როგორ შემოვუშვათ სახლში რაც შეიძლება მეტი მზის შუქი - პრაქტიკული რჩევები

მზით უხვად გაჯერებული ინტერიერი კარგ განწყობას, კომფორტს და სიმყუდროვეს ქმნის. ასეთ ოთახში ცხოვრება ბევრად სასიამოვნო და სასურველია. გაშლილი, განათებული ოთახი პოზიტივით აღავსებს გარემოსაც და ადამიანებსაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ხედი იშლება ფანჯრიდან. თუ მინიდან ლამაზი, ხასხასა ფერები მოსჩანს, თქვენი ხასიათი კიდევ უფრო პოზოტიური ხდება.



ინტერიერისთვის სიმყუდროვისა და უფრო მეტი განათების მინიჭება მარტივი დიზაინერული ხერხებითაც არის შესაძლებელი. პირველ რიგში გირჩევთ, სწორად შეარჩიოთ სახლის ფანჯრები. მზის შუქი ხომ სწორედ ფანჯრებიდან აღწევს ოთახში. თანამედროვე დიზაინერები უკვე გვთავაზობენ უმაღლესი ხარისხის, დახვეწილი გემოვნებითა და კომფორტით აღჭურვილ

კარ-ფანჯრებს, ასე რომ, ამ საკითხის გადაჭრის დროს გირჩევთ ეკონომიაზე მინიმალური დოზით იფიქროთ და აქცენტი სწორედ ხარისხსა და კომფორტზე გააკეთოთ. ასევე შემოვიდა ბაზარზე ძალიან მაღალი დონის, კრისტალურად გამჭირვალე მინები, რომელიც გარე სამყაროს აღქმაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ. ამ მინების არსებობა ოთახში თითქმის შეუმჩნეველია. ისინი ანკარა, სუფთა წყალს მოგაგონებთ.



ამასთან ერთად არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ნათელი ოთახის ქონა გსურთ, შპალერიც რაც შეიძლება ნათელი ფერის და მშვიდი ტონის უნდა შეარჩიოთ, ასევე ფარდები. გისურვებთ წარმატებას და სიმყუდროვეს სახლში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები