ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტოფარეხია, თუმცა შიგნით რომ შეიხედავთ, გაოცდებით!

გაინტერესებთ რა ღირს? არც მეტი, არც ნაკლები 29 მლნ დოლარი.

ყოველთვის ყველაფერი ისე როდი გამოიყურება, როგორც მიჩვეულები ვართ. მაგალითად თუნდაც ეს სახლი ავიღოთ ნიუ-იორკში. ერთი შეხედვით გაგიკვირდებათ, ამ სახლში 29 მილიონი დოლარი ვინ და როგორ უნდა გადაიხადოსო. თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ საამისოდ არსებობს სულ ცოტა, 2 მნიშვნელოვანი ნიუანსი -ერთი, რომ სახლი მდებარეობს ცენტრში, East Side-ში, ეს კი ყველაზე ფეშენებელური და ძვირად ღირებული რაიონია და მეორე, ამ სახლს აქვს ორადგილიანი ავტფორეხი, რაც საკმაოდ დიდ პრიორიტეტად ითვლება, რამეთუ ცენტრში პარკირების საკითხი ძალიან მწვავედ

დგას.

და ეს ყველაფერი როდია, დავუბრუნდეთ სახლის იერსახეს და გავიხსენოთ ძველი ბრძნული გამონათქვამი, ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო როდიაო. ამ შემთხვევაში კი პირიქითაა. ვეცდებით, ამაში დაგარწმუნოთ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს სახლი ერთ ოჯახზეა გათვლილი.



ეს გახლავთ სასტუმრო ოთახი და ოჯახის კონოთეატრი ერთდროულად. აქვეა განთავსებული ტელევიზორი.

ეს სასადილოა. მართალია, სპარტანულად გამოიყურება, მაგრამ ძალიან ორიგინალურია.



სამზარეულო უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი.



ეს ერთ-ერთი საძინებელია.



ეს მეორე საძინებელია ბუხრითა და უზარმაზარი ტანსაცმლის კარადით.



დახურული აუზი, რატომაც არა, სახლი თუ 29 მილიონი ღირს?



სართულები ერთმანეთს კიბით უკავშირდება, თუმცა არის ლიფტიც, ბოლოსდაბოლოს, 6 სართულს ხომ არ ეხუმრებით.



აქვეა სპა და სპორტული დარბაზი.

 

კომენტარები

მანანა 2019-01-20 21:14
იაპონური მინიმალიზმი. ახლა ასეა მოდაში. რაც შეიძლება ცოტა ავეჯი!
დავით 2016-09-02 06:18
აქ, ნიუ იორკში, ყველა სახლი მსგავსად ისახურია გარედან. არანაერი ხედი. აი შიგნიდან, იმისდამიხედვით, როგორ მდიდარ ებრაელს ეკუთვნის ის, მოწყობილუა სხვადასხვანაერად. აქედან გამომდინარე, აქაური ხალხი დროის მეტ ნაწილს ატარებს შიგნითა ინტერიერთი, თორემ ხედი შიგნიდან გარეთ ნამდვილად არ არსებობს. აი პერიფერიებში კი სხვანაერი მდგომარეობაა
Gverdze gamoigexe 2016-06-23 21:29
შენც ეხლა თბილისელობისთვის არ გტენიდნენ ამ სახლს რა არ იცხოვრებდი კიარა ქართველობასაც დაივიწყებდი
თბილისელი 2016-06-23 12:21
ერთი წუთიც არ ვიცხოვრებდი ამ სახლში. ხედები ამ სახლს არ აქვს. თვალს გაახელ და კედლებს უყურებ. სასადილო ოთახს ფანჯრები არ აქვს და და სადღაც ზევით აქვს ფრამუგები. ვიწროა სარკოფაგივით. არავითარი მყუდროება. ყველგან დახშული კედლებია.
ani 2016-06-22 17:31
aq zedmeti araperia yvelaperi moxerxebulia da sachiro. shen getyoba madonad servizebi da servandebi mogcons.

კომენტარის დამატება