სუპერმარკეტი, სადაც ბოსტნეულის დაკრეფა ადგილზე შეგიძლიათ

დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანებს აქვთ სურვილი შეიძინონ ახალი, ადგილობრივი და ეკოლოგიური საკვები. გენეტიკურად შეცვლილი ორგანიზმებისა და დაბინძურებული გარემოს ხანაში, ყველანი ვცდილობთ ჩვენი საკვების მაქსიმალურ უვნებლობაში დავრწმუნდეთ, რომ აღარაფერი ვთქვათ მისგან სარგებლის მიღებაზე.

ეს ყველაფერი ბრაზილიაში არსებულმა სუპერმარკეტების ქსელმა (Zona Sul) გაითვალისწინა და პროდუქტები დახლებზე მომზადებულ “ნიადაგზე” ფესვებიანად განათავსა. ამ ჟესტმა მომხმარებელი თავიდან დააბნია, შემდეგ კი პროდუქტის მიმართ ნდობა გაუჩინა. ადამიანები ისეთი მონდომებით არჩევდნენ ბოსტნეულს, თითქოს საკუთარ ბაღში იყვნენ.

სარეკლამო კომპანია WMcCann-მა სუპერმარკეტზე გაკეთებულ ვიდეორგოლში ეკოლოგიურ საკვებზე მოთხოვნის გაზრდაზე გააკეთა აქცენტი და ამ ახალი ინიციატივით კმაყოფილი ადამიანების ემოციებიც გვაჩვენა. იხილეთ ვიდეო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები