გურული ქალბატონი, რომელმაც თბილისური კარიერა სოფელში ცხოვრებაზე გაცვალა

ჩვენს დრო­ში სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში წა­სუ­ლი ბევ­რი მი­ნა­ხავს, ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში დაბრუნე­ბუ­ლი - ცო­ტა. “ში­ნის” გუ­რუ­ლი მას­პინ­ძე­ლი, და­რე­ჯან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ის ახალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­მაც თბი­ლი­სურ კა­რი­ე­რა­ზე თა­ვი­სი ნე­ბით თქვა უარი და მშობ­ლი­ურ გურიას - არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხი­დის­თავს და­უბ­რუნ­და. და­კას (ა­სე ეძა­ხი­ან და­რე­ჯანს ში­ნა­უ­რუ­ლად) სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფე­რი მი­სე­ბუ­რია, მი­სი დი­ზა­ი­ნით და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით მოწყო­ბი­ლი. შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნის ხედ­ვა სახ­ლის თი­თო­ე­ულ კუთხე-კუნ­ჭულ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა. ლა­მა­ზად მოვ­ლი­ლი ეზოც თვალ­ში მოგ­ხ­ვ­დე­ბათ. ახ­ლა სწო­რედ აქ მას­პინ­ძ­ლობს ნაც­ნობ-მე­გობ­რებს - კე­ცებ­ზე გა­მომ­ცხ­ვა­რი უგემ­რი­ე­ლე­სი ხა­ჭა­პუ­რე­ბით, სახ­ლ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნო-არ­ყით და რაც მთა­ვა­რია, თა­ვი­სი ახა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გით - ახ­ლე­ბუ­რი და მი­სე­ბუ­რი მე­თო­დით და­ჩი­რე­ბუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, სუფ­თა, სან­დო ჩი­რით. მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა “ა­წარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­შია წა­მოწყე­ბუ­ლი და მის­მა ჩი­რებ­მა უკ­ვე სა­ხე­ლიც გა­ით­ქ­ვა, ბა­ზარ­ზეც შეძ­ლო თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­იწყო...



- მე ჩო­ხა­ტა­უ­რი­დან ვარ, ხი­დის­თავ­ში ჩე­მი მე­უღ­ლე ცხოვ­რობს. ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რა­ი­ონ­ში წა­მო­ვე­დი და ჩე­მი პრო­ფე­სი­ით, ქი­მი­კო­სად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. 90-იანი წლებ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი წარ­მო­ე­ბა გა­ჩერ­და, ჩე­მი სამ­სა­ხუ­რიც და­ი­ხუ­რა. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გა­ზე­თის გა­კე­თე­ბა წა­მო­იწყეს, უფ­რო სწო­რად, გა­აგ­რ­ძე­ლეს. ჩო­ხა­ტა­ურ­ში სა­რე­დაქ­ციო ოაზი­სი შე­იკ­რა. რე­დაქ­ცი­ა­ში გვქონ­და კომ­პი­უ­ტე­რი, რაც მა­შინ ძა­ლი­ან დიდ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. გე­ნე­რა­ტო­რის წყა­ლო­ბით დე­ნიც მუდ­მი­ვად მოგ­ვე­წო­დე­ბო­და. მე ვა­კა­ბა­დო­ნებ­დი. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი, აქ ჯერ დიდ მედიაჰოლდინგში ვმუშაობდი, მერე ახალ პრო­ფე­სი­ას და­ვე­უფ­ლე, ბუ­ღალ­ტ­რო­ბა ვის­წავ­ლე. დღემ­დე რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ ფი­ნან­სურ მე­ნე­ჯე­რად, სა­ბუ­ღალ­ტ­რო აღ­რიცხ­ვას ახ­ლა დის­ტან­ცი­უ­რად ვა­ხერ­ხებ. სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი მაქვს, ყველ­გან სამ­სა­ხურ­ში ვარ.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი და საკ­მა­ოდ კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლიც მქონ­და, სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბის ნოს­ტალ­გია დი­დი იყო. თბი­ლის­ში შინ ყოფ­ნის გან­ც­და არ მქონ­და, სახ­ლ­ში მხო­ლოდ აქ ვგრძნობ თავს. მით უმე­ტეს, ეს გა­რე­მო მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ შევ­ქ­მე­ნით ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბით, ნელ-ნე­ლა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ახ­ლა ის ჩვე­ნია, ჩვენს სამ­ყა­როს მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლიც გახ­და.



- და აქ­ვე და­იწყეთ საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და...
- სულ მინ­დო­და, რა­ღაც ისე­თი საქ­მე წა­მო­მეწყო, რო­მე­ლიც შინ და­მაბ­რუ­ნებ­და. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, ასეთ საქ­მედ ჩი­რის წარ­მო­ე­ბა მი­ვიჩ­ნიე. სო­ფელ­ში უამ­რა­ვი ხი­ლი ლპე­ბა, იყ­რე­ბა, არა­ვინ იბა­რებს. თა­ნაც გუ­რი­ა­ში ხილს არ ვწამ­ლავთ, ანუ დი­დი რე­სურ­სია ჩი­რის წარ­მო­ე­ბის­თ­ვის. და­ვიწყე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა ამ თე­მა­ზე, წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რო­გო­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მი ში­ნა­უ­რი სა­ამ­ქ­რო და პრო­დუქ­ცია. ბიზ­ნეს­გეგ­მაც დავ­წე­რე. შემ­დეგ მთავ­რო­ბამ და­იწყო პრო­ექ­ტი „აწარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, რო­მელ­მაც მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩე­მი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად მექ­ცია. იმ­დე­ნად ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი მქონ­და ამ თე­მა­ზე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ და­ფი­ნან­ს­დე­ბო­და და მარ­თ­ლაც ასე მოხ­და. და­ფი­ნან­სე­ბა 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­ვი­ღე და წარ­მო­უდ­გე­ნელ ვა­და­ში, 1 თვე­ში - სა­ა­ხალ­წ­ლოდ ჩე­მი პრო­დუქ­ცია უკ­ვე გა­ყიდ­ვა­ში იყო. ეს ჩე­მი, ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და უამ­რა­ვი მე­გობ­რის თა­ნად­გო­მის შე­დე­გია. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მაქვს ჩე­მი საქ­მე და გვერ­დით მყავს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც უხა­რი­ათ ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა და უხა­რიათ ის, რომ სოფ­ლად ერ­თი კარ­გი წა­მოწყე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი არი­ან. მხოლოდ ისინი კი არა, სრულიად უცხო ადამიანები

მეხმარებიან, მაკვალიანებენ.

- ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბის მი­ტო­ვე­ბა და სო­ფელ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბა, არც ისე მარ­ტი­ვია, თუნ­დაც ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. არ გა­გი­ჭირ­დათ?
- მარ­თა­ლი გითხ­რათ, სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა არ მი­ჭირს, მე აქა­უ­რი ვარ და აქ რომ ვარ, სახ­ლ­ში ვარ. სახ­ლ­ში ყვე­ლა პი­რო­ბაა კომ­ფორ­ტუ­ლად ცხოვ­რე­ბის­თ­ვის. მთე­ლი დღე ვშრომობ. ვდგე­ბი დი­ლის 7 სა­ათ­ზე, მაქვს გა­წე­რი­ლი გან­რი­გი - ბოს­ტ­ნის და­ბარ­ვა-და­მუ­შა­ვე­ბა: იქ პა­მი­დო­რი უნ­და დავ­რ­გო, აქ კიტ­რი დავ­თე­სო, იქით მწვა­ნი­ლე­ბის კვლე­ბია და ასე. მე­ზობ­ლის ქა­ლე­ბი იცი­ნი­ან, ამას ჩვენ­ზე უკე­თე­სი ბოს­ტა­ნი აქვს, ნა­ხე, რო­გორ და­ხა­ზაო. წინ რომ პა­ტა­რა ყვა­ვილ­ნა­რია, ისიც ჩე­მი ხე­ლით ახ­ლა­ხან მო­ვაწყ­ვე. იქით ვარ­დე­ბია და ასე შემ­დეგ. მაგ­რამ მარ­ტო ერ­თი საქ­მე რომ აკე­თო, არ გა­მო­ვა - ბოს­ტანს ან ყვა­ვილ­ნარს ბა­ლა­ხი წა­ი­ღებს. ამი­ტომ, ისე უნ­და გა­ა­ნა­წი­ლო დრო, რომ კარ­გი შე­დე­გი გქონ­დეს. თან ყვე­ლა­ფე­რი ისე უნ­და იყოს, რო­გორც მე მინ­და. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დია სოფ­ლის საქ­მე.



ირ­გ­ვ­ლივ ბევ­რი და­კე­ტი­ლი სახ­ლია... მე ჩა­მო­ვე­დი და აქ საქ­მი­ა­ნო­ბა და­ვიწყე, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბელს და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი და ალ­ბათ, აქ ცხოვ­რე­ბის ცო­ტა მე­ტი ინ­ტე­რე­სი და სტი­მუ­ლიც გა­უ­ჩი­ნა. ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი მა­მუ­კაც ხში­რად ჩა­მო­დის ბა­თუ­მი­დან, მან ჩხა­ვე­რის ჯი­შის ვა­ზი გა­ა­შე­ნა. იმე­დი მაქვს, სხვე­ბიც ნელ-ნე­ლა მო­ი­ხე­და­ვენ აქეთ, სო­ფე­ლი ბევ­რად პრეს­ტი­ჟუ­ლი გახ­დება და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა მიხ­ვ­დე­ბა, რომ აქ ცხოვ­რე­ბა კარ­გია, და გა­უქ­რე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა, თით­ქოს სო­ფე­ლი გა­ჭირ­ვე­ბი­სა და უიმე­დო­ბის ად­გი­ლია.

- რა არის პერ­ს­პექ­ტი­ვა სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი და­ი­ნა­ხეთ, მას მე­რე, რაც უშუ­ა­ლოდ აქ ცხოვ­რობთ?
- ჩე­მი მე­უღ­ლე რუს­თავ­ში მუ­შა­ობს, ხში­რად მარ­ტო მი­წევს ხი­დის­თავ­ში ყოფ­ნა, ანუ ხში­რად ვარ ჩემს თა­ნამ­შ­რო­მელ, მე­ზობ­ლის ქა­ლებ­თან ერ­თად. ამის გა­მო მე­ტად გა­ვი­გე მა­თი სატ­კი­ვა­რი, მე­ტად და­ვი­ნა­ხე მა­თი პრობ­ლე­მე­ბი.

სოფ­ლის მო­სახ­ლე­ებს, არა­მარ­ტო ქა­ლებს, ხში­რად ვე­სა­უბ­რე­ბო­დი სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა­ზე და რო­ცა და­ი­ნა­ხეს, რომ მე ნამ­დ­ვი­ლად მი­ვი­ღე სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა, ბევ­რ­მა გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო. მაგ­რამ მა­თი ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბა და გაგ­ზავ­ნამ ტექ­ნი­კუ­რად მე მო­მი­წია, რად­გან ხალ­ხ­მა არ იცის კომ­პი­უ­ტერ­თან და ინ­ტერ­ნეტ­თან მუ­შა­ო­ბა. არა­და, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არის - სო­ფელ­ში რე­ეს­ტ­რის სახ­ლია, ბიბ­ლი­ო­თე­კა - ინ­ტერ­ნე­ტი­თა და კომ­პი­უ­ტე­რე­ბით. 90-იან წლებ­ში რე­დაქ­ცი­ა­ში ერ­თა­დერ­თი კომ­პი­უ­ტე­რი გვედ­გა, გა­ჭირ­ვე­ბაც მე­ტი იყო, მაგ­რამ იმ დროს­თან შე­და­რე­ბით, დღეს უფ­რო დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლია სო­ფე­ლი, ხალ­ხი და­ძა­ბუ­ნე­ბუ­ლია, უმ­რავ­ლე­სო­ბას ურ­ჩევ­ნია, იყოს მუ­შა­ხე­ლი, ვიდ­რე გა­ი­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი საქ­მე. ამ ყვე­ლა­ფერს კი გა­ნა­პი­რო­ბებს მა­თი შეზღუ­დუ­ლი უნა­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით და და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, რის გა­მოც სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მე­ბი მათ­თ­ვის ხში­რად მი­უწ­ვ­დო­მე­ლია.

- რა­საც აქ ვხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად გა­ა­კე­თეთ - ეს თქვე­ნი სა­ოც­ნე­ბო გა­რე­მოა? აის­რუ­ლეთ, რაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გქონ­დათ თუ კი­დევ აპი­რებთ იდე­ე­ბის სრულ­ყო­ფას?
- სახ­ლის დი­ზა­ი­ნი და ინ­ტე­რი­ე­რი ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბით არის მოწყო­ბი­ლი, თუმ­ცა უამ­რა­ვი ჩა­ნა­ფიქ­რი ჯერ კი­დევ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია. თა­ვი­დან სახ­ლის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია რომ დავ­გეგ­მე, ცო­ტა არ იყოს, სკეპ­ტი­კუ­რად მი­ყუ­რებ­დ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მაგ­რამ მა­ინც მხა­რი ამი­ბეს. ბევ­რი რამ სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ვა­კე­თეთ და მი­ვი­ღეთ ის, რაც არის. ჩვენ მოგ­ვ­წონს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამას სხვე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ ხოლ­მე.

სახ­ლ­ში ბევ­რი ძვე­ლი, მო­დი­დან გა­და­სუ­ლი, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თი იყო, მა­გა­ლი­თად, თითბრის აბა­ჟუ­რი, რკი­ნის სა­წო­ლე­ბი, ჩე­მი დე­დამ­თი­ლის ნა­ქარ­გე­ბი და ა.შ. ყვე­ლა­ფერს ახა­ლი სა­ხე მი­ვე­ცით და ახ­ლა ამ სახ­ლის სა­ვი­ზი­ტო ნივ­თე­ბია. მე­ხერ­ხე­ბა ხელ­საქ­მე, ვა­კე­თებ აბა­ჟუ­რებს. ეს დი­დი აბა­ჟუ­რი ჩე­მი გა­კე­თე­ბუ­ლია, ფარ­დე­ბი, გა­და­სა­ფა­რებ­ლე­ბი, ბა­ლი­შე­ბი, ყვე­ლა დე­კო­რი ჩე­მი შექ­მ­ნი­ლი თუ შერ­ჩე­უ­ლია. სუ­რა­თე­ბის უმე­ტე­სო­ბა ნა­ჩუ­ქა­რია. ეს ნა­ნა გი­გო­ლაშ­ვი­ლის და აკა­კი ინა­ნიშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბია.

- სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის კე­დე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ორი­გი­ნა­ლუ­რია - აქ სტუმ­რად მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხე­ლის ანა­ბეჭ­დე­ბით და ნა­ხა­ტე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი...
- მინ­დო­და, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ღია სივ­რ­ცე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად თა­ვი­სუ­ფა­ლი. ვი­ფიქ­რე, რომ კედ­ლე­ბი არ შე­მე­ღე­ბა და ყვე­ლა მსურ­ველს თა­ვი­სი ანა­ბეჭ­დი, წარ­წე­რა თუ ნა­ხა­ტი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. შარ­შან ჩე­მი მუ­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­მე­გობ­რომ ტრა­დი­ცი­ულ ოჯა­ხურ ხი­დის­თა­ვო­ბა­ზე პირ­ვე­ლად მო­ხა­ტეს ეს კე­დე­ლი და ასე და­იწყო. მე­რე ყვა­ვი­ლი და ხე­ლე­ბის ხე მა­რი­კომ და­ხა­ტა და თან­და­თან „შე­ი­ფოთ­ლა“, მე­რე ჩე­მი მე­გო­ბა­რი ლო­ლა ხუ­ბუა იყო ჩა­მო­სუ­ლი, მან პე­პე­ლა და­ხა­ტა, ეს ორ­ნა­მენ­ტი - ზუ­რამ და ასე... სა­მახ­სოვ­რო­დაც რჩე­ბა და ლა­მა­ზიც არის.



- გამ­ხ­მა­რი ყვა­ვი­ლე­ბი შევ­ნიშ­ნე, ამას ჩა­ის­თ­ვის ახ­მობთ?
- მინ­და, ჩი­რის წარ­მო­ე­ბას ხი­ლის ჩა­ის მი­მარ­თუ­ლე­ბაც და­ვა­მა­ტო, რო­მელ­შიც გამ­ხ­მარ ხი­ლის ნაჭ­რებ­თან ერ­თად ყვა­ვი­ლე­ბის გამ­ხ­მა­რი მი­ნა­რე­ვე­ბიც იქ­ნე­ბა შე­რე­უ­ლი. უკ­ვე გა­ვახ­მე იის, აკა­ცი­ის, ვარ­დის, ლი­მო­ნი­სა და მან­და­რი­ნის ყვა­ვი­ლე­ბი. ახ­ლა ცაცხ­ვის ყვა­ვი­ლე­ბი მინ­და და ასე შემ­დეგ. თან ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ვაგ­რო­ვებ ამ ყვა­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა მა­თი ნა­ყე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის. ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა ზამ­თარ­ში და­ვიწყე და მხო­ლოდ კი­ვი­სა და მან­და­რი­ნის გაშ­რო­ბა მო­ვას­წა­რი. ხი­ლის სე­ზო­ნი და­იწყო, მარ­წყ­ვი და ბალი უკ­ვე გა­ვაშ­რე, თან­და­თან მივ­ყ­ვე­ბი და ყვე­ლა ხილს გა­ვაშ­რობ. ძი­რი­თა­დად ვამ­ზა­დებ ხი­ლის ჩირს, და­შაქ­რულ ხილს და ტყლაპს. ვავლებ ჩურ­ჩხე­ლებ­საც. ამ პრო­დუქ­ტებს სა­სა­ქონ­ლო სა­ხეს ვაძ­ლევ მიქ­სის სა­ხით - კო­ლო­ფებსა და კა­ლა­თებ­ში.



- რო­გო­რია მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი?
- ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვარ ად­გი­ლობ­რივ პრო­დუქ­ტ­ზე, სო­ფელ­ში ვყი­დუ­ლობ ხილს. მე­რე ვრეცხავთ, ვთლით, ვჭრით, ვშაქ­რავთ და სა­მი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში შრე­ბა პრო­ექ­ტის თან­ხით შე­ძე­ნილ აპა­რატ­ში, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის კონ­ტ­რო­ლი. აპა­რა­ტი მუ­შა­ობს ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ა­ზე. გა­ზაფხულ­და და პა­რა­ლე­ლუ­რად, ხი­ლის საშ­რო­ბად ვა­პი­რებთ მო­ვაწყოთ მზის ენერ­გი­ით საშ­რო­ბი. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ჩი­რე­ბის პრო­ცეს­ში ხი­ლი და­ცუ­ლია მწე­რე­ბი­სა და მტვრის­გან. ეს ფაქ­ტო­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მსგავ­სი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც არ არის ცო­ტა, ხში­რად საკ­მა­ოდ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია მწე­რე­ბი­სა და მტვრი­სა­გან; საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ასა­წო­ნი ჩი­რი კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხა­ლი­სო ფე­რე­ბი­საა, მაგ­რამ ხი­ლის გე­მოს მოკ­ლე­ბუ­ლია და კონ­სერ­ვან­ტე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი; მე ვცდი­ლობ, რომ ჩვე­ნი ჩი­რი თუ ტყლა­პი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად სუფ­თა, სან­დო, ნა­ტუ­რა­ლუ­რი და გემ­რი­ე­ლი...

მას მე­რე, რაც გაშ­რე­ბა და გა­მო­ვი­ღებთ, ჩირს ნაჭ­რის ტომ­რებ­ში ვი­ნა­ხავთ. შემ­დეგ ვა­ფა­სო­ებთ ყუ­თებ­სა და კა­ლა­თებ­ში. კა­ლა­თებს ლა­მა­ზად შე­კე­რილ ნაჭ­რის ტომ­სი­კებ­ში ვფუ­თავთ. ვახ­დენთ ეტი­კე­ტი­რე­ბას, შემ­დეგ მა­ღა­ზი­ებ­ში ვა­ბა­რებთ მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.



- თა­ვა­დაც ხომ არ აპი­რებთ, დარ­გოთ და მო­იყ­ვა­ნოთ ის ხი­ლი, რო­მელ­საც მე­რე სა­ჩი­რედ გამოიყე­ნებთ?
- დი­ახ, მი­ფიქ­რია ამა­ზე და და­ვიწყე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამ გა­ზაფხულ­ზე ნაკ­ვე­თი და­ვა­მუ­შა­ვეთ და შე­მოდ­გო­მა­ზე კივს დავ­რ­გავთ. გვაქვს რამ­დე­ნი­მე ძი­რი მან­და­რი­ნი, ფარ­თო­ბიც გვაქვს, კი­დევ და­ვა­მა­ტებთ. უკ­ვე დავ­რ­გე თხი­ლი, კაკა­ლი, ბა­ლი, ვაშ­ლი, მსხა­ლი და კენ­კ­როვ­ნე­ბი. რა თქმა უნ­და, ეს ხეხი­ლი ჩე­მი მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ნა­ყოფს ვერ მომ­ცემს, მაგ­რამ სა­ნი­მუ­შე პრო­დუქ­ცი­ის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მოდ­გე­ბა. ვნა­ხოთ, მი­წის შე­ძე­ნა და მე­ტი ხი­ლის გა­შე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა.

მო­მავ­ლის გეგ­მებ­ში ასე­ვე შე­დის ჩი­რის სახ­ლის გა­კე­თე­ბა, რო­მე­ლიც სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე მო­ეწყო­ბა. იქ ერ­თად იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი ჩი­რის სა­ამ­ქ­რო, ოჯა­ხუ­რი სას­ტუმ­რო და ეგ­ზო­ტი­კუ­რი ად­გი­ლი სადღე­სას­წა­უ­ლო/სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის.

ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა ოჯა­ხუ­რი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ჩი­რის წარ­მო­ე­ბა იქ­ნე­ბა. ოჯა­ხუ­რი სას­ტუმ­რო გუ­რუ­ლე­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი მინ­და იყოს მსგავ­სი სერ­ვი­სის მოყ­ვა­რუ­ლი უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც გა­ეც­ნო­ბი­ან, რო­გორ ცხოვ­რობს გუ­რუ­ლი კა­ცი სო­ფელ­ში. სტუ­მარს შე­ეძ­ლე­ბა, ჩვენს მდი­ნა­რე­ში ითევ­ზა­ოს, გა­მო­აცხოს კე­ცის ხა­ჭა­პუ­რი; ასე­ვე იმუ­შა­ვებს სივ­რ­ცე სადღე­სას­წა­უ­ლო თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის, ტრა­დი­ცი­ებ­თან შე­ხა­მე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნით; მინ­და, მქონ­დეს მცი­რე, მაგ­რამ გა­მარ­თუ­ლი, მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბა; გემ­რი­ე­ლი, ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი პრო­დუქ­ცია; კარ­გი მომ­სა­ხუ­რე­ბა - ეს იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­მი­ვე კომ­პო­ნენ­ტ­მა ერ­თად შექ­მ­ნას მომ­გე­ბი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, პრე­ზენ­ტა­ბე­ლუ­რი ბიზ­ნე­სი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა რო­გორც სა­ექ­ს­პორ­ტო, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლი და მცი­რე და მიკ­რო­ბიზ­ნე­სის კულ­ტუ­რის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ვნა­ხოთ, ეს მო­მავ­ლის გეგ­მე­ბია...

იხილეთ დარეჯანის საოცარი სახლისა და ეზოს ფოტოები

თეა ცაგურიშვილი

 

ეს და კიდევ ბევრი საინტერესო სტატია იხილეთ ჟურნალ "შინის" ზაფხულის, მე-5 ნომერში, რომელიც უკვე იყიდება 

კომენტარები

cira 2017-03-22 11:28
warmatebebs gisurvebt qalbatno.miyvars tqvennairi energiuli qalebi.upali gparavdet.
nino 2016-10-28 10:48
saintereso adamiania, sasiamovno, xeli mogemartot, sad shevidzent tqvens chirs? siamovnebit vikididi. gaixaret.
ლია 2016-08-17 14:01
ძალიან საინტერესოა თქვენი ბიზნესი...მეც მაქვს სოფელი....ამჟამად ვარ საზღვარგარეთ და რომ ჩამოვალ, ვაპირებ მანდ საქმიანობას....ფეისბუქზე გამოგიგზავნეთ მეგობრობა...შემიძლია დაგეკონტაქტოთ?
ciuri 2016-08-16 10:27
misasalmebelia.mec vfikrob camovicko raime magdagvari sakmianoba da sofels davubrunde.vfikrob,tu zarmaci ar xar,aucileblad miagcev carmatebas,ra sakmesac mokideb xels.
mariami 2016-08-15 20:16
agprtovanebuli var, chven kvelani unda davubrundet sopels, es tu gadagvarchens,me piradad saqartveloshi chasvlistanave sopels unda mivashuro!

კომენტარის დამატება