უბრალო ხრიკები - ეს რჩევები შენს კარადაში რევოლუციას მოაწყობს

თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, ყოველთვის მიმზიდველი იქნებით. ჩვენი ერთი შეხედვით უმარტივესი ხრიკები დაგეხმარებათ, რომ მუდამ მოწესრიგებული და აკურატული იერი გქონდეთ.



1. თუ თქვენი ჯინსი გადახუნდა, ჩაალბეთ ის მთელი ღამით ძმრიან წყალში, ცისფერი ლაქები გაქრება, თქვენი ჯინსი კი ახალივით იქნება.



2. აი, როგორ შეიძლება უშველოთ თავს, თუ პერანგი ცოტა დიდი ზომის აღმოჩნდა.



3. ჩვეულებრივი ფანქრის გრიფელი დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ელვა შესაკრავი გაიჭედა. ამ პრობელმიოს მოგვარებაში ასევე ძალიან კარგად დაგეხმარებათ ცვილი. ეს საშუალებები ელვის შესაკრავს გადაუსვით და პრობლემაც მოგვარებულია.



4.

ჩვეულებრივი თმის ლაქი თქვენი კოლგოტის მდგრადობას 50 %-ით გაზრდის. ჩაცმისთანავე შესახით ლაქი კოლგოტს მთელ სიგრძეზე და ამაში თავად დარწმუნდებით.



5. თუ ჯინსი გრძელი გაქვთ, მაგრამ მისი ჩაცმა აუცილებლად გიწევთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ წებოვანი ლენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის საურველი ზომის საიმედოდ დარეგულირებაში. ექსტრემალურ შემთხვევაში კი ამ პრობელმის მოსაგვარებლად ორმხრივი სკოჩის გამოყენებაც შეიძლება.



6. თუ რომელიმე ტანსაცმელი ვიწრო გაქვთ კონკრეტულ დგილას, მაგალიტად ჯინსი გიჭერთ წელზეი, ეცადეთ იგი გარეცხვის შემდეგ, სველი, კარგად გაწელოთ წელის ადგილას.



7. საპარსი ქაფი შესანიშნავად აშორებს კოსმეტიკის ნებისმიერ ლაქას.



8. იმისთვის, რომ ტყავის ქურთუკი ტანზე ლამაზად დაგაჯდეთ, ჩაიცვით და გადით ამ ქურთუკით წვიმაში, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ, ქურთუკი ზუსტად მოერგება თქვენს ტანს.



9. პემზის ქვა შესანიშნავად უმკლავდება ბურძგლებს.



10. როგორ დავმალოთ ამოღებული კაბის ან მაისურის ქვეშ ბიუსტჰალტერი?

გადააკეთეთ ის ასე და პრობელმაც მოგვარებულია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები