აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ დარჩენილი შპალერისგან


რემონტის შემდეგ შპალერი დაგრჩათ, გადაგდება გენანებათ? აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ დარჩენილი შპალერისგან. თქვენ შეგიძლიათ ნარჩენები დეკორში გამოიყენოთ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოჭრათ სახლი და საბავშვო ოთახის კედლის ნაწილზე მიაკრათ. ძალიან მარტივი და ორიგინალურია, თან, სახალისოც.



თუ სხვადასხვანაირი შპალერი დაგრჩათ, შეგიძლიათ გააკეთოთ ძალიან ორიგინალური მსოფლიოს რუკა. ძალიან სახლისო და ამავე დროს საინტერესო ნამუშევარი გამოგივათ, უფრო მეტად საინტერესო რომ გახადოთ თქვენი შედევრი, შეგიძლიათ თითოეულ კონტინენტთან შესაბამისი ქალაქების ან დედაქალაქების ფოტოები მიაწებოთ. ასევე თითოეულ კონტინენტთან დააფიქსიროთ იმ ცხოველთა ფოტოები, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე ბინადრობენ.



ევროპაში მიღებულია

ასევე შპალერის ნარჩენებისგან სურათების გაკეთება. ასეთი სურათები, როგორც წესი, ეფექტური ნახატებიანი შპალერისგან კეთდება. ასეთი სურათები ძალიან ეფექტურია ერთფეროვანი კედლის გასაფორმებლად. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ მთავარი, შპალერი უნდა უხდებოდეს და ეხამებოდეს მთელ ოთახს და დანარჩენ ნივთებს.



შესაძლებელია აირჩიოთ კედლის მრავალფეროვანი გაფორმება, თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა ეცადოთ რომ ნამუშევარი არ აგიჭრელდეთ.



თუ თქვენ პატარა ზომის შესასვლელი გაქვთ და კარადა ჯერ არ დაგიმონტაჟებიათ, შპალერის ნარჩენებისგან შესანიშავი დეკორის გაკეთებაა შესაძლებელი.



ასევე საინტერესოა იდეა შპალერის კარადის დეკორაციად გამოსაყენებლად.



ასევე ძალიან ლამაზი დეკორატიული ყუთების გაკეთებაა შესაძლებელი.

 



გვინდა შემოგთვაზოთ ასევე შპალერით ჭურჭლის კარადის ან ბუფეტის შიდა ფასადის გაფორმება. ამ სტილს ევროპაში “ბებოს დიზაინს” უწოდებენ.



ასევე ძალიან აქტუალურის შპალერის ავეჯის დეკორირებისთვის გამოყენება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები