4 მილიონი დოლარი ქორწინების გადასარჩენად - პიტმა ჯოლის ვილა უყიდა მაიორკაზე (+ფოტოები)

52 წლის ბრედ პიტმა საყვარელი მეუღლისთვის, 41 წლის ანჯელინა ჯოლისთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა და დაბადების დღის აღსანიშნავად საოცარი, 4 მილიონ დოლარად შეფასებული ვილა აჩუქა, რომელიც ესპანეთში, კერძოდ კი კუნძული მაიორკაზე მდებარეობს.
ბრედ პიტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანჯელინა პოზიტიურად დამუხტოს. ბოლო დროს ანჯელინა ჯოლი ფანების შემოტევას განიცდის მის სიგამხდრესთან დაკავშირებით, რასაც მსახიობი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. როგორც ცნობილი გახდა, მისი არცთუ ჯანსაღი იერი ოჯახის წევრების შეშფოთების მიზეზიც გახდა და ახლა ბრედ პიტი ყველანაირად ცდილობს გვერდში დაუდგეს მეუღლეს და მაქსიმალურად იზრუნოს მის სულიერ თუ

ფიზიკურ კომფორტზე.


ანჯელინა ჯოლი თურმე მოუთმენლად ელოდება შვებულებას, რათა თავისუფალი დრო ესპანეთში, ახალ სახლში გაატაროს, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებთან ერთად. აქ მას საშუალება მიეცემა დატკბეს სიმშვიდით და დააგემოვნოს მისთვის ასეთი საყვარელი და ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ასე საჭირო ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო.


სწორედ აქ აპირებს წყვილი ანჯელინას დაბადების დღის აღნიშვნას 4 ივნისს. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ულამაზესი წყვილის ურთიერთობა ნელ-ნელა დალაგდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები