კონსტანტინ მელაძის ვილები და ელიტური ბინა, რომელშიც ვერა ბრეჟნევასთან ერთად ცხოვრობს

როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწე ქართველმა ძმებმა ვალერი და კონსტანტინ მელაძეებმა ერთი შეხედვით მყარი ოჯახები დაანგრიეს და ამჟამად სექსუალურ ლამაზმანებთან ერთად ცხოვრობენ. ვალერი მელაძესა და მის სახლებზე უკვე ვისაუბრეთ (იხილეთ სტატია), კონსტანტინი კი ვერა ბრეჟნევასთან ერთად ცხოვრობს.

წყვილი ძირითად დროს მელაძის აგარაკზე ატარებს, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს. სახლი მდინარე დნეპრზე დგას, თავისი ნავმისადგომი აქვს, გამწვანებული ბაღი. აქვე აქვს საკუთარი ხნის ჩამწერი სტუდია.


გარდა ამისა, პროდიუსერსა და კომპოზიტორს აქვს თავისი სახლი ყირიმში, დასახლება "ვილა როზში", სადაც მდიდრების ვილებია.

მელაძის ვილა 400 კვადრატული მეტრის ფართისაა, აქვს თავისი ბაღი და აუზი. ფერდობზე დგას და იქიდან ზღვამდე 800 მეტრია.

მელაძის შვილებს დარჩათ მისი უძრავი ქონება კიევსა და მოსკოვში. სწორედ მოსკოვთან ახლოს მდებარე ბინაში უმასპინძლა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს, 16 და 12 წლის ქალიშვილებთან ერთად.

 

როდესაც კიევშია, ცოლთან გაყრილი მელაძე ძირითადად ვერა ბრეჟნევას სახლში ცხოვრობს. ახალგაზრდა მომღერალს პენტჰაუსი აქვს კიევის ცენტრში, სადაც ქალიშვილებსა და კონსტანტინთან ერთად ატარებს დროს.


ვერა ბრეჟნევას პრესტიჟული ბინა შვიდსართულიანი სახლის მე-6 სართულზეა. 112 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მყუდრო და ჰარმონიული ბინა, დახვეწილი ავეჯით და დეკორით თავის დროზე დიზაინერების ჩარევით გაკეთდა და ახლაც შთამბეჭდავად გამოიყურება.


კომენტარები

nino 2018-01-06 14:41
რა უაზრო სტატიაა. თუ პირველ ცოლ–შვილს დაუტოვა და ეხლა ვერასტან ცხოვრობს, ეხლა რა შესთავაზა ახალს ის დაწერეთ
Niko 2016-06-01 19:49
Vetanxmebi makas,vints itsis drois da situatsiis gamokeneba kvela magaria. Dzirs nichi da ganatleba!
გიორგი 2016-05-28 13:06
ლეონიდ ილიჩის ნატესავია?
maka 2016-05-24 02:08
kvelass gaumarjos,visac tvini da fulis shovnis nichi aqvs amqvekanaze.
ბათუმი 2016-05-19 23:12
ძვირფასო ჟურნალისტო, ამ კაცს ჰქვია არა კონსატნტინი, არამედ- კონსტანტინე და არა კონსტანტინთან, არამედ- კონსტანინესთან. ნუ იღვარძლებით, თუკი ვინმე რუსეთში წარმატებას აღწევს. რა თქვენი საქმეა ვინ ვისთან წევს?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები