როგორ განვათავსოთ ჭურჭელი და ნივთები ვიტრინაში

სერვიზებით, ბროლითა და ფაიფურის ჭურჭლით გადატვირთული სერვანდები წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე ინტერიერში ჭურჭლის გამოსაფენი სივრცე თითქმის აღარ არის. თუმცა, მისაღები ოთახის თანამედროვე გარნიტურების უმრავლესობას შემინული ვიტრინა მაინც მოჰყვება. გამოდის, რომ ვიტრინა გარკვეული ფორმით მაინც რჩება თანამედროვე ინტერიერში. თანაც ტრადიციაზე ბოლომდე უარის თქმაც არ გამოსდით დიასახლისებს - წლების განმავლობაში ნაგროვებ ძვირფას ბროლსა და ფაიფურს დახურული კარადისთვის ბოლომდე ვერ იმეტებენ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ წლების წინ შეძენილ რუმინულ, უნგრულ თუ ბელგიურ ძვირფას გარნიტურებს ერთი ხელის მოსმით არავინ გადაყრის. მათ კი საკმაოდ დიდი ვიტრინები აქვთ.


როგორ გავაფორმოთ

ვიტრინა ისე, რომ არც ძველმოდური იერი დაჰკრავდეს და დიასახლისის საამაყო ჭურჭელიც ლამაზად ჩანდეს მასში. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
ვიტრინის თაროზე განლაგებული ჭურჭელი გარეგნულადაც უნდა უხდებოდეს და ფუნქციურადაც უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. მაგალითად, ბოკალები და ჭიქები ლამბაქიანი ფინჯნების გვერდით არ უნდა ეწყოს. ბროლს ფაიფურის ან კერამიკის გვერდით არ ათავსებენ.

სამზარეულოს ჭურჭელს კი ვიტრინაში ნუ გამოფენთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბროლის ჭურჭელი ჯობია თვალის სიმაღლეზე ეწყოს, ფაიფური და კერამიკა - უფრო დაბლა, ლარნაკები და ისეთი ჭურჭელი, რომელსაც ძალიან იშვიათად იყენებთ, მაღალ თაროზე მოათავსეთ.

ზომიერება
დიასახლისების ყველაზე გავრცელებული შეცდომა გახლავთ სურვილი, გამოფინონ ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში უგროვებიათ. არადა, გადავსებულ თაროზე ნივთის შემჩნევა და მისი

სილამაზის აღქმა თითქმის შეუძლებელია. თაროზე ჯობია ნაკლები ლარნაკი, ბოკალი თუ ფინჯანი იდგეს, ასე უფრო ლამაზად გამოჩნდება.

ნურც მეორე უკიდურესობაში გადავარდებით - ნახევრადცარიელი თაროები, თუ სპეციალური დიზაინერული გადაწყვეტილება არაა, ძალიან ღარიბულად გამოიყურება.


კერამიკის ჭურჭლის დიზაინი ძალიან საინტერესოა. თუ ორიგინალური და ლამაზი ნიმუშები გაქვთ, თამამად შეგიძლიათ გამოამზეუროთ. ოღონდ გაითვალისწინეთ - კერამიკის ნივთები არც ფაიფურთან, არც ბროლთან ერთ თაროზე არ დააწყოთ. ცალკე უკეთ წარმოჩინდება და ხაზს გაუსვამს თქვენს შემოქმედებით მიდგომას ოთახის გაფორმებაში.


არც ფერით, არც სიმაღლით
არასდოდეს დაალაგოთ ჭურჭელი სიმაღლის მიხედვით - ძალიან პრიმიტიულად გამოჩნდება. ჯობია სხვადასხვა სიმაღლის ჭიქებისა და ბოკალებისგან ლამაზი კომპოზიციები შექმნათ.


რაც შეეხება სერვიზებს - დაივიწყეთ ექვს-ექვსი ან თორმეტ-თორმეტი თეფშისა თუ ფინჯნის კოშკები. ვიტრინაში მხოლოდ სერვიზის რამდენიმე ნიმუში დადეთ, დანარჩენი დახურულ კარადაში შეინახეთ. სერვიზის ლამაზი საწვნე, სარძევე, ჩაიდანი თუ საშაქრე ერთ-ორ წყვილ თეფშთან ან ფინჯანთან ერთად გამოაჩინეთ.

პატარა კომპოზიციები მოაწყვეთ სერვიზის ფრაგმენტებისგან. სრული სერვიზის გამოფენა კი მიზანშეწონილი არ არის. 1-2 თეფში, თუ ლამაზი და დახვეწილია, შეგიძლიათ ვერტიკალურადაც განათავსოთ სპეციალურ სადგამზე.


წვრილმანი სამშვენისები
ბევრი დიასახლისი ჭურჭლის გვერდით პატარ-პატარა ფაიფურის თუ შუშის სამშვენისებს ათავსებს. მართალია, ჭურჭელთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ, თუმცა თუ გამოვნებით და ჰარმონიულად შეუხამებთ, მართლაც გაალამაზებს თქვენს ვიტრინას.


შეიძლება ჭურჭლის განთავსების ძალიან ლამაზ ვარიანტს მიაგნოთ, თუმცა, რაც არ უნდა მოგწონდეთ ის, პერიოდულად მაინც ცვალეთ კომპოზიცია.


 

კომენტარები

მარინე 2023-01-28 12:00
ყოველთვის სადისკუსიო თემაა. ფაქტი ერთია,ადამიანები ისე გადიან ცხოვრებას ვიტრინას მხოლოდ გასაწმენდად თუ გააღებენ. ამიტომ ჩემ სახლში ჭურჭელი მხოლოდ ვიტრინაშია, ყოველდღიურ ხმარებაშია.
ნატო 2017-01-27 17:38
ვისაც რა ანიჭებს სიამოვნებას იმას უნდა უყუროს!
თაკო 2017-01-11 01:11
ლამაზიფაიფურის ნივთების ყურება თუ სიამოვნებას მანიჭებს რა მოხდება რომ გამოვფინო? რომ ვუყურებ მსიამოვნებს
qartveli 2016-10-13 11:55
ერთ პატარა ვიტრინას რა უჭირს მაგრამ დიდი ვიტრინები კიდო რო იქნება აჭრელებული და გადატვირთული უკვე მეტისმეტია და მეტყველებს პატრონის უგემოვნებაზე
Irina 2016-09-18 20:12
Dzlian momwons gemovnebit mowyobili vitrinebi,rasakvirvelia yovelgvari gadatviris gareshe.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები