე მორთოთ შესაბამისად. 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები