აი, რისი გაკეთება შეიძლება ძველი მაისურებისგან

გულახდილად უპასუხეთ საკუთარ თავს, რამდენი ისეთი მაისური გიდევთ კარადაში, რომელსაც უკვე კარგა ხანია აღარ ხმარობთ. ამ მაისურებისაგნ თურმე უამრავი ორიგინალური და საჭირო ნივთის გაკეთებაა შესასაძლებელი. ბევრი ახალი ნივთი ისე კეთდება, რომ გადაკერება-გადმოკერებაც კი არ სჭირდება.

სამაჯურები
დაჭერით მაისური გრძელ ნაჭრებად. გაწელეთ ნაჭრები და დაიწყეთ მათი დაწნვა. არსებობს უამრავი ვარიანტი, შეიძლება ჩაწნათ ფერების მიხედვით, შეგიძლიათ სამაჯური ერთ ფერში გააკეთოთ, სამაჯურის სიგანეც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ. ასეთი სამაჯურები ახლა ძალიან მოდაშია.



სურათების გალერეა
თუ თქვენ მოძველებულ მაისურს ლამაზი ფოტო პრინტი ან წარწერა

აქვს შეიძლება ისინი კედლის პოსტერებად განოიყენოთ. საამისოდ განოიყენეთ ავეჯის სტეპლერი. ასეთი დიზაინი ძალიან მოუხდება მოზარდის ოთახს.



ასევე შესაძლებელია ძალიან პრაქტიკული თმის ე.წ. აბადოკის, გაკეთება. ეს ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესია.


ასევე მოზარდის ოთახისთვის ძალიან ორიგინალურია ფოტოპრინტიანი მაისურით ბალიშის პირის შეკერვა. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ესეც ძალიან მარტივი გასაკეთებელია.



მხოლოდ ერთი საღამო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ძალიან ლამაზი, სასურველი ფერისა და ზომის ორიგინალური ქამარი შექმნათ საკუთარი ხელით.



თქვენს ახალ ტანისამოსს რამიე აქსესუარი აკლია? ნუ დაღონდებით, გამოსავალი ძალიან მარტივია. მოიმარჯვეთ ძველი მაისური და მაკრატელი და სულ ახალი, ორიგინალური და სადა აქსესუარი დაგამშვენებთ

ღია სანდლები
ამ წელს ძალიან აქტუალურია ბერძნული სტილის ღია სანდლები. გაგიკვირდებათ, თუმცა შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ ასეთი სანდლების გაკეთება საკუთარი ხელითაც არის შესაძლებელი. საამისოდ თქვენ ძველი შლოპანცები და ასევე თქვენი, ან თქვენი შვილის ძველი მაისურები დაგჭირდებათ.

ასევე ძალიან კარგი ჩანთების დამზადებაა შესაძლებელი მაისურისგან. ამისათვის თქვენ მაისურს უნდა დააჭრათ მკლავები, გაუდიდოთ თავზე ჩამოსაცმელი ადგილი და კომფორტული, ტევადი ჩანთა თქვენს სამსახურშია. ეს ჩანთები შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით გაალამაზოთ.



მაისურისგან ასევე ძაღლების და კატების გასართობი სათამაშოების გაკეთებეაა შესაძლებელი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები