მთის სურნელოვანი ჩაის მწარმოებელი ახალგაზრდა ბიჭი თუშეთიდან

ისევე როგორც მთის სხვა სოფლები, შენაქოც მთის ფერდობზე შეფენილი, არც თუ მრავალრიცხოვანი სახლებით მჭიდროდ დასახლებული პატარა სოფელია. სწორედ ამ სოფელში აიდგა ფეხი მთის საამაყო შვილმა - გიორგი სეხნიაიძემ.
წლების წინ პატარა გიორგი ბებოს კალთაზე გამოკერებული დაჰყვებოდა თუშეთის მთას შეფენელ მინდვრებში და სამკურნალო, ასევე შესაღებად საჭირო მცენარეებს ერთად აგროვებდნენ. როცა წამოიზარდა მისი ინტერესი მცენარეების მიმართ გაიზარდა, უამრავი ლიტერატურა მოიძია, ბევრს კითხულობდა და იმდენად დიდი ცოდნა დაუგროვდა, რომ დღეს 19 წლის სტუდენტი თვითონ, საკუთარი ცოდნის მეშვეობით, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო ჩაის აწარმოებს. არდადეგების დროს, ზაფხულის პერიოდში მათ სახლს მეორე სიცოცხლე უბრუნდება, ჩარაზული კარები იღება, ფანჯრებში შუქი, კერაში ცეცხლი ინთება, გიორგი მთაში ბრუნდება…


- მეორე კურსის სტუდენტი ვარ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ზამთრის პერიოდში თბილისში ვარ დედასთან და ბებიასთან ერთად, ხოლო ზაფხულს ჩემს უსაყვარლეს, თუშეთის სოფელ შენაქოში ვატარებთ. თუშეთში ხელნაკეთი ნივთების პატარა მაღაზია მაქვს. მთაში საოჯახო სასტუმრო და კაფეტერიაც გვაქვს, სადაც საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობს. ზაფხულობით იქ ვმუშაობ. სასტუმროში მუშაობასთან ერთად დაინტერესებული ვარ მცენარეების შეგროვებით. შემდეგ მათ ვაშრობ, გადავამუშავებ და ვამზადებ სამკურნალო ჩაის. ყველაფერი ეს თუშეთში ხდება. მთა ის ადგილია, სადაც მართლა თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ თავს, მითუმეტეს, როცა საღამოს კოცონთან, მეგობრების გარემოცვაში, დროს სასიამოვნოდ ვატარებ, თუშური ჰანგები ჟღერს, ან მარტო ვზივარ და გავყურებ მის ულამაზეს ხედებს.


- სამკურნალო მცენარეებით როდის დაინტერესდი და როგორ შეისწავლე ისინი?
- მცენარეებით პატარაობიდან ვარ დაინტერესებული და ძირითადი ცნობები ბებიისაგან მაქვს მიღებული. შემდგომში კი სხვადასხვა მკურნალებისგან და ლიტერერატურიდან მივიღე ინფორმაცია, გავიღრმავე ცოდნა. ბებია, როგორც ყველა თუში ქალი ქსოვს, თელავს ხალიჩებს. ნამუშევრებში ის ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ბუნებივ მასალებს და საღებავებს. მატყლის ძაფს როცა ართავდა, აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა, მცენარეული საღებივებით ღებავდა. როცა პატარა ვიყავი მინდვრებში

დავყვებოდი მცენარეების შესაგროვებლად. ვსწავლობდი რომელი მცენარე რა ფერისთვის იყო საჭირო. როცა წამოვიზარდე მათი სამკურნალო თვისებებით დავინტერესდი. ჩვენ გვაქვს უნიკალური სახეობები, რომლებიც არაფრად მიგვაჩნია და რომლებიც ქიმიური პრეპარატებითა არის ჩანაცვლებული, რაც ვფიქრობ არ არის სწორი მიდგომა. რატომ უნდა გამოვიყენოთ ქომიური საშუალებები, როცა ჩვენს დედაბუნებას ამხელა რესურსი გააჩნია?

- ამ ეტაპზე რამდენი სახეობის ჩაის აწარმოებ და რა სასარგებლო თვისებით გამოირჩევა თითოეული მათგანი? განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები