"ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება ბაბუასგან ვისწავლე" - 22 წლის მეღვინე გოგონა ბაღდათიდან

"არასდროს დაიზაროთ და დაიქირავეთ უპირველესად საკუთარი თავი, რადგან თქვენს საქმეს თქვენზე უკეთესად ვერავინ გააკეთებს"!

22 წლის ბაღდათელი ბაია აბულაძე მე-2 კლასიდან, ოჯახთან ერთად, ჰექტარნახევარზე გაშენებულ ვაზს საკუთარი ხელით უვლის. პროფესიით პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტს მევენახეობა - მეღვინეობის დარგი იმდენად უყვარს, რომ შეუძლია დაუსრულებლად ისაუბროს ამაზე.

- ბაია, გაგვეცანი, მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ...
- დავიბადე ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში. ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში სამაგისტრო პროგრამაზე. ჩემი ოჯახის საქმიანობის სფერო მევენახეობა-მეღვინეობაა და ამ პროცესში მეც აქტიურად ვმონაწილეობ. ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება, დაახლოებით 6

You must have Flash Player installed in order to see this player.
საათზე ან შეიძლება უფრო ადრეც. ვამზადებთ ხელსაწყოებს და ყველა ერთად გავდივართ ვენახში, განსაკუთრებით შრომატევადი ეს საქმიანობა შემოდგომაზეა, რადგან მწიფე ყურძენს მალე სჭირდება მოკრეფა. ამინდის ცვლილებაც კი დიდ გავლენას ახდენს მასზე. მოკრეფილი ყურძენი მიგვაქვს სახლში დასაწურად, შემდეგ დაწურულ წვენს ვანაწილებთ რეზერვუარში. გვაქვს ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარები, რომელიც "აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში, შარშან შევიძინეთ. ამ საქმიანობაში ჩემი ოჯახის ყველა წევრია ჩართული. წელს ჩემმა ძმამ ჩააბარა აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, სწორედ ამ ფაკულტეტზე სწავლობდა ბაბუაც.

- რა ჯიშის ყურძენი გაქვთ?
- ჩვენი კუთხისთვის დამახასიათებელი ჯიშებია ცოლიკაური და ციცქა. ჩვენც ამ ორი ჯიშის ყურძენი გვაქვს, ორივე თეთრი ყურძენია. დაწურვის შემდეგად კი თეთრ, მშრალ ღვინოს ვიღებთ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

ბესო 2017-05-29 11:16
უფალმა გაგაძლიეროთ, გაიხარე, დღეს ძალიან ცოტაა შენისთანები, ტრადიციული, და შრომისმოყვარეები, მიბაძეთ ღამის კლუბების კლიენტებო, თორემ მერე გვიანი იქნება.
აბულაძე 2017-05-27 21:54
ყველგან აბულაძეები ნიჭიერი ყოფილხარ და დაუზარელი გოგონა, მოგვარევ მიხარია რომ ვიგებ კარგ და სასიამოვნო ამბებს, წარმატებებიი.
mariami 2017-01-11 14:22
gamarjoba baia dzalian mixaria axalgazrdebis carmateba gmertma xeli mogimartos dzalian minda sheni naxva piradad
giorgi 2016-12-28 09:26
ziritadad ra jishis yurdzeni mogyavt?me kaxelivar da mevevaxeoba sisxlshi maqvs jishebi mainteresebs,madlobeli dagrchebit tumetyvit mainteresebs aqtu shevzleb mosheenebas.?
gocha 2016-11-09 15:21
mama-papur saqmes ewevi. ufalma daglocos

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები