ოთახის მცენარეები, რომლებთან შეხებისას ფრთხილად უნდა იყოთ

ზოგიერთი ოთახის მცენარე ძალიან სახიფათოა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ეკლიან კაქტუსზე ან ბასრწვეტიან აგავაზე, არამედ ისეთ მცენარეებზე, რომელთაც გარეგნულად ვერავითარ საშიშროებას შეატყობთ. პირველ რიგში გირჩევთ, სიფრთხილე დაიცვათ ამ მცენარეების გადარგვის ან მათთან რაიმე სახის კონტაქტის დროს. აუცილებლად უნდა გაიკეთოთ რეზინის ხელთათმანები, სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელები და სახეც კი უნდა დაიბანოთ საპნიანი წყლით. ეცადეთ, ზოგიერთი მცენარე მოარიდოთ ბავშვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილს.
ზოგ მცენარეს საშიში ფოთოლი აქვს, ზოგს - თესლი, ზოგს - წვენი, ზოგი კი მთლიანად არის იმდენად სახიფათო, რომ პირდაპირ გალიაში მოთავსებას ითხოვს.

ასეთი სახიფათო მცენარეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამჯერად ყველაზე გავრცელებულ სახეობებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

 

ლამაზი და სახიფათო აკალიფა


აკალიფა ულამაზესი მცენარეა. მას მელიის კუდსაც უწოდებენ. იმისათვის, რომ აკალიფა გაახაროთ, საკმაო შრომა დაგჭირდებათ. ამ ყვავილს ძალიან უყვარს სინათლე, თუმცა არა პირდაპირი მზის სხივები. საჭიროებს რეგულარულ მორწყვას და ნოყიერ ნიადაგს. მცენარეს არ უყვარს ოთახის მშრალი ჰაერი.

ალოკაზია


ალოკაზიას ზაფხულში ცოტა ჩრდილი და სტაბილური, რეგულარული მორწყვა ჭირდება. ასევე საჭიროებს ფოთლების დანამვას და მტვრის გაწმენდას. გადარგვის დროს ფრთხილად იმოქმედეთ, ფესვები რომ არ დაუზიანოთ. ნიადაგი უნდა ჰქონდეს ნოყიერი და ზომიერად ფხვიერი. ალოკაზიისთვის განსაკუთრებულად რთულ პერიოდად ითვლება შემოდგომის ბოლო და ზამთარი. იგი შხამიან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება. ალოკაზიას წვენი ძალიან აღიაზიანებს ლორწოვან გარსს (იხილეთ დაწვრილებით ალოკაზიაზე).

აუკუბა, იგივე ოქროს ხე


ამ მცენარის ყვითელი ლაქები ძეხვის ცხიმს წააგავს, ამიტომ მას ძეხვის ხესაც უწოდებენ. მისი მოყვანა რთული არ არის. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყვავილი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გრილ ადგილას უნდა მოათავსოთ. ზაფხულობით კი აივანზე ან ბაღში გადგით და უზრუნველყავით მისთვის ზომიერი ჩრდილი. თუ თქვენს აუკუბის შავი ლაქები გაუჩნდა და ფოთლები გასცვივდა, ე.ი. თქვენი ყვავილი ავად არის.
აუკუბას ფითლებს ბევრი მტვერი უგროვდება, რომელიც აუცილებლად უნდა მოწმინდოთ სველი ტილოთი ან ღრუბლით. ამ მცენარის გაჩერებას არ გირჩევთ ისეთ ადგილას, სადაც თავს იყრიან ბავშვები და ცხოველები, რადგან აუკუბა შხამიანი მცენარეა. მისი შხამის მოხვედრის შედეგად ადამიანს ან ცხოველ უჩნდება უეცარი სიმპტომები, როგორიც არის დიარეა, კუჭისა და ნაწლავური პრობლემები, შესაძლოა შარდში სისხლიც კი გაჩნდეს. განსაკუთრებულად საშიშია აუკუბას წითელი ნაყოფი.

დიფენბახია


დიფენბახია ძალიან ლამაზი ოთახის მცენარეა. ყველა როდი ახერხებს ამ მცენარის ისე მოვლას, რომ შედეგად ხშირი ფოთოლები მიიღოს. როგორც წესი, მას ერთ შიშველ ტოტზე რამდენიმე ფოთოლი აქვს ხოლმე. განსაკუთრებით პრეტენზიული ბუჩქოვანი დიფენბახიაა. ის ძალიან ცუდად იტანს ოთახის მშრალ ჰავას. ამ მცენარეს მთელი წელი ზომიერი სინოტივე, სითბო და შუქი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ადვილად კარგავს თავის დეკორატიულ თვისებებს. მოსარწყავად უნდა გამოიყენოთ რბილი წყალი ქლორის გარეშე.

დიფენბახიას წვენი ძალიან შხამიანია. ამ შხამს პარალიზების უნარი აქვს, ამიტომ ამ მცენარესთან ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭიროა. მაქსიმალურად მოარიდეთ დიფენბახია ისეთ ოთახებს, სადაც ბავშვები და შინაური ცხოველები ხშირად არიან.

დურმანი


დურმანი ძალიან ლამაზად ყვავის. ამიტომაც მას მოყვავილე ქოთნის ყვავილად იყენებენ. დურმანი ადვილად მოსავლელი მცენარეა, მას უბრალოდ ძალიან უყვარს სინათლე. ზაფხულში, ყვავილობის პერიოდში, უხვად რწყავენ. ზამთარში გრილი ადგილი ურჩევნია. გავრცელებულა აზრი, რომ დურმანს სამკურნალო თვისებები აქვს, თუმცა ჩვენ არ გირჩევთ ამ აზრის გაზიარებას. დაიმახსოვრეთ, დურმანი შხამიანი მცენარეა. მისი წამლად გამოყენება მხოლოდ გამოცდილ ჰომეოპათს ან ფიტოთერაპევტს თუ შეუძლია. შხამიანი დურმანის ყველა ნაწილი, მისი წვენი ძალიან საშიშია თვალებისთვის, ასევე არ გირჩევთ მოყვავილე დურმანის საძინებელში გაჩერებას, რადგან მისმა არომატმა შესაძლოა ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოთ.

მოლოჩაი


სკოლებში, ოფისებსა თუ ბინებში ძალიან ხშირად შეხვდებით პალმის მსგავს მოლოჩაის. ეს მცენარე ძალიან მალე იზრდება. ძალიან ადვილად მოსავლელი, სინათლის მოყვარული მცენარეა, რომელიც ზაფხულობით მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ, რათა ლამაზი მწვანე ფერის ფოთლები არ გაგიფერმკრთალდეთ. შესაძლებელია დიდ, გრძელ ქოთანში ჩარგათ სხვადახვა ზომის მოლოჩაი და ეს კომპოზიცია დახვეწოთ ქვებით.

ამ მცენარეს ძალიან ადვილად გამოსდის წვენი, რომელიც მარტივად ხვდება ადამიანის კანზე. ეცადეთ, თავი აარიდოთ ამ პროცესს.

ოლეანდრი


ოლეანდრი დიდხანს და ძალიან ლამაზად ყვავის. უყვარს ზაფხულში სითბო, ზამთარში კი სიგრილე. თუ ოლეანდრს არ უნდა ყვავილობა, შეგიძლიათ ისე გამოზარდოთ, რომ ააყვავილოთ. გაიტანეთ მცენარე ბარში ან აივანზე, ზაფხულობით ყოველ საღამოს მორწყეთ, ზამთარში კი შედარებით იშვიათად. ოლეანდრი სწრაფად იზრდება. ეს მცენარე ძალიან შხამიანია. განსაკუთრებით საშიშია მისი თესლი და ყვავილები, არ გირჩევთ მისი ყვავილის დაყნოსვას. ასევე ნუ გააჩერებთ მოყვავილე ოლეანდრს იმ ოთახში, სადაც ადამიანები იძინებენ. ამ ყვავილის სურნელი იწვევს თავის ტკივილს და ზოგჯერ თავბრუსხვევასაც კი. არასდროს დაღეჭოთ ოლეანდრის ფოთლები, ამ ფოთლების მჭამელი ცხოველები და ფრინველები მომენტალურად იღუპებიან. მის ფოთლებზე მკვდარ ბუზებსაც კი შეხვდებით და არ გაგიკვირდეთ. ოლეანდრის მოჭრის ან გაკრეჭის დროს ძალიან ფრთხილად იყავით, გარდა იმისა, რომ ხელზე აუცილებლად უნდა გეკეთოთ ხელთათმანები, უფრთხილდით მის წვენს, გახსოვდეთ, ეს ძალიან შხამიანი მცენარეა.

პუანსეტია


პუანსეტია, იგივე საშობაო ვარსკვლავი.
ეს ყვავილი ზამთართან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ლამაზია, გირჩევთ ეს ყვავილიც მოარიდოთ ბავშვებს.

პასლენი


პასლენი ადვილად მოსავლელი მცენარეა. ის ბუჩქის მსგავსად იზრდება. არ უყვარს ზამთარი. ამ მცენარეს პომიდორის მსგავსი წითელი ნაყოფი აქვს, რომელიც ძალიან იზიდავს ბავშვებს, თუმცა მშობლებო, გახსოვდეთ, პასლენი შხამიანი მცენარეა და მოარიდეთ ის თქვენს შვილებს.

სტროფანტუსი


სტროფანტუსს ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს, ზოგი მათგანი ძალიან წააგავს ვარდს. ტროპიკულ აფრიკაში ექიმბაშები მის წვენს წამლად იყენებენ, ამბობენ, რომ ციებისთვის და კანისთვის უებარი საშუალებაა. ბიონადირები სტროფანტუსის წვენით ისრებს ამუშავებენ, რაც სიკვდილს იწვევს. მისი შხამი მომენტალურად იწვევს გულის გაჩერებას. ამიტომ განსაკუთრებულად ერიდეთ ამ მცენარის წვენსა და თესლს.

კომენტარები

leila 2019-04-16 09:53
მე მგონი ,,დურმან"-ს ქართულად ლენცოფა ჰქვია
mamukate 2017-05-26 11:20
რუსული საიტიდან ცუდად არის ნათარგმნი. ზოგიერთი მცენარის სახელწოდებაც რუსულია. ავტორს - გამოიყენე ა. მაყაშვილის "ბოტანიკური ლექსიკონი"

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები