აი, რატომ არ უნდა გადაყაროთ კვერცხის ნაჭუჭი - საოცარი მოზაიკები

კვერცხის ნაჭუჭისგან დამზადებული დეკორის მთელი ხიბლი და საიდუმლოება მის უბრალოებასა და სიმარტივეშია. განსაკუთრებული მონდომებისა და ძალისხმევის გარეშე შესანიშნავი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. ამ ერთი შეხედვით ბანალური მასალისგან მართლაც საუცხოო ნამუშევრებს შექმნით.

კვერცხის ნაჭუჭის მოზაიკა
ნაჭუჭისგან მოზაიკის აწყობა საკმაოდ საფრთხილო საქმეა, თუმცა ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია. კარგად გამშრალებულ ზედაპირზე გადაუსვით წებო, დაადეთ ნაჭუჭი, ზემოდან დაადეთ ქაღალდის ხელსახოცი, დააჭირეთ ხელი, დააცადეთ გაშრობა. ამის შემდეგ შეგიძლიათ ფრთხილად ააცალოთ ხელსახოცი.

ასეთი დეკორი ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს დაუბრუნებს.



ჭიქის დასადგამი. ძალიან სასარგებლო და ამავე დროს ლამაზი ნივთი.



ასე კი თქვენი სამზარეულოს გაფორმება შეგიძლიათ.



ძველებურის ეფექტი, მართლაც შესანიშნავია.



საკუთარი ხელით გაკეთებული თეფში მართლაც შესანიშნავი საჩუქარია.



კვერცხის ნაჭუჭისგან მრავალი ნივთის დეკორირებაა შესაძლებელი.



ეს დავალება ბავშვებისთვისაც საკმაოდ სასარგებლოა, ის ავითარებს მოტორიკას და ასევე ხვეწს ბავშვის მხატვრულ გემოვნებას.



ეს ბოთლი კი აფრიკულ სტილშია გაკეთებული.



ეს კი წინასწარ შეღებილი კვერცხის ნაჭუჭისგან დამზადებული ნივთებია. ამ ნამუშევარში კი ერთმანეთს ეფექტურად ერწყმის კივერცხის ნაჭუჭი, ბისერები, შუშა და ნატურალური ქვები.



მართალია, ეს სამუშაო ცოტაოდენ ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს, თუმცა წვალებად ღირს, გვერწმუნეთ.

კომენტარები

marika 2017-05-17 12:21
ძალიან გთხოვთ დაწეროთ თუ ვინმემ იცით, რომელი წებო შეიძლება იხმარო?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები