ყველაზე ლამაზი და ზღაპრული სოფელი - მისი სილამაზე დაგატყვევებთ

ამ სოფლის ფოტოებს ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელში. მისი სიმყუდროვემ ზღაპრული გარემო და ძველებური სახლების ხიბლი ბევრს ატყვევებს. თუმცა ის კი ბევრმა არ იცის, სად არის ეს სოფელი და როდინდელია ეს ქვის სახლები.
ეს ზღაპრული სამყარო ინგლისშია. ამ პატარა სოფელს ბიბური ჰქვია. იქ თითქოს დრო გაჩერებულია, ქვის სახლებს კი ხავსი მოდებიათ. თუმცა იქ დღესაც ჩვეულებრივ მიდის ცხოვრება.

ბიბური ერთ დროს მქარგველთა ცენტრი იყო, აქ ასევე ყიდდნენ ძაფეულს. თუმცა აქ ახლა არავინ არის ამით დაკავებული. მქარგველთა სახლები ხელუხლებელი დარჩა, ქვის კოტეჯები ისევ

ისეა, როგორც საუკუნეების წინ და არავის მოსვლია აზრად, აქ რამე შეეცვალა.

აქ ყველა სახლი ერთი ტიპის ქვისგან არის დამზადებული, მათ შორის - სახურავებიც. თანამედროვე მასალები აქ ვერ გამოიყენეს.


ბიბურიში ყველა სახლი რელიკვიაა. აქ ქვის კარიერებში დღემდე ხელით ჭრიან ქვას და აპირკეთებენ სახლებს, რომლებსაც რესტავრაცია სჭირდება.


ბიბურის გარდა აქვეა სოფელი არლინგტონი, რომლებიც მდინარე კოლნის აქეთ-იქითა მხარეს მდებარეობს და ორივე ძალიან ლამაზია. ეს სოფლები კოტსუორდის რაიონში ერთიანდება.



ბიბური დღეს ცნობილია, როგორც ყველაზე ლამაზი სოფელი ევროპაში და ასევე შედის ყველაზე ლამაზი სოფლების სიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


ბიბურიში რამდენიმე ფილმია გადაღებული, მათ შორის, "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" და ასევე ფილმები მის მარპლის შესახებ - აგათა კრისტის მოთხრობების მიხედვით.


კოტეჯების უმრავლესობა მე-17 საუკუნის დროინდელია.

კომენტარები

დალი 2017-01-21 15:35
ყველამ რომ დააწკრიალოს და გაალამაზოს თავისი საცხოვრებელი,აქაც სილამაზე და სიმშვიდე დაისადგურებს.
ana 2017-01-21 15:23
pirqushi shenobebia
lali 2017-01-20 22:42
გაწკრიალებულ-დალაგებულზე ყველა სიამოვნებით იცხოვრებს. სადაც ვცხოვრობთ, იქ დავალაგოთ და დავასუეთავოთ
Nino 2016-12-11 12:13
დავით 67 ს: ტურისტები ხომ ჩადიან? ე.წ კოტეჯები ქირავდება ალბათ. დავიჯერო ტურისტებთან კეთილგანწყობილნი არ არიან?
დავით 67 2016-08-14 16:02
ვარ მანდ ნამყოფი.რომ გაგიჭირდეს წყალს არ დაგალევინებენ. საშინელი მავნებელი ხალხი ცხოვრობს მანდ. ყველაზე მაგრად იაპონელები არ უყვართ.აქ ზოგიერთები რომ წერთ სიამოვნებით ვიცხოვრებდითო, თქვენ კი არა ლონდონელს არ აცხოვრებენ მანდ. ყიღვაც რომ გინდოდეს სახლის არანაირ თანხად არ მოგყიდიან!

კომენტარის დამატება