დივნები, რომლებიც მოდიდან არასდროს გადავა

დივანი ნებისმიერი სახლის აუცილებელი ატრიბუტია, თუმცა არავინ დაფიქრებულა იმაზე, საიდან მოდის დივან-სავარძლები, თითოეული სტილის უკან ხომ მთელი ისტორია იმალება.

ჩესტერფილდის დივანი


ამ სტილის დივან-სავარძლები მე-18 საუკუნეში გამოჩნდა. ამბობენ, რომ გრაფმა ჩესტერფილდმა შეუკვეთა სწორედ ასეთი დივნის დამზადება. მას ისეთი დივანი უნდოდა, რომელზეც ისე წამოწვებოდა, რომ კოსტიუმი არ დაკუჭვოდა. ეს დივანი ფუფუნების სიმბოლოდ იქცა. ეს სტილი დღესაც ძალიან აქტუალურია. მისთვის დამახასიათებელია მასალა ტყავი, მომრგვალებული სახელურები, რომლიც საზურგის სიმაღლეზე იქნება განლაგებული. მას არ აქვს ბალიშები.

დივანი კაბრიოლი

ამბობენ, რომ არაფერი ახასიათებს ისე მე-18 საუკუნის ავეჯს, როგორც კაბრიოლის ფეხები. ინგლისურ S-თან

მიმსგავსებული ფეხები სიმდიდრესთან, ფუფუნებასთან და ლუდოვიკო მე-15-თან ასოცირდება.

ჩიპენდეილის დივანი

დივანი ამოზნექილი საზურგით. ეს ლონდონელი ოსტატის, ტომას ჩიპენდეილის ქმნილებაა. მან უდიდესი გავლენა მოახდინა მე-18 საუკუნის ინგლისურ სტილზე. ასეთ დივანს აქლემისებურსაც უწოდებენ.

ლოუსონის 

ამ მოდელის ავტორი კი ამერიკელი ბიზნესმენი ტომან ლოუსონი გახლავთ. დივნის პირველი ვარიანტი საზურგესთან უამრავ ბალიშს მოიაზრებდა, ახლა კი მათი რაოდენობა, როგორც წესი, სამია. სახელურები საზურგეზე დაბალია. დღევანდელ ბაზარზე ამ მოდელის უამრავ ვარიაციას შეიძლება შეხვდეთ როგორც ტექსტილის, ისე ტყავის შალითით, ასევე ხითა და მეტალით მოპირკეთებულს.

ტუსედოს დივანი

ეს სახელწოდება დივანმა ნიუ-იორკში მდებარე პარკის გამო მიიღო. ის გასული ასწლეულის 20-იანი წლების მოდერნიზმის სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. გამოირჩევა ელეგანტურობითა და ზომიერებით.

ინგლისური დივანი

ეს დივან-სავარძლების ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული სტილია. ის მე-20 საუკუნეში გამოჩნდა. ინგლისური ქანთრის სტილის საოცარი ხიბლით გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელია სადა, ერთიანი საზურგე, რბილი ბალიშები და დაბალი ფეხები. ასეთი სტილი თანამედროვე ინტერიერშიც ძალიან დიდ სიმყუდროვეს ქმნის.

ნოულის დივანი

დივნის ეს სახეობა ასპარეზზე მე-17 საუკუნეში გამოჩნდა. მაშინ ეს ნოულის პრინცის მიერ შეკვეთლი ტახტრევანი გახლდათ. ის გამოირჩევა კლასიკური სტილით. თანამედროვე ეპოქაში ასეთი სტილის სავარძელს საკმაოდ იშვიათად შეხვდებით.

ბრიჯუოტერული დივანი

მას ინგლისურ სამადგილიან სავარძლადაც მოიხსენიებენ. შესანიშნავი ვარიანტია სასაუბროდ ან ტელევიზორის საყურებლად. მის დაფარულ ფეხებს ბრიტანულ გავლენას მიაწერენ.

დივანი შუა საუკუნეების მოდერნიზმის სტილში

ტერმინი შუასაუკუნეების მოდერნიზმი მოიცავს გასული საუკუნის 30-დან და 60 წლამდე პერიოდს. მას ახასიათებს დაბალი, ხშირად კვადრატული ფორმის ფეხები. ამ სტილის თანამედროვე ინტერიერში გამოყენება საინტერესოც კი შეიძლება იყოს.

სექციებიანი დივანი

ამ სტილის მთავარი უპირატესობა მის ფუნქციონალობაა. პრაქტიკული დიზაინი მას მეტად მოხერხებულსა და კომფორტულს ხდის. ის ძალიან კარგი არჩევანია თანამედროვე ინტერიერისთვის. ასეთი დივნები ადვილად ავსებენ დიდ სივრცეს. პატარა ოთახებისთვის კი ასეთი დივნის შეძენას არ გირჩევთ.

კომენტარის დამატება