ძვირფასი ქვა, რომელიც ბევრი ჩვენგანის ოჯახშია, თუმცა არც კი ვიცოდით მისი ფასეულობის შესახებ...

ალბათ ხშირად ვისმენთ გამოცდილი ადამიანების საუბარს ძვირფასი ქვების შესახებ, ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი რჩევები და მაქსიმალურად გადმოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც სამზარეულოს ზედაპირის შერჩევას ვიწყებთ პირველი რაზეც უნდა დავფიქრდეთ, ეკოლოგიურობაა. არაფერი გვგვრის სიმშვიდეს იმაზე მეტად, როდესაც ვიცით, რომ საკვები, რომლითაც ოჯახის წევრებსა თუ ნაცნობებს ვუმასპინძლდებით ბაქტერიებისგან დაცულია და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
კვარცის სამზარეულოს ზედაპირი, ნამდვილად უპირობო გარანტიაა ეკოლოგიურობისა და დაცულობის, გარდა ამისა, მისი მოვლა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე სხვა დანარჩენის. კარგად დამუშავებული კვარცი არ იფხაჭნება, არ უჩნდება ნაპრალები. შეუძლებელია მისი დალაქავება

საკვები პროდუქტებისგან, არ აქვს მნიშვნელობა ღვინო იქნება, ცხიმი თუ სხვა რამ. მისი ექსპლუატაციის ვადაც კი მინიმუმ ათჯერ აღემატება სხვა ანალოგებისას.


კვარცის მოვლა ძალიან მარტივია, მას არ სჭირდება განსაკუთრებული საწმენდი საშუალებები, არ იკრობს ბაქტერიებს, შესაბამისად მასზე მომზადებული ნებისმიერი პროდუქტი თამამად შეიძლება მიირთვათ.
ქართულ ბაზარზე კვარცის სამზარეულოს ზედაპირების 30 -ზე მეტი ფერი, მაღაზია „ზოდშია“ წარმოდგენილი, რაც თავისთავად არ გზღუდავთ ინტერიერის დიზაინის დაგეგმვისას. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რა უპირატესობა აქვს კვარცის ქვას დიზაინში გამოყენებისას და პროფესიონალებისგან მოგვესმინა თუ რა უპირატესობა აქვს კვარცის მასალის გამოყენებას ინტერიერში. ამისათვის კომენტარი, კომპანია „ზოდის“ ქვის საამქროს ხელმძღვანელს, გიორგი პეპანაშვილს ვთხოვეთ.


- რა უპირატესობა აქვს კვარცს სხვა ბუნებრივ ქვებთან შედარებით ?
- კვარცი სხვა ქვებთან შედარებით გაცილებით მყარია, მასზე არ რჩება ლაქა, არ იკაწრება მასზე შესაძლებელია საკვების დაჭრა ისე, რომ ზედაპირი არ დაზიანდეს.


- რამდენად გამძლეა კვარცის ზედაპირები და რამდენადაა ეკოლოგიურად სუფთაა?
- კვარცი ეკოლოგიურად ძალიან სუფთა ქვაა. სხვა ქვებისგან განსხვავებით კვარცს არ აქვს შრეები. მას იდეალურად გლუვი ზედაპირი აქვს, არ რჩება მიკრობები, რაც იმის გარანტიაა რომ თქვენი ოჯახის თითოეული წევრი დაცულია მიკრობებისგან.


- რამდენ ხანს შეიძლება კვარცის ქვის ექსპლუატაციაში დატოვება?
- თუ მისი განზრახ დაზიანება არ მოხდა, მისი ექსპლუატაციაში დატოვება ათეულობით წლის განმავლობაში შეგიძლიათ. მსოფლიო ბრენდის „ჩიმსტოუნის“ მიერ წარმოებული კვარცის ფილები, რომლებიც ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი „ზოდის“ მაღაზიათა ქსელში,შესაძლებელია ითქვას, რომ უვადო გარანტიას იძლევა.

- რამდენად მოდურად ითვლება კვარცის ქვის გამოყენება დიზაინში და ფერების რა არჩევანია წარმოდგენილი „ზოდში“?
- კვარცი თანამედროვე ინტერიერში მასიურად გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. ის საკმაოდ ტენდენციურია დღევანდელ ცხოვრებში. დიასახლისებისთვის კვარცის სამზარეულო შესაძლებელია ითქვას საოცნებო ადგილია, მისი თვისებებიდან გამომდინარე. „ზოდში“ „ჩიმსტოუნის“ კვარცის 30 ფერია წარმოდგენილი.
მოკლედ რომ ვთქვათ, კვარცის ქვა, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენი და თქვენი ოჯახის კომფორტისა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მას რეკომენდაციას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად უწევენ.


P.S. სულ რომ ბევრი არ ვილაპარაკოთ კვარცის დადებითი თვისებების შესახებ, თუ ვანგას ნათქვამს დავუჯერებთ, აღნიშნული ქვა ერთ-ერთია, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს შემოსავალზე. როგორც გაირკვა, ვანგას თქმით, მათ ვისაც ფულის მიზიდვა და შოვნა აქვს გადაწყვეტილი, სულ მცირე, საფულით უნდა ატაროს კვარცის პატარა ნატეხი, აღარაფერს ვამბობთ სამზარეულოში მისი ამხელა დოზით გამოჩენაზე...
https://www.facebook.com/zodiplus/
ლევან მესხიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები