ფრთხილად, ობი! - ეს ნიშნები დაფარულ საშიშროებაზე მიგითითებთ

ხომ არ შეგიმჩნევიათ სახლში ნაცრისფერი, მწვანე, შავი ლაქები? თუ კი, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენს სახლში ობია. სამწუხაროდ, ობს ვერსად დაემალებით, ის ყველგან არის. მოდით განვიხილოთ ობის ყველაზე გავრცელებული სახეები.



1. შავი ობი
ასეთი ტიპის ობი ყველაზე მეტად გვხვდება ნესტიან შენობებში, ძველ სადარბაზოებში, სარდაფებში, მარნებში. ასეთი ობი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია, ის იწვევს ბრონქიტსა და ასთმას. თუ შენობაში ასეთი ობი დიდი ხნის განმავლობაშია, ადამიანებს ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები, ისეთი, როგორიც არის ცრემლდენა, ცხვირში გაგუდვა და ყელის სიმშრალე.



2.

თეთრი ობი
თეთრი ობი არც ისეთი ტოქსიკურია, როგორიც შავი, თუმცა მასაც უნდა უფრთხილდეთ. ის არის ძლიერი ალერგენი. ასეთი სოკოები ყველაზე ხშირად ბუდობენ ხეზე, მცენარეებზე, პურსა და ყველზე. თეთრ ობთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში შესაძლოა მან ონკოლოგიური დაავადებებიც კი გამოიწვიოს.



3. მწვანე ობი
მწვანე ობი ყველაზე ხშირად საკვებ პროდუქტებზე გვხვდება. ის ძალიან სწრაფად ვრცელდებaა როგორც ზედაპირზე, ისე შიგნით. თუ საკვებზე მწვანე ობი შენიშნეთ, ის პროდუქტი აუცილებლად თავიდან მოიშორეთ, მან შესაძლოა სერიოზული ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

მწვანე ობი ასევე წარმატებით ვრცელდება საშენ მასალებზე, განსაკუთრებით აგურზე. პატარა სოკომ შესაძლოა შენობის ნგრევაც კი გამოიწვიოს.

იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს პრობლემა, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტებს, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან თქვენს სახლში არსებულ ობის სახეობას და სათანადო ბრძოლას გამოუცხადებენ მას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები