16 წლის სანდროს სათბური კოლხური ბზის გადასარჩენად

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მცხოვრებმა 16 წლის სანდრო ნარსიამ, საკუთარი ძალებით, სახლის სარდაფში კოლხური ბზის სანერგე მეურნეობა მოაწყო. მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ უკვე 200 ტოტი დააკალმა და 1300 მარცვალი დათესა. სანდრო ამ გზით ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს გადაშენების პირას მისული კოლხური ბზის გადარჩენაში. მსგავსი მეურნეობის მოსაწყობად მან საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გასულ წელს სოფლის საჯარო სკოლაში მიიღო, სადაც თანაკლასელებთან ერთად 250 ბზის ტოტი დააკალმა.

მანამდე კი სანდრომ და მისმა თანატოლებმა ინფორმაცია კოლხური ბზის დააავადებების შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისგან (CENN)

შეიტყო, რომელიც პრობლემის მოგვარებაში, მოზარდების ჩართულობის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.

სანდრო ყვება, რომ მისი დაინტერესება ბზის მიმართ მაშინ დაიწყო, როცა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოზარდები სოფელ ურთის მთაზე ბზის თესლის შესაგროვებლად წაიყვანეს:
​„აქედან იწყება ყველაფერი. იმ დღეს – 2015 წლის ზაფხულში, ივლისში, შევაგროვეთ კოლხური ბზის თესლი. ამის შემდეგ აქვე, ჩემს ეზოში აღებული კალმებით მოვახერხეთ სკოლაში 245 ძირი კოლხური ბზის ნერგების გამოყვანა. გაიხარა, დაახლოებით, 50%-მა, რომლის ნაწილიც გადავიტანეთ სკოლის ეზოში, ნაწილი კი გავაჩუქეთ. შემდეგ CENN-ის ორგანიზებით, მოხდა ჩემი წასვლა ბანაკში, სადაც მივიღე თეორიული ცოდნა, ძირითადად, გარემოს დაცვის საკითხებისა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. ასე გადავწყვიტე მომეწყო კერძო სანერგე მეურნეობა“, – ამბობს სანდრო ნარსია. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები