როგორ მოვუმზადოთ ოთახი პირველკლასელს

სკოლის არდადეგები სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, წინ არის მთელი ზაფხული, საინტერესო თავგადასავლებით. მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე თითქოს უამრავი დროა, თუმცა მზრუნველი მშობლები ალბათ უკვე ფიქრობენ, როგორ მოამზადონ პირველკლასელი შვილები სკოლისათვის.

ჩვენ შევეცდებით გაგიზიაროთ რამდენიმე მეტად საინტერესო და რაც მთავარია, სასარგებლო რჩევა, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორების მიერ არის მოწოდებული.



1. მერხი
მაშ ასე, პირველკლასელი ბავშვის ოთახის მომზადებისას პირველ რიგში, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის მერხი, ანუ უნდა შევქმნათ ზონა, სადაც ბავშვი შეძლებს წერილობითი დავალებების შესრულებას. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ მცირე ზომის

მერხი, სასკოლო მერხის მსგავსი. დიახ, სწორედ მერხზე გვაქვს საუბარი და არა საწერ მაგიდაზე. ნუ გაგიკვირდებათ, რადგან სწორედ მერხია ის ნივთი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი შვილის ხერხემლის უსაფრთხოებას.

სასკოლო მერხის შექმნისას სპეციალისტებს შესანიშნავად ჰქონდათ გათვლილი ყველა დეტალი, რომელიც ბავშვს სწორად და კომფორტულად ჯდომისა და მუშაობის საშუალებას მისცემდა. მერხზე ჯდომისას ბავშვს ფეხები სპეცულაურ ფეხების სადგამზე აქვს მოტავსებული, რაც დატვირთვის ტანაბრად გადანაწილების საშუალებას იძლევა, ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და ბავშვი შესაბამისად ენერგული და სიცოცხლისუნარიანია. ბავშვის მდგომარეობა დადებითად აისახება მის მხედველობაზეც, რადგან ჯდომის ფორმა მას მხედველობის დაძაბვისგან იცავს.

რა თქმა უნდა, თქვენგან არავინ მოითხოვს ძველი, რევოლუციამდელი დროის მერხის მოძიებას, ჩვენ საუბარი გვაქვს მის მსგავს მოდელზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დეტალი. მაღაზიებში მრავლად არის ასეთი მერხების თანამედროვე ტიპის მოდელები. გაუმჯობესებულ ვარიანტს კლავიატურის უჯრაც მოჰყვება და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც თანამედროვე ბავშვს შეიძლება დასჭირდეს. ასე რომ, როდესაც ბავშვისთვის მაგიდის საყიდლად წახვალთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, როგორი მაგიდა უნდა შეიძინოთ.



2. განათება
სამუშაო კუთხის ძალიან კარგი განათებაც ერთ-ერთ უმთავრესი ფაქტორია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

იდეალური განათებისთვის პირველ რიგში გირჩევთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება არის, მაგიდა ფანჯარასთან ახლოს განათავსოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება დღის განათებით. საღამოობით კი აუცილებლად დაგჭირდებათ მაგიდის სანათი, თუმცა არ არის აუცილებელი ეს სანათი იდოს მაინცდამაინც მაგიდაზე, შეგიძლიათ სანათი კედელზეც დაკიდოთ. მთავარია, რომ სანათმა მოახერხოს მთლიანი მაგიდის ზედაპირის განათება. არ გირჩევთ ეკონომიური ნათურების გამოყენებას, რადგამ მათ საკმაოდ მკრთალი განათება აქვთ. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო შუქდიოდური ნათურებია.



3. ნივთები
უნდა გამოყოთ სპეციალური ადგილი სასკოლო ნივთები შესანახად. სასკოლო ნივთები არ უნდა ერეოდეს სათამაშოებს, ბავშვი უნდა ხვდებოდეს, რომ თამაშის და სწავლის პროცესი ერთმანეთისგან განსხვავდება, ის უნდა აცნობიერებდეს, რომ სასკოლო ნივთებს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ასე რომ, სამუშაო ზონა სათამაშო ზონისგან გამოყოფილი უნდა იყოს.



4. დრო
და ბოლო შტრიხი ოთახისა, რომელშიც მოსწავლე დაბინავდება, გახლავთ საათი. თქვენი ბავშვი უკვე დიდია და მან უნდა იცოდეს საათის ცნობა და დროის სათანადოდ გადანაწილება.

კომენტარის დამატება