რის გამო გადაწყვიტა სოფელში ცხოვრება თბილისელმა არქიტექტორმა

თელავის რაიონ სოფელ შალაურში მცხოვრები ლევან ცაგურია თხის ყველს ფრანგული ტექნოლოგიით აწარმოებს.
პროფესიით არქიტექტორმა ლევან ცაგურიამ შვიდი წლის წინ ოჯახთან ერთად დედაქალაქიდან სოფელში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მისი ფერმერული საქმიანობაც აქედან დაიწყო. შალაურის ბუნებამ, სიმშვიდემ და ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნამ იმდენად მოხიბლა, რომ უკან დაბრუნებაზე აღარც უფიქრია.

სამი წელია „მარლეტას ფერმა“ აქვს და თხებს უვლის და ყველს აწარმოებს. მარლეტა იმ ძროხის სახელია, რომელიც ოჯახს წლების წინ აჩუქეს და რომლის წყალობითაც, ლევანი ფერმერულ საქმიანობას შეუდგა.

ცდამ გაამართლა. წარმოებული პროდუქცია ძალიან სწრაფად

ეყიდება. თხის ყველი ,,ბონა“ სპეციალიზირებულ მაღაზიებში 65 ლარად, ძროხის ყველი ,,აშმელო“ კი 45 ლარად ფასობს. ამჟამად 12 დედა თხა, 18 ციკანი და ერთი მამალი თხა ჰყავს. საწარმო სახლთან ახლოს თავისივე ხელით ააშენა. ყოველდღიურად 20 ლიტრ თხის რძესა და 50 ლიტრ ძროხის რძეს აწარმოებს.

როგორც თავად ამობს, ფერმერობა ცხოვრებამ მოიტანა. სოფელში ყოველგვარი გეგმებისა და გარკვეული მიზნების გარეშე წავიდა. იმერული ყველის ამოყვანაც კი მეზობელმა ასწავლა. ამ საქმიანობით თანდათან დაინტერესდა.

ყველის ფრანგული ტექნოლოგიით წარმოებას ინტერნეტის საშუალებით გაეცნო. შემდეგ შესაბამისი კურსებიც გაიარა და სერტიფიკატიც აიღო. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები