კვერცხისგან დამზადებული სასუქი მცენარეებისთვის - მარტივი და სასარგებლო

კვერცხი ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვის, როგორც ცილა, ისე ნაჭუჭი. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

1. ავიღოთ ორი კვერცხის ცილა, დავასხათ 0.5 ლ თბილი წყალი. გავაჩეროთ ორი კვირა. შემდეგ გავაზავოთ ორ ლიტრა წყალში და მოვრწყათ მცენარეები!

2.  როგორ უნდა დავამზადოთ კვერცხის ნაჭუჭისგან სასუქი: კვერცხის ნაჭუჭი ყავის საფქვავში უნდა დავფქვათ. სამი სუფრის კოვზი უნდა ჩავყაროთ ერთლიტრიან ქილაში და დავასხათ ადუღებული წყალი. გავაჩეროთ ბნელ ადგილას ერთი დღე და ღამე. მერე შეგვიძლია მოვრწყათ ყვავილები. ასეთი სასუქი განსაკუთრებით იმ მცენარეებს უხდებათ, რომლებსაც ნაკლებად მჟავე ნიადაგი უყვართ - მაგალითად, კაქტუსებს და სუკულენტებს.
ცოტა არასასიამოვნო სუნი

აქვს, მაგრამ ჩვენი მცენარეების აყვავებისა და სიჯანსაღისთვის უნდა მოვითმინოთ.

ფლორისტი ირინა ღარიბაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები