ჯანსაღი სალათი - ნოყიერიც და გემრიელიც

ეს სალათი ძალიან ჯანსაღი და სასარგებლოა. ოჯახის ყველა წევრი, ალბათ, სიამოვნებით მიირთმევს. მათ შორის ბავშვებიც. ყველა ინგრედიენტი მოხარშულია საბოლოოდ კი კერძი არომატული და ნოტიო გამოდის.
დაგჭირდებათ
ხორცი 500 გრამი
პამიდორი 3-4 ცალი
კიტრის მწნილი 1-2 ცალი
კარტოფილი 3-4 ცალი
ყველი 150 გრამი
არაჟანი
ოხრახუში პატარა კონა

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება
მოხარშეთ ხორცი, რომ კარგად დარბილდეს. მოხარშეთ კარტოფილიც. ორივე პატარა კუბებად დაჭერით და ინგრედიენტები ფენებად გაანაწილეთ ასეთი თანმიმდევრობით:
ხორცი, კარტოფილი, მარილი, პილპილი, არაჟანი, კიტრი, ყველი, არაჟანი, პამიდორი, მარილი, პილპილი, არაჟანი, ზემოდან გახეხილი

ყველი და დაკეპილი ოხრახუში მოაყარეთ.

 

რა თქმა უნდა, თანმიმდევრობის შეცვლათ შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ ფენებად კი არ დააწყოთ, ერთმანეთში აურიოთ ყველაფერი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სალათის მომზადებისთანავე შეჭმას აპირებთ. ფენებად განაწილებული კი დიდხანს ინარჩუნებს კონსისტენციას - უკეთ ინახება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები