ნინო ორდენიძის ბოსტანი - ყოფილი მოდელი დღეს მეურნეა

ალ­ბათ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი - ნი­ნო ორ­დე­ნი­ძე ოდეს­მე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­კითხე­ბით ასე და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. ის წყნეთ­ში, სა­კუ­თარ აგა­რაკ­ზე, მე­ბოს­ტ­ნე­ო­ბამ გა­ი­ტა­ცა და ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მიჰ­ყო ხე­ლი...

- ბოს­ტ­ნის გა­შე­ნე­ბა დი­დი ხა­ნია მინ­დო­და, მაგ­რამ ამ საქ­მეს თა­ვი წელს მო­ვა­ბი. სა­უ­კე­თე­სო მე­ზობ­ლე­ბი მყავს და მწვა­ნილ­ზე სულ მათ­თან დავ­რ­ბო­დი, ისი­ნიც სი­ა­მოვ­ნე­ბით მიშ­ვებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ ბოს­ტ­ნებ­ში. ბო­ლოს მო­მე­რი­და და გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­კუ­თა­რი მწვა­ნი­ლი მო­მეყ­ვა­ნა. არა­და, ნა­თე­ლა დე­ი­და ისე­თი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლია, რო­ცა კი მწვა­ნილს ვთხოვ­დი, მე­უბ­ნე­ბო­და, - მი­დი, შვი­ლო, გა­და­დი და

მოკ­რი­ფე. თან, ისე­თი კარ­გი ბოს­ტა­ნი აქვს, იქ სი­ა­რულ­მა გა­მი­ჩი­ნა სა­კუ­თა­რის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი. თა­ვი­დან, ბოს­ტ­ნის­თ­ვის მი­წის და­მუ­შა­ვე­ბას სა­ნამ და­ვიწყებ­დი, კომ­პე­ტენ­ტურ პი­რებ­თან, ვინც ამ საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლია და ყვე­ლა­ფე­რი იცის, კონ­სულ­ტა­ცია გა­ვი­ა­რე...

- რა ფარ­თო­ბი და­უთ­მე ბოს­ტანს?
- ალ­ბათ ასე, 300 კვ.მ და ეს ფარ­თო­ბი მთელ ეზო­ში ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი. მოკ­ლედ, ბოს­ტ­ნის­თ­ვის ად­გი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვარ­ჩიე. ჯერ დავ­ბა­რეთ და მი­წა გა­ვას­წო­რეთ, მე­რე კვლე­ბი გა­ვა­კე­თეთ, ნა­ყი­დი მქონ­და დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მწვა­ნი­ლე­ბის თე­სლე­ბი (ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში, რე­ჰა­ნი, კა­მა, პიტ­ნა), ქინ­ძის თეს­ლი ნა­თე­ლა დე­ი­და­მაც მომ­ცა და ამ მწვა­ნი­ლის კვა­ლი ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მო­ვი­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ვგიჟ­დე­ბი ქინ­ძ­ზე, კერ­ძებ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ყე­ნებ, ისე­ვე, რო­გორც ნი­ორს. მაქვს წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლი და წი­თე­ლი მწა­რე წი­წა­კაც. დავ­რ­გე პო­მიდ­ვ­რის ჩი­თი­ლე­ბი, დავ­თე­სე კიტ­რიც.

- 300 კვად­რა­ტი არ­ც­თუ ისე პა­ტა­რა ფარ­თო­ბია ბოს­ტ­ნის­თ­ვის.
- კი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ზაფხულ­ში ეს მწვა­ნი­ლი გა­მო­მად­გე­ბა... გა­ზაფხულ­ზე წვი­მე­ბი რომ იყო, ყვე­ლა წუხ­და ამა­ზე, მე კი­დევ მი­ხა­რო­და, რად­გა­ნაც ნა­თე­ლა დე­ი­დამ მითხ­რა, წვი­მა ბოს­ტ­ნის­თ­ვის მის­წ­რე­ბააო. ჰო­და, წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბი რომ მი­ხა­რო­და, მე­გობ­რებ­თან ვამ­ბობ­დი, - რა კარ­გია, ბოს­ტანს მო­უხ­დე­ბა-მეთ­ქი. გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დ­ნენ, - ცო­ტა ხომ არ გა­აფ­რი­ნაო... სა­ნამ წყნეთ­ში ამო­ვი­დო­დით, ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი დი­ლა-სა­ღა­მოს ჩვენს ბოს­ტანს და­მა­ტე­ბით რწყავ­და. მწვა­ნი­ლი, სა­დაც მზე მე­ტად ხვდე­ბო­და, უკე­თე­სად წა­მო­ვი­და, წი­თე­ლი წი­წა­კა ცო­ტას კი ჭირ­ვე­უ­ლობ­და, - მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, არ და­თე­სო, გა­გაწ­ვა­ლებ­სო, მაგ­რამ ვგიჟ­დე­ბი წი­თელ წი­წა­კა­ზე და უარი ვერ ვთქვი, თან, ბოს­ტანს ალა­მა­ზებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი შე­სა­ხე­და­ვია ბოს­ტა­ნი, სა­დაც ერ­თად არის წი­თე­ლი წი­წა­კა, რე­ჰა­ნი და და­ნარ­ჩე­ნი მწვა­ნი­ლი. თან, ზო­გი­ერ­თი კვა­ლი სიგ­რ­ძე­ზე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ზო­გი - სი­გა­ნე­ზე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

- დი­ზა­ი­ნიც ჩა­გირ­თავს ბოს­ტ­ნის გა­შე­ნე­ბა­ში.
- დი­ახ, მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ჩვენს ეზო­ში სას­წა­უ­ლებ­რი­ვი მი­წა აღ­მოჩ­ნ­და. არა­და, სულ ამ­ბობ­დ­ნენ, რომ წყნეთ­ში მი­წა დი­დად არ ვარ­გაო და მუდ­მი­ვად ბოლ­ნი­სის, მარ­ნე­უ­ლი­სა და მი­საქ­ცი­ე­ლის მი­წას აქებ­დ­ნენ. მოკ­ლედ, მი­წამ გაგ­ვი­მარ­თ­ლა. იხილეთ გაგძელება

კომენტარის დამატება