ფილარმონიის ყოფილი დეკორატორი ყველასგან მიტოვებული ბაღლინჯოებით სავსე ოთახში ცხოვრობს

მხატვარი არჩილ ჯაფარიძე ფონდ "სოციალური პარტნიორობის" გვერდზე გამოჩნდა. სწორედ მათ უამბეს საზოგადოებას ამ ადამიანის მძიმე ხვედრის შესახებ:

"მეგობრებო, გაიცანით არჩილ ჯაფარიძე ჩვენი ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი. 

ცოტა ხნის წინ მას კარგი ჯანმრთელობა, სახლი და საინტერესო სამსახური ჰქონდა – დეკორატორად მუშაობდა ფილარმონიაში. მაგრამ არაფერია ამქვეყნად სამუდამო.
არჩილმა დაკარგა სახლიც, სამსახურიც, ოჯახიც დაენგრა... ახლა სრულიად მარტო, ავლაბარში 6 კვადრატული მეტრის პატარა ოთახში ცხოვრობს. აქ საშინელი ნესტია, ოთახი სავსეა ბაღლინჯოებით, რომელთა მოსპობაც შეუძლებელია. რკინის საწოლზე ლეიბის მაგივრად ფიცრები დევს, თეთრეულის მაგივრად - მუყაოს ქაღალდია დაფენილი,

საბნის მაგივრობას კი ძველი პლედი უწევს.
ბოლო დროს ბატონი არჩილის მდგომარეობა ავადმყოფობის გამო გაუარესდა. მას ტროფიკული წყლული განუვითარდა, კიდურები დაუსივდა, ჭრილობებიდან ჩირქი სდის... არჩილს საშინელი ტკივილები აწუხებს, სამკურნალოდ ფული არ აქვს და დახმარების სათხოვნელადაც ვერავის მიმართავს!
არჩილის დასახმარებლად ფონდ „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას მედიკამენტების, პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად".

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები