რა უნდა შევამოწმოთ, როცა ბოთლით წყალს ვყიდულობთ - ეს უნდა ვიცოდეთ!

რას აქცევთ ყურადღებას ბოთლით წყლით ყიდვისას? ალბათ ძირითადად იმას, რომ ბოთლი ან ხუფი არ იყოს დაზიანებული. მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

პლასტიკის ბოთლის ეტიკეტზე ყოველთვის არის წარწერა, რომელი ტიპის პლასტმასისგან არის დამზადებული ტარა. და ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია! ნებისმიერი პლასტიკი ბოთლის შიგთავსში გამოყოფს მეტ-ნაკლებად საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს.

ნებისმიერი ბოთლი შეიცავს სურათზე მოცემული ნიშნებიდან რომელიმეს. ქვემოთ კი განვიხილავთ რომელი ნიშანი რაზე მიუთითებს.




PET ან PETE

ეს არის პოლიეთილენ ტელეფტალატისგან შექმნილი, ერთჯერადი ბოთლები. მათ შეუძლიათ სითხეში გამოყონ მძიმე მეტალები და ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებს.

PET პლასტმასის ყველაზე ხშირად გამოყენებული ტიპია. მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ იგი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებუსთვისაა განკუთვნილი. თუ ამგვარ ბოთლში მეორადად ჩაასხამთ წყალს, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენს ორგანიზმში მოხვდება ზოგიერთი სახის ტუტე ელემენტები და დიდი რაოდენობით ბაქტერია, რომლებიც განსაკუთრებით ეტანებიან PET -ს.

HDP ან HDPE

ეს არის ძალიან კარგი პლასტიკი, რომელიც პრაქტიკულად არანაირ საშიშ ნივთიერებას არ გამოყოფს. სპეციალისტები გვირჩეენ, სწორედ ამ ტიპის პლასტიკით ვიყიდოთ წყალი, თუ ეს შესაძლებელია. იგი უსაფრთხოა და ეკოლოგიისთვისაც სასარგებლოა: ამგვარი პლასტიკი თითქმის მთლიანად გადამუშავდება.

ეს არის მაგარი ტიპის პლასტიკი, რომელიც უმეტესად გამოიყენება რძის, სათამაშოების, სარეცხი საშუალებების შესანახად და ზოგიერთი პლასტმასის პაკეტის საწარმოებლად.

PVC ან VВ

ამ მასალისგან დამზადებული ბოთლი გამოყოფს ყველაზე ცოტა ორ საშიშ ქიმიკატს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე.

ეს არის რბილი, დრეკადი პლასტიკი, რომელიც, ჩვეულებრივ გამოიყენება ზეთისა და საბავშვო სათამაშოების შესანახად. მისგან აკეთებენ ასევე ბლისტერის შესაფუთ მასალას, რომელიც უამრავი სამომხმარებლო საქონლისთვის გამოიყენება. მასვე იყენებენ კომპიუტერის სადენების შესაფუთად და სანტექნიკაში სხვადასხვა დეტალის დასამზადებლად.

PVC შედარებით მედეგია მზის პირდაპირი სხივებისა და ამინდის მიმართ, ამიტომ მისგან ხშირად აკეთებენ ფანჯრის ჩარჩოებს და ეზოს შლანგებს. თუმცა ექსპერტები გვირჩევენ თავი შევიკავოთ მისი ყიდვისგან, თუ გვაქვს ალტერნატიული ვარიანტი.


LDPE

ეს პლასტიკი

გამოიყენება ბოთლებისა და პლასტმასის პაკეტების წარმოებაში. იგი არ გამოყოფს ქიმიურ ნივთერებებს წყალში, რომელიც მისგან დამზადებულ ტარაში ინახება.

მაგრამ უსაფრთოხა იგი მხოლოდ წყლის ტარად გამოყენების შემთხვევაში. სხვა პროდუქტები მისგან დამზადებულ პაკეტებში უმჯობესია არ შევიძინოთ, რადგან მასში მოთავსებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად შეიძლება გულისათვის საკმაოდ საშიში ქიმიური ნივთიერებებიც "მივირთვათ". განაგრძეთ კითხვა


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები