შთამომავლები ვივიენ ლის სახლს ყიდიან

ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობის, ვივიენ ლის შთამომავლები მის საყვარელ სახლს ყიდიან. სახლი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით, უილტშირის საგრაფოში მდებარეობს.

ძირითადი სახლი ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში აშენდა და დიდი ხნის განმავლობაში გარშემო ყველაზე მდიდრულ სახლად ითვლებოდა.

1959 წელს ეს მამული 21 წლით ვივიენ ლის პირველმა ქმარმა, ჰერბერტ ლი ჰოლმანმა იქირავა. ამ დროისათვის წყვილი უკვე დაშორებული იყო, თუმცა მათ ერთმანეთთან მაინც კარგი ურთიერთობები აკავშირებდა და ვივიენიც თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად ჩადიოდა ამ სახლში, რათა დაესვენა და უბრალოდ განმარტოვებულიყო.

მოგვიანებთ ეს სახლი წყვილის ქალიშვილმა, სიუზან

ფარინგტონმა შეისყიდა, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. მისმა შვილებმა კი ამ ოჯახური ნავსაყუდელის გაყიდვა 2,6 მლნ. ფუნტ სტერლინგად გადაწყვიტეს.

მამულის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი კოტეჯი და ოთხი საჯინიბო. მთავარი, ძირითადი ორსართულიანი სახლი თავს იწონებს 7 საძინებლით, ბუხრითა და მუხის ულამაზესი კიბით. ამ უძრავი ქონების შეძენა ნაწილ-ნაწილაც არის შესაძლებელი.

კომენტარის დამატება