7 რჩევა, რომ თქვენი ეზო ულამაზეს ზონად აქციოთ - მარტივი და ეფექტური ხერხები

ბევრი ადამიანი ოცნებობს ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთზე, სადაც ლამაზ ბაღს გააშენებს და სულიერად დასვენებას შეძლებს. საქართველოში ძალიან ბევრს სოფელიც აქვს, მაგრამ ამ მიზნით ქალაქში არსებული კერძო ეზოებიც გამოდგება. თუმცა მხოლოდ მიწა და ეზო საკმარისი არ არის. ლამაზი და სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი რომ მოიწყოთ, ელემენტარული ცოდნა და გამოცდილებაც აუცილებელია. წარმოგიდგენთ 7 რჩევას, როგორ აქციოთ თქვენი ეზო მწვანე და მყუდრო ბუდედ.


1. მაქსიმალურად შენიღბეთ ეზოს საზღვრები

დიდი ფართი ყოველთვის არ გვაქვს, მით უმეტეს ქალაქის ეზოებში. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველაზე პატარა ფართშიც კი შეიძლება ლამაზი

დასასვენებელი სივრცის მოწყობა. პატარა სივრცის მქონე ეზოში უნდა გამოიყენოთ მეთოდები, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად ზრდის.
როგორც წესი, ეზოს მესერი მაღალია და უსახური. რაც მთავარია, სივრცეს კიდევ უფრო აპატარავებს. ამიტომ ისეთი მცენარეები გამოიყენეთ, რომლებიც უშუალოდ მესერზე იზრდება.
ამით კედელი არა სივრცის ჩამკეტი, არამედ საერთო, ლამაზი კომპოზიციის ნაწილი გახდება. უკეთესია, თუ მესერზე სხვადასხვა მცენარე კომბინირებულად განთავსდება.


2. გამოიყენეთ განსხვავებული ფორმები
პატარა ნაკვეთი, რომ უფრო დიდი გამოჩნდეს, ასევე ეგზოტიკური და ორიგინალური გამოჩნდეს, სწორი გეომეტრიული ფიგურებისგან თავი შეიკავეთ, უფრო მრუდ ხაზებს მიმართერთ. მაგალითად, სწორ სავალ ბილიკს ე.წ. "აცაბაცა" და ტეხილი გზა ამჯობინეთ. სწორკუთხოვან ნარგავს - უფორმო მდელოსებრი ნარგავი. ოთხკუთხედ ფანჩატურს კი - მომრგვალებული საჩრდილობელი.


3. მოაწყვეთ პატარა გუბე
სულ პატარა გუბურაც საოცრად ეგზოტიკურ ელფერს მიანიჭებს თქვენს ეზოს. მით უმეტეს აქტუალური იქნება ზაფხულის სეზონზე, რადგან წყალი ყოველთვის აგრილებს მიდამოს. მის გარშემო დარგული ყვავილები კი თქვენს ეზოს ნებისმიერი სტუმრისთვის დაუვიწყარს გახდის.


4. ისწრაფეთ სიმაღლისკენ
ხელიდან არაფერი გაუშვათ, ყველანაირი სივრცე მაქსიმალურად გამოიყენეთ. აითვისეთ ყველა ზედაპირი, რომელიც ზევით მიემართება - სახლის კედლები, საჩრდილობელი, მესერი, თაღი - ფიტოკედლები და ვერტიკალური განწვანება საოცრად ალამაზებს კარ-მიდამოს.


5. აითვისეთ კუთხე-კუნჭულები
კუთხეები, ისევე როგორც უსახური ღობე, სივრცეს ვიზუალურად აპატარავებს. ამ პრობლემას რომ გაუმკლავდეთ, ამ ადგილებში რაიმე ელემენტი ჩაამატეთ. საუკეთესო გამოსავალია პატიო - მომრგვალებული დასაჯდომ-მოსასვენებელი, მაგიდა სკამებით, პატარა ყვავილნარი ორიგინალურად გაფორმებული ქოთნებით, რაიმე სკულპტურა ან ნივთი, რომელიც ეზოს მოუხდება.


6. ეზო ჯობს შენიღბოთ
როცა ეზო თვალთახედვის არეში ექცევა, ათასგვარ ცნობისმოყვარე თვალს იზიდავს. ეს არავის სიამოვნებს. დაე თქვენს კარ-მიდამოს იდუმალი ელფერი დაკრავდეს. მისი შესწავლა-დათვალიერება ერთი შეხედვით არ უნდა იყოს შესაძლებელი. მოაწყვეთ მასში შენიღბული ადგილები, სადაც განმარტოება შესაძლებელი იქნება. ტიხრებად მაღალი ბუჩქები, ხეები, თაღები, გამწვანებული კედელი გამოდგება.


7. სარკისებური ეფექტი
ეზოსა და აგარაკის სარკეებით გაფორმება ძალიან მოხერხებული მეთოდია. ამით განსაკუთრებით ეფექტურად წარმოჩინდება ბაღის ყველაზე ლამაზი კუნჭულები. ძველი სარკე სადმე მოინახება - ძველ ავეჯზე, მეორადების ბაზრობაზე. მისი კიდეები ჯობია ასევე სიმწვანით იყოს შემოფარგლული.
სარკისებური ეფექტი მაინცდამაინც სარკით კი არა, შეგიძლიათ ტბორითაც შექმნათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები