10 მასალა, რომელიც არ ვნებს გარემოს

მოდური ინტერიერის შექმნისას ხშირად არ ვითვალისწინებთ, რა მასალას ვიყენებთ ამა თუ იმ ნივთის დასამზადებლად, არც იმაზე ვფიქრობთ, რამდენად უსაფრთხოა გარემოსთვის ჩვენ მიერ შერჩეული მასალა. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის და კარგად დაფიქრებას საჭიროებს. ჩვენს მიერ შერჩეული ბევრი მასალა ხომ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, ასევე ქიმიურ შენაერთებს, რომლებიც ზიანს აყენებს ჩვენსა და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.
ჩვენ ვეცდებით შეგირჩიოთ ის ათი მასალა, რომელიც არავითარ ზიანს არ მიაყენებს ადამიანის ორგანიზმს და მათი გამოყენება უსაფრთხო იქნება.


1. ხე, განსაკუთრებული მიკროკლიმატის შესაქმნელად
ხე ნატურალური, არატოქსიკური მატერიაა,

რომელსაც ბუნება გვჩუქნის. ქალაქის პირობებში ხეს ძირითადად იატაკისთვის იყენებენ, რაც შეეხება აგარაკებს, აქ მორებისგან სახლებსაც აშენებენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენს სახლში განსაკუთრებული მიკროკლიმატი და სურნელი დაისადგურებს.


2. კომპლექსური გრანიტი
კომპლექსური გრანიტისგან დამზადებული ფილები არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. ეს მასალა უსაფრთხოა როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის. არის ძალიან გამძლე და საიმედო, ასევე პრაქტიკული. ასეთი ფილები ნებისმიერ შენობას დაამშვენებს.


3. რბილი და თბილი ხალიჩა
უსაფრთხო მასალათა რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ, თუ იგი ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული. შალის მასალა მთელი ცხოვრება ნამდვილად ვერ მოგემსახურებათ, სამაგიეროდ, იგი არ შეუქმნის საფრთხეს თქვენს ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ის დიდხანს ინახავს სითბოს.

4. უბრალო და ნატურალური საგები
როდესაც ვსაუბრობთ ნატურალურ მასალებზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ საგები, რომელიც მზადდება ბუნებრივი მასალებისგან, კერძოდ, ქოქოსის ბოჭკოებისგან, სელისა და სიზალისგან. ის არა მარტო უსაფრთხოა, არამედ თქვენს მიკროკლიმატსაც გააუმჯობესებს.


5. ლონოლეუმი ბექტერიციდული თვისებებით
ამ ნატურალური ლინოლეუმის შემადგენლობაში შედის სელის ზეთი, რომლის წყალობითაც იგი ბაქტერიციდული თვისებების მატარებელი ხდება. ის ხელს უშლის მიკრობების განვითარებას და მოსახერხებელიც არის.


6. სტაბილური მცენარეები
მწვანე კუნძული თქვენს სახლში, ეს თანამედროვე დიზაინის ერთ-ერთი შტრიხია. მწვანე მცენარეების გამოყენება შეიძლება კედლებისა და სხვა ზედაპირის გასალამაზებლად. ეს არა მარტო ლამაზი და ორიგინალური ხერხია, არამედ სიმყუდროვეს შემატებს თქვენს გარემოს და ტყის არომატსაც შეიგრძნობთ.


7. მცენარეთა ბოჭკოებისაგნ დამზადებული ნატურალური შპალერი
ერთი შეხედვით ნატურალური შპალერი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი შპალერისგან, რომელიც ქაღალდისგანაა დამზადებული, თუმცა დამზადებულია ნატურალური ბამბის, ბამბუკის, ბრინჯის, სელის ბოჭკოებისგან. ეს ბოჭკოები ხელს უშლის მავნე მიკროორგანიზმების გავრცელებას. ამიტომაც, მსგავსი შპალერით გაფორმებული სახლი ჯანსაღი მიკროკლიმატის მატარებელია.


8. კორპი – თბილი და მოსახერხებელი
კორპი, როგორც მოსაპირკეთებელი მასალა, მოგვიანებით დამკვიდრდა, თუმცა მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. მას კორპის ხის მერქნისგან ამზადებენ. გარდა იმისა, რომ ეს მასალა ეკოლოგიურად სუფთაა, არის ხმაგაუმტარი და მოსახერხებელი.


9. მინის შპალერი
ეს შპალერი მინის ბოჭკოებისგან მზადდება. ის არ ვნებს ადამიანის ორგანიzზმს და იმდენად უსაფრთხოდ მიიჩნევა, რომ ევროპაში ასეთი შპალერით სამედიცინო დაწესებულებებს აფორმებენ. ეს არის ძალიან მდგრადი მასალა, რომელიც გაწმენდასა და გარეცხვას ექვემდებარება.


10. იაფი და კარგი საღებავი
იმისთვის, რომ სახლი გაალამაზოთ და თან ჯანმრთელ გარემოში იცხოვროთ, სულაც არ არის აუცილებელი დიდი თანხების გახარჯვა, საამისოდ ჩვეულებრივი წყლის საღებავების გამოყენებაც შეიძლება, რომელიც არც ძვირი ღირს და არც თქვენს ორგანიზმს და ჯანმრთელობას მიაყენებს ზიანს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები