რაჭის მთებში შემორჩენილი სახლები

ქართულ მთის სოფლებში ძალიან ბევრი სახლია, რომლის კარიც წლობით არ იღება. ეს სახლებიც წლიდან წლამდე ელიან პატრონებს, მათგან გაღებულ კარის ჭრიალს და ფანჯარაში შემოჭრილ მზის სხივს. ზოგჯერ კი ეს მოლოდინი წლობით გრძელდება და დასასრულიც არ უჩანს. ამჯერად რაჭის სოფლებში შემორჩენილ სახლებს წარმოგიდგენთ, მათთვის დამახასიათებელი ხის აივნებითა და ქვით ნაშენი "პალატებით". დღეს ასეთ სახლებს თითქმის აღარავინ აშენებს. მომავალში ვეცდებით, ტრადიციული წესით ნაგები სახლები საქართველოს ყველა კუთხიდან გაჩვენოთ. შეიძლება მათი დანახვისას ბევრს გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ შინ ხართ. 

იხილეთ ფოტოალბომი

კომენტარები

mari 2016-06-13 12:25
რა თქმა უნდა გულსატკენია, ძალიან დაიცალა რაჭა, განსაკუთრებით ონის რაიონის სოფლები. ჩემს სოფელში ზამთარში 2-3 კაცი რჩება.. არადა ერთ დროს ყვაოდა იქაურობა. ალბათ მოვა დრო, როცა ისევ დაუბრუნდება სიცოცლე დაცლილ სოფლებს.
Lali 2016-05-25 19:51
Gulsaklavia...dganan da elian.tumca amaod
ზალიკო 2016-05-25 18:23
სულ თვალწინ დამიდგა ჩემი ყმაწვილ კაცობა. გამახსენდა ჩემი (ბაბუაჩემის)სახლის ჩუქურთმებიანი აივანი, რომელიც დიდი ხანია არარ არსებობს. გამახსენდა მეზობლების თბილი ურთიერთობა. ოოოოოო, რა კარგი დრო ყოფილა!!! მადლობა ავტორს, იმისათვის რომ გამახსენა ჩემი ახალგაზრდობა. თანაც დიდი სინანული და იმედგაცრუება იმის გამო, რომ ფაქტიურად დაიცაკა რაჭა (განსაკუთრებით მთის)

კომენტარის დამატება