ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ყველაზე დიდი გატაცება და მშვენიერი ბაღი

სალომე ასათიანი ქუთაისში ცხოვრობს. წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერის სამსახურში მუშაობს და თან თავის საყვარელ საქმეს აკეთებს - ყვავილებს უვლის. სალომე ჟურნალ "შინის" აქტიური მკითხველია. მას ყვავილებზე და თავის გატაცებებზე ვესაუბრეთ.

 

- ბუნების და კერძოდ, ყვავილების სიყვარული და მოვლა პატარაობიდან ბებიებისგან ვისწავლე. ვხედავდი, როგორ უვლიდნენ კარ-მიდამოს. ბევრი დრო ნამდვილად არ ჰქონდათ, დიდი ბოსტნის მოვლა-პატრონობა იოლი საქმე არ არის, თუმცა ყვავილებისთვის ყოველთვის იცლიდნენ, დედულში და მამულშიც მშვენიერი ბაღი გვქონდა. ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა და დღეს ბუნებით ვხარობ, ვეტრფი ყველა სულიერს და ეს მათი დამსახურებაა.



დღესდღეობით ჩემს ოჯახში ყვავილნარის დიდი კოლექციაა, როგორც ბაღის, ასევე ოთახის მცენარეების. ყველაფერში მეუღლე მეხმარება, მიწას ყოველთვის ის მიმზადებს, თავისი მეთოდით აზავებს ისე, რომ ყვავილებმა კარგად იგრძნონ თავი და მეც გახარებული ვიყო. მისი სიყვარული ბუნების და მცენარეების მიმართ უჩვეულო არ არის - ჩემი მეუღლე პოეტია და ხშირად მიძღვნის ლექსებს, სადაც ბევრი ყვავილის სახელია ნახსენები, მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ყვავილნარს როგორც სულიერ სამყაროს, ისე აღვიქვამ, მათთან საუბარი დიდი თერაპიაა. როცა მათ ვეფერები, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს იღიმიან. 

ოთახის მცენარეები გაცილებით ბევრი გვყავს, დაახლოებით 200 სახეობა, გაქვს კაქტუსების კოლექციაც. გატაცებული ვართ წიწვოვანი ხეების შეგროვებით. ბოლო ხანებში დავინტერესდი ველური ფლორითაც. თავისუფალ დროს საქართველოში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებს ვეცნობი, რადგან ღრმად დარწმუნებული ვარ, ფიტოთერაპიას ბევრი დაავადების განკურნება შეუძლია, მით უმეტეს ჩვენი ქვეყანა მდიდარია ამ მხრივ და მცენარეების მოძიებაც რთულ საქმეს არ წარმოადგენს.


მთელი ოჯახი ჩართული ვართ მიწის დამუშავებაში და მოგვყავს ნატურალური პროდუქტი. ოჯახის წევრებს განაწილებული გვაქვს საქმეები, დედა უფრო მეტად ბოსტანში ფუსფუსებს. გვაქვს ვაზის რამოდენიმე სახეობა, მათ უფრო მეტად მამა და ძმა უვლიან.


ყვავილების მოვლაზე ბევრ რაიმეს მართლაც მათთან ურთიერთობით სწავლობ. პირველ რიგში უნდა შეიყვარო, ისინი ჩათვალო ოჯახის წევრებად. მცენარეები ყველაზე მეტად გრძნობენ სითბოს და სიყვარულს. ისინი უანგაროდ გიბრუნებენ

You must have Flash Player installed in order to see this player.
ყველაფერს დადებითს და ყვავილობით გახარებენ. ჩემს ყვავილნარში ყველაზე დიდი მონაპოვარი, ჩემს მიერ დაკალმებული სხვადასხვა ფერის ქრიზანთემებია. ისინი განსაკუთრებით იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი დაკალმებულია.


მე ვფიქრობ, ყვავილების მოვლა და მათი გახარებაც ხელოვნების ნაწილია. ჩემს ცხოვრებაში ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს, მუდამ პოეზიაზე, მწერლობაზე, მუსიკაზე ვსაუბრობთ. ვგრძნობ, რომ ჩემს ყვავილებს ჩვენი ოჯახური გარემო ძალიან მოსწონთ და ისეთი სილამაზით ყვავიან და მშვენდებიან, რომ გამიტაცა ფოტოგადაღებამაც. შეუძლებელია მათი კადრში მოქცევა არ გინდოდეს, თვითონ გკარნახობენ, რომ მათი სილამაზე აღიბეჭდოს და დარჩეს.

ძალიან მომწონს ჟურნალი „შინ“. სულ ვოცნებობდი, ასეთი თემებით დატვირთული გამოცემა ოდესმე მენახა ქართულ ენაზე. ჟურნალი „შინ „ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრია და ასეთი ტრადიცია მაქვს, ყოველ ნომერთან სხვადასხვა ადგილზე ფოტოს ვიღებ. 

კომენტარები

სალომე 2016-12-21 17:26
გაიხარე ალექსანდრე ^_^
ალექსანდრე ბაინდურაშ 2016-11-18 23:31
მხარიხართ! წარმატებები
სალომე 2016-09-20 12:26
lal ჯერ-ჯერობით არა. მმაგრამ ვფიქრობ, რომ მალე ამ საქმიანობით დავკავდები. :*
lal 2016-09-16 13:21
xom är kidit? momceret
სალომე 2016-09-14 13:50
დიდი მადლობა ადამიანებო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები