როგორ დავათბოთ ლოჯია - ძალიან პრაქტიკული იდეები

პერიოდი, როდესაც აივანი და ლოჯია ის ადგილი იყო, სადაც ძველმანებს ინახავდნენ და სარეცხს აშრობდნენ, წარსულს ჩაბარდა. დღესდღეობით პროფესიონალი დიზაინერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით აივანი ან ლოჯია უპრობლემოდ შეიძლება გადაკეთდეს მშვენიერ საცხოვრებელ კუთხედ.

შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ვარიანტს, თუ როგორ შეიძლოება ვაქციოთ აივანი ჩვენი საცხოვრებელი სახლის უმშვენიერეს ადგილად.



დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ აივნის თავდაპირველი სახე ოპტიმიზმის განცდას ნაკლებად ბადებს, თუმცა.



სამუშაო ახალი პარაპეტის დაგებით დაიწყო.



როდესაც კონსტრუქცია გაშრა, ხელოსნებმა კარ-ფანჯარას მიხედეს.



კედლებზე, ჭერზე და იატაკზე დაამაგრეს აი, ასეთი ფიცრები.



იატაკისა და კედლების დასათბობლად ხელოსნებმა პენოპლასტი გამოიყენეს.



იატაკად სქელი დაფები დააგეს.



აი,

ასე გამოიყურებოდა კედლები.



ახლა კი შეიძლება კედლების დამუშავებაზე და ჩამრთველ-გამომრთველების დამონტაჟებაზე ფიქრი.



იატაკი საბოლოოდ ლამინატით მოაპირკეთეს.



კიდეებზე დაამაგრეს პლინტუსები.



აი, ასე გამოიყურება ლოჯია რემონტის შემდეგ.


მართალია, ამ შემთხვევაში არ გვაქვს საქმე დიზაინერულ შედევრთან, თუმცა ლოჯია სუფთად და ლამაზად ნამდვილად გამოიყურება. რაც მთავარია, იქ მთელი ზამთარი სითბო იქნება.

კომენტარები

aee 2016-12-11 18:28
ამას ქვია როგორ დავამახინჯოთ კორუსის ფასადი........
სიმონ ბარამიძე 2016-11-22 09:24
გარე კედლის შიდა მხარე თბური იზოლაციითარ უნდა შეიმოსოს, რადგან ეს გადაწყეტა ხელს უწყობს კედელში არსებული წყლის წვეთის კონდესაციას, რომელიც დროთა განმავლობაში ხელს შეუწყობს კედლის კონსტრუქციის რღვევას.
გარე გადამღობ კონსტრუქციაზე, თბური იზოლაცია კეთდება გარედან. ეს არის გარე კედლის სწორი თბოტექნიკური გადაწყვეტა.
ქეთი 2016-10-20 20:46
არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ ნებართვა უნდა მიიღოთ თბილისის არქიტექტურის სამსახურში, თორემ დაჯარიმდებით.
nuka 2016-10-20 17:55
principshi axali araferia am statiashi,magram.idea kargiaa.

კომენტარის დამატება